Thursday, April 1, 2010

ჩემი ფუმფულ(ები)ა


არაფერი ისეთი.

უბრალოდ, დღეს ინგლისურზე რომ ვიყავი, ნინოს ფანჯარაზე თეთრი ჭიქა დავინახე. ჩვეულებრივი ჭიქა იყო, უბრალოდ, ზედ "The Beatles"-ის ფოტო ეხატა. 

ვკითხე, ჩამოგიტანეს-მეთქი? და არაო. ჩემმა მეგობარმა მაჩუქა დაბადების დღეზე, აქ აკეთებენ, რუსთაველზეო.

ჭკუაში დამიჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაის აღარ ვსვამ (რა თქმა უნდა, არც ყავას), მაგრამ..

ორი კვირის წინ ვაგზალზე ლენონები ვნახე, მაგრამ პატარები იყო. გუშინწინ კი აღმაშენებელზე ვნახე ერთ მაღაზიაში ნორმალური ლენონები, მაგრამ გამყიდველი არ იყო. ბევრი ვიწვალე, მაგრამ ფასი ვერ დავინახე. ან 145 ეწერა, ან 45. 

ჰოდა, მინდა მაგ სათვალის ყიდვაც. მერე რა, რომ არ მომიხდება და არ ვატარებ. ხომ მექნება?..

ახლა ჩამოვედი გორში, ფორუმზე, "ბითლზის" თემაში, რამდენიმე ლაივი იდო. რომ ვუყურებდი,  ისე მომინდა პოლის კონცერტზე..

ისე, ისე, რომ ახლა ტირილი მინდა... 

მანამდე კი, სკაიპში ყველა ჩემს მწვანედ ანთებულ მეგობარს ჩამოვუარე და შევითანხმე, პოლი რომ ჩამოვა თბილისში და თუ არ მექნება ბილეთის ფული, მასესხებენ.. :)
თბილისში რა, სტამბოლში მაინც ჩამოვიდეს, მაგრამ წლევანდელი წელიც გაწერილი აქვს: 2010 ამერიკულ ტურნეს ეთმობა.

იუთუბიზე რომ ვეძებდი, ჯონის ვიდეოებიც ვიპოვე. მისი ბოლო ინტერვიუ და ინტერვიუ იმ ნაბიჭვარ ჩეპმენთან.. 

ნახეთ წინა კვირას "ჟურნალისტის დღიური?" ცხოვრებაში იშვიათად მშურს, მაგრამ იმ ჟურნალისტის (თუ არ ვცდები, გიორგი ჯანელიძე) ძალიან შემშურდა. "The Beatles" კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მინდა ლონდონში ჩასვლა. 

სხვათაშორის, ამ სიუჟეტიდან გავიგე, რომ "Abbey Road"-ის სტუდია იყიდება. გავოგნდი. ეს როგორ შეიძლება, ეს მართლა წმინდა ადგილია, რომლისთვისაც ხელის ხლება არ შეიძლება!

ნეტავ, თუ არის გადარჩენის შანსები?..

ვზივარ ახლა, ვუსმენ პოლის, ჯონის და "The Beatles"-ის სიმღერებს და ხერხემალი ისე მიცახცახებს, როგორც არასდროს.


10 comments:

როდრიგო said...

ბიტლზის ხსენებისას მხოლოდ წივანა გოგოები მახსენდება:DD

Nataly said...

ბიტლები და ლენონი მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულია.. მე მაქვს ლენონები.. ჩემმა დამ მიყიდა ლივერპულში.. ცოტა უხარისხოა მაგრამ მაინც მომწონს და მიყვარს.. :) <3

Da-v-iD said...

Abbey Road-ის ყიდვის იდეა უნდა მივაწვინოთ მიშას. მაგას ასეთი რაღაცეები ევასება. მართალია მერე მაქ პატრინოტის სიმღერებს ჩაწერენ. მაგრამ სტუდია ჩვენი იქნება...
არა არაააა... სხვამ იყიდოს ისევ... ცოდოა

Agasfer said...

ჰამ..
ბოტლომანია ჩემი ოჯახის ტრადიციაა
ბიძა მყავს მხატვარი და თითოეული იმდენჯერ ჰყავს დახატული, მგონი მაგდენი ფოტო არ არსებობს ;დ
მარა არც ერთი აღარ აქვს სახლსი, ყველა გააჩუქა.
ხატვას კი თავი დაანება
მაშ

clown said...

ბითლზებიიი <3

utvino said...

რაღაც უნდა დამეწერა, მაგრამ აი ხერხემალი მიცახცახებსო ისე საყვარლად წერ, დამავიწყდა რას ვფიქრობდი

utvino said...

ააა ხოო, გამახსენდა
სტამბულში ჩამოდის აგერ ანათემა და ვერ მივდივარ :(

ilmfb said...

miyvaars : X

Anonymous said...

ეგ იმიტომ რომ thebeatles.ge - ს არ კითხულობ :D

კაი ხანია მიდის საუბარი ებიროუდის გაყიდვაზე მარა მეგონი არ მოხდება ეგ ამბავი.

აი ბილეთის ყიდვის შეპირების იდეა ძალიან მომეწონა :D ჭკვიანურია რადგან ყველა ფიქრობს რომ მაკარტნი არ ჩამოვა და ადვილად შეიპირებ და ვაი და ჩამოვიდეს?

vasasi said...

ისეთი ნაღდი მსესხებელი მყავს, რომელსაც პოლისა და ბითლზის მუსიკა დიდად არ იზიდავს, სამაგიეროდ, უყვარს, როცა ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებს..

ასე რომ, არ მეშინია მაგ მხრივ.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger