Wednesday, March 24, 2010

Welcome!..

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთ მშვეენიერ დღეს, ხათოს (თქვენთვის პატაპუტინას) ბლოგი ვნახე, უფრო სწორად, წავიკითხე. რადგან მისი ბლოგის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, დაბადების დღეზე რომ აჩუქეს, თუმცა, დიდად არ დავინტერესებულვარ, პირიქით, ერთგვარი აგრესიითაც კი ვიყავი ბლოგების მიმართ განწყობილი.

თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ვნახე და სწორედ იქიდან დაიწყო.
ჩემი პირველი ბლოგის შექმნის მცდელობა სრული კრახით დასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ არაფრის აზრზე არ ვიყავი, დავრეგისტრირდი, მაგრამ დიზაინი ვერ შევარჩიე, მეგონა, მორჩა, მეტად ვერაფერს მოვუხერებ-მეთქი და შევეშვი. მერე ხათოს ვთხოვე დახმარება, მაგრამ ვერ დამეხმარა, რადგან თვითონაც ბევრი არაფერი იცოდა (არც ახლაა მეტისმეტად დაინტერესებული ბლოგით, ათასში ერთხელ თუ რაღაცას მიაპოსტავს).

მოკლედ, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ონლაინჟურნალისტიკის ლექციაზე დავარეგისტრირე ჩემი პირადი ბლოგი. კითხვა კითხვით, უმეტესად კი, ჩემი ხლაფორთით რაღაცა გამოვიდა.

პირველი პოსტი გახლდათ ეს. კარგა ხანია არ გადამიკითხავს, მაგრამ ბოლოს როცა გადავამოწმე, მივხვდი, რაოდენ შევიცვალე. თავიდან მეგონა, რომ რაც უფრო გაურკვევლად, აბდაუბდად და იდიოტურად დავწერდი, მით უფრო უკეთესი იყო, ნუ, ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა: შარშან ამ დროს ერთობ ადამინური ხანა ჩემს ცხოვრებაში, შესაბამისად, ჩემს ნაწერებსაც აღ(შ)ფრთოვანებული ემოცია გასდევს თან. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, მსგავსი პერიოდი რომ განმეორდეს, როგორ და რას დავწერდი ბლოგზე.
თავიდან, ჩემი ბლოგუნას მკითხველები ჯგუფელები გახლდნენ (თუნცა არავის გასჩენია სურვილი, რომ თავადაც შემოერთებოდა ბლოგერთა არმიას). რამდენიმე პოსტი მქონდა, რომელიც ჩემს ყოველდღიურობას ეხებოდა..

ვფიქრობ, ამის ბრალი იყო, რომ ჩემსა და ჩემს არავირტუალურ ნაცნობებსა და მეგობრებში ცოტა დამცინავი ატმოსფერო შეიქმნა. მაგალითად: დღეს ლუდი დავლიეთ, დეტალების გასაგებად, მიაკითხეთ ვასასის ბლოგს, ან: თუ რაღაც არ მომეწონა, რატომ ვეტყვი ვინმეს პირში, წავალ და ბლოგზე დავწერ...
ნუ, მოკლედ, აღარ ვაპირებ გაგრძელებას. თუმცა ფაქტია, რომ ეს ბლოგი ვიღაცების არც გასაკილად, არც დასაცინად არ გამიკეტებია.
ის, რომ შემეძლო, ბლოგი სხვა მხრივაც გამომეყენებინა, ზაფხულში მივხვდი. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს თავში დამარტყა, ის, რაც ვიცი, იქნებ სხივსთვისაც სასარგებლო გამოდგეს - მეთქი. ასე გაჩნდა პოსტები აცტეკებზე, ინკებზე, მაიას ტომზე, მუმიფიცირების დეტალებზე.. შემდეგ იყო რამდენიმე გამკილავი პოსტი სარკაზმით..კომენტარების რაოდენობითა და ვიზიტორთა რიცხვით მივხვდი, თუ რა უფრო დააინტერესებდა ხალხს ჩემს ბლოგზე. ჰოდა, მგონი, გამოვსწორდი..
ჰო, დროთა განმავლობაში, მუდმივი მკითხველებიც გამიჩნდა, მეც საკმაო რაოდენობის საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე და, მგონი, ჩემი საქმე წინ მიდის, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ ეს ბლოგი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ახლა ცოტა ტექნიკურ მხარესაც შევეხოთ: ახლა რომ მახსენდება, როგორი ვიყავი თავიდან, სირცხვილისგან სად წავიდე, არ ვიცი. ჩემი პირველი დიზაინი იყო ლურჯი (თვითონ რაც აქვს ბლოგპოსტს), პლუს ამას, ვწერდი ლურჯი ასოებით და თან ვამუქებდი. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა (საკუთარი პოსტების კითხვისგან თვალები დამიელამდა) და დიზაინი შევუცვალე. ჩემი ბლოგუნას ძველ მკითხველებს გემახსოვრებათ მომწვანო - ყავისფერი დიზაინი, რომელზეც თეთრად იწერებოდა. ნუ, ეს რა თქმა უნდა, სჯობდა პირველ ვარიანტს. თუმცა, ბოლოსდაბოლოს მივხვდი, რომ წამგებიანი იყო მუქ ფონზე თეთრით წერა და აჰა, დაახლოებით, ერთი თვის წინ ეს დიზაინი დავაყენე, რომელიც, არცთუ ცოტა ხანი ვეძებე. ახლა, ჩემს სამომავლო გეგმებში შედის, რომ ბლოგი ვორდპერსზე გადავიყვანო, შემდეგ კი გე დომენი ავიღო. თუმცა, როდის ვისექტანტებ ამას, ზუსტად არ ვიცი. ამის ახლა არც დრო მაქვს და არც ნერვები.

ჰო, ჩემო პატივცემულო მკითხველებო, ბლოგერებო, თუ აქ შეთხვევით მოხვედრილებო, ჩემი ბლოგუნა დღეს 1 წლის გახდა.. :)

7 comments:

tammo said...

ხეფი ბიორსდეი ტუ იუ კი არადა......


გაზრდას და განვითარებას, ასევე ნაკლებ პრობლემებს და მეტად მხიარულ პოსტებს გისურვებ:)))

გურამი said...

შენი პირველი პოსტი აშკარად ხათოს ზეგავლენის ქვეშაა: მოკლე ფრაზები და სულ სხვადასხვა ხაზზე. :)

unaamarga said...

Happy birthday! შენი და ჩემი ბლოგი დაახლოებით ტოლები ყოფილან! ;)

clown said...

გილოცავთ ^^

პერწკლი said...

გაგეცინება და შენი ბლოგი ჩემთან შავ ფონზე ბაცი ნაცრისფერი ნაწერებით ჩანს, მერე მე მაუსით ვნიშნავ და ისე ვკითხუყლობ :ერთგულიმკითხველი: :D
პ.ს. გილოც,გილოც :bis:

ნან said...

გილოცავთ!

კარგი ბლოგი გაქვს ძალიან, სულ მიხარია შენთან შემოსვლა :))

vasasi said...

დიდი მადლობა მოლოცვისათვის..

მეორე წრეზე წავედით უკვე, მე და ჩემი ბლოგუნა.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger