Thursday, March 11, 2010

ცივილიზებული ცხოველის ფანტაზიები II

ალბათ, უნდა მაპატიოთ, მაგრამ მე მაინც მოტევებას გთხოვთ, მაგრამ თქვენ მიერ გამოჩენილი ინტერესიდან გამომდინარე, ჯიუტად განვაგრძობ ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფს ინტელექტუალური მოღვაწეობის ერთ-ერთ ფორმა - წამების ნაირსახეობაში. I ნაწილი იხილეთ აქ.

ამჯერად შემოგთავაზებთ ქრისტიანების წამების ხერხებს, ასე, ძირითადად, ინკვიზიტორები სჯიდნენ:

1. სარზე გასმა: ადამიანს აიძულებდნენ სარზე დაჯდომას, შემდეგ სარს დაწევდნენ. წვეტიანი სარი ადამიანის შიგნეულში მიიკვლევდა გზას და ასე აღმოჩნდებოდა დამნაშავე სარზე წამოცმული. როგორც წესი, სარის წვეტი მკერდის ძვლის ზემოდან - ყელთან გამოდიოდა და ნიკაპის ქვეშ მაგრდებოდა (რომ ადამიანი უფრო დაბლა არ ჩასრიალებულიყო), ასე ადამიანი, დააახლოებით, სამი დღე კვდებოდა. სარზე გასმა საქართველოში პირველად აღმაშენებელმა შემოიტანა;

2. იუდას აკვანი - გაშიშვლებულ ადამიანს უკანალით სვამდნენ პირამიდისებრ საგანზე და თოკებით დაბლა ქაჩავდნენ ან გასაპობად, ან ნელი სიკვდილისათვის. ხანდახან თოკებზე სიმძიმეებსაც ჰკიდებდნენ. ეს საგანი არ ირეცხებოდა, ამიტომ, ადამინი ხშირად დამატებით ტკივილს იღებდა ინფექციებისაგან;

3. ადამიანს კუბოსებრ მეტალის გალიაში ათავსებდნენ და მზის გულზე ან ხეზე ჰკიდებდნენ. მას ნელ-ნელა ჭამდნენ გარეული ცხოველები ან ფრინველები;

4. ადამიანს სპეციალურ ჩარჩოზე აბანდნენ და სახელურს ნელა ატრიალებდნენ. ამ დროს ადამიანის ყველა სახსარი საშინელი ჭახანით იმსხვრეოდა. ხშირად კიდურებიც იგლიჯებოდა. თუ ვინმე გადარჩებოდა, ვერასოდეს ვერც ერთ კიდურს ვერ აამოძრავებდა;

5. მკერდის საგლეჯი მაშა - გამოიყენებოდა ქალებისათვის (გეცნობათ?!). გაცხელებული მაშებით ქალს ასო-ასო აგლეჯდნენ მკერდს. იყო სხვა ვარიანტიც: კედლეზე დამაგრებულ კბილებზე აფიქსირებდნენ ქალის მკერდს და მერე თავად ადამიანს ქაჩავდნენ უკან. ასეთი წამება, როგორც წესი, სისხლისგან დაცლითა და სიკვდილით მთავრდებოდა;

6. მსხლისებრი საწამებელი იარაღი -  თავსდებოდა უკანალში, პირში ან სხვაგან. თავზე მოთავსებული კბილანის დატრიალებით წინ მსხლისებრი ფორმა ორად იყოფოდა მანამ, სანამ ადამინს შუაზე არ გახლეჩდა;

7. ბორბალზე დაბმული ადამიანი ნელა ტრიალებდა, სანამ მას რკინის უროთი უმტვრევდნენ კიდურების ძვლებს. როდესაც ყველა ძვალს დაუმსხვრევდნენ, სასიკვდილოდ მზეზე ტოვებდნენ. ადამინი სამი დღე იტანჯებოდა. ამასობაში მის ხორცს ჭიტები ჭამდნენ. ბოლოს კი მსხვერპლი გაუწყლოვებით იღუპებოდა;

8. ადამიანის შუაზე გახერხვა - ადამიანს ჰკიდებდნენ თავით დაბლა, რომ ტვინში სისხლი წასულიყო, რათა მსხვერპლი მაქსიმალურად დიდხანს დარჩენილიყო გონზე და ყველაფერი ეგრძნო. მართალია, პროცესი სამ საათამდე გრძელდებოდა, სამაგიეროდ, ხერხი ხშირად იყო ბლაგვი ტკივილის გასაძლიერებლად, ხოლო მსხვერპლს ხშირად ტოვებდნენ ნახევრად გახერხილს, რათა ნელ-ნელა დაღუპულიყო;

9. ამ ინსტრუმენტების მეშვეობით, ადამიანს ნელ-ნელა ემტვრეოდა თავის ქალა და ყბა, მოგვიანებით დაუმატეს თვალის ბუდეებიდან ამომგდებიც. როგორც წესი, აგონიისებრი ტკივილი საათობით გრძელდებოდა მანამ, სანამ ადამინი არ დაიღუპებოდა;

10. მოხერხებული საწამებელი იარაღით ადამიანს ნელ-ნელა აგლეჯდნენ ყველა კიდურს. ხშირად კბილებსაც აცლიდნენ ტკივილის გასაძლიერებლად;

11. ცეცხლზე დაწვა - ხშირად ნელ ცეცხლზე წვავდნენ, რომ ნელ-ნელა დახრუკულიყო. თუ დიდ ცეცხლს მოგისჯიდნენ, ეს შემამსუბუქებელი ამბავი იყო;

12. ბრალდებულის ჯადოქრობას ასე ამოწმებდნენ: კლდიდან გადააგდებდნენ და თუ გაფრინდებოდა, ე.ი. მართლები იყვნენ და მსხვერპლი ჯადოქარი იყო. ხანდახან სიმძიმეს აბამდნენ და წყალში აგდებდნენ;

13. ადამიანს სითხით გაჯერებულ ქალამნებს აცმევდნენ და მერე ცეცხლზე აშრობდნენ. ცხადია, ქალამანი შრებოდა და ვიწტოვდებოდა;

14. ბორანზე ადამიანის მიბმა - ერთი ერთ მხარეს წავიდოდა, მეორე - მეორე მხარეს და ასე შუაზე იხლიჩებოდა ადამიანი;

15. კუბისებრი სკაფანდრი - შიგნით ჰქონდა წვეტები. ადამიანის აწვენდნენ შიგ. წვეტები ისე იყო განლაგებული, რომ მაქსიმალურად დიდხანს ეცოცხლა და ნელ-ნელა დაცლილიყო სისხლისაგან.


აი, სულ აქ ამოიწურება ჩემი ცოდნა. ვერ შეგპირდებით, მაგრამ ვეცდები, ამის შემდეგ თქვენი ნაზი სული მსგავსი პოსტებით აღარ ავაფორიაქო..


4 comments:

გურამი said...

ააააააააა! ვასასიიიიიიიი! ეს რა იყო კაცო?! ვაიმეეეე! ვაიმე რა საზიზღრობებიააა! ვაიმე რა სისასტიკეაა! რა საშინელებაა! და ხშირად უდანაშაულოსაც.. ან რა შუაშია. ღმერთო, მადლობა რომ შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობ. :პოპ: აი კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ადამიანს ყოველთვის უფრო უკეთესად შეეძლო მოეკლა, ვიდრე შეექმნა.

clown said...

მარაზმი და საშინელებაა :|
გამაჟრიალა :|

Alchemist said...

საინტერესო და პრაქტიკული პოსტია :|

maito said...

vaimeeeeeeeee :(((((

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger