Saturday, April 3, 2010

აღდგომა



მგონი, წლევანდელი აღდგომა ყველაზე ადრე დგება 4 აპრილს.

ყველაზე გვიან კი 5 მაისს.

აღდგომას ყოველთვის საზეიმო განწყობა მაქვს. ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს. ლიტანიობაზეც ყოველთვის დავდივარ (რიგი პრობლემების მიუხედავად, დღესაც ვაპირებ წასვლას).

ვიცი, ამ დღეებში რა პოსტებიც დაიწერება, მაგრამ მეც ერთ-ერთი მათგანი რომ არ ვყოფილიყავი, არ შემეძლო. ახლა ჭონაზე ჩამოიარეს ბავშვებმა და გამახსენდა, ჩემი ძმა და აჩიკო როგორ დადიოდნენ ჭონაზე, მერე კვერცხებს ინაწილებდნენ და მახსოვს, რა ბედნიერი სახით მოჰქონდა დათოს კვერცხები.. :)

გუშინ საღამოს, ერთმა ფორუმელმა ფეისბუქზე თავისი გამომცხვარი პასკების ფოტოები დააწყო. რა თქმა უნდა, შევვარდი და ნეტა არ შევსულიყავი, ეგრევე კულინარიის ალბომში მოვხვდი, სადაც ძალიან მაგრად გაფორმებული სხვადასხვა საჭმელის სურათები ეწყო..
ერთი, ხაჭოიანი პასკა ძალიან მომეწონა.

დღეს მომწერა რეცეპტი, მაგრამ ვერ გავაკეთე. დედას არ ეცალა, მე კიდევ რეტდასხმული და ხერხემალაცახცახებული ვწერდი დიპლომს.

თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ დედას რამდენიმე კვირით ადრე შევთანხმებოდი, ნატალიას მიერ გამომცხვარი და შემდეგ რეცეპტგამოთხოვილი ნამცხვარი გაეკეთებინა ჩემთვის. ჰოდა, დღეს ფეისბუქის პერსონალური მესენჯერიდან ამოვწერე რეცეპტი და მე ისევ სადიპლომოს მივუჯექი.

იცით რა გამომრჩა?
რომ ფქვილი მარტო სამი ჭიქა კი არა, იმდენი უნდა, რამდენიც დაჭირდება. დედასაც ყურადღება არ მიუქცევია, ჰხოდა, პირველი ფირფიტა თხელი გამოვიდა, თან, თხელი რომ იყო, ცომი ერთ მხარეს გადავიდა და სანამ ის გამოცხვა, მეორე ნახევარი დაიწვა..

მეორე ფირფიტა კი გამოვიდა კარგი, მაგრამ ნახევარი ნამცხვარი გამოგვივიდა.. :D
დღეს ვერა, ხვალ გავსინჯავ და გავიგებ, როგორია ის ნამცხვარი, ასე მადისაღმძვრელად რომ გამოიყურებოდა ნატალიას ფეისბუქის კედლის ფოტოებში. :ღორმუცელა:

ფოტოს დავდებდი, მაგრამ აპარატი თბილისში დამრჩა (რაღა მომქონდა, ეგეც საკითხავია)..

სხვა რა გითხრათ?.

ისევ წავიწუწუნებ ჩემს დიპლომზე (სანამ არ დავიცავ, პოსტების ბოლოს აუცილებლად გაგიზიარებთ წერის პროცესს). გუშინ ხომ ავკრიფე ის, რაც ხელით დავწერე და მეგონა, თუ 20 არა, 18 გვერდი მაინც იქნებოდა, მაგრამ სულ 11 გამომივიდა.

ხერხემლის ცახცახით დავიძინე და დილით დაფეთებული ვეცი წიგნს. მერე მოვტვინე, კომპს მივუჯექი და გუგლში დავსერჩე. ერთი ძალიან საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე, რომელიც სოციალურ მედიას ეძღვნება და თუ დამთავრება მეღირსა, ავტორს მადლობასაც გადავუხდი.. http://digitalcows.net/

გარდა ამისა, სხვა უამრავი მასალაც ვიპოვე (შესავალი გავადიდე)..

მოკლედ, დღეს 16 გვერდი გავავსე, ხვალაც ვაპირებ გაგრძელებას, 25 გვერდამდე რომ ავიდე, ერთი კვირა ხელს აღარ მოვკიდებ..

ახლა ერთი სული მაქვს, როდის გახდება 11 საათი, ეკლესიაში რომ წავიდე. დღეს რაღაც, გვიან იწყება ღამისთევა. ადრე სულ 11-ზე იწყებოდა, გუშინ გამოუცხადებიათ, რომ 12-ზე დაიწყებაო. გული მწყდება, რომ ვერ ვეზიარები, მაგრამ აღდგომის გალობის მოსმენა ერთ რამედ ღირს..

ძალიან მაგარია!..

ჰხო, აქვე მოგილოცავთ,ქრისტე აღსდგა!...


10 comments:

clown said...

ჭეშმარიტად ^^

სიყვარულოვნა said...

ყველაზე ყველაზე ძალიან მიყვარს ეს დღე. ვგიჟდები ლიტანიობაზე.

ღმერთი იყოს შენი შემწე =))

Zurriuss said...

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად!
რომ იცოდე, როგორ გულისფანცქალით ველოდი ზეციური ცეცხლის გარდამოსვას. მეც გამიკვირდა :))

ნასტასია said...

ჩემი დღესასწაულია აღდგომა :)

გილოცავ, გეწეოდეს :*

როდრიგო said...

ჭეშმარიტად აღდგა!

Natalia said...

ჭეშმარიტად აღსდგა! აქაც გილოცავ :)

იმედია, ნამცხვარი გემრიელი გამოვიდა. გაგიკვირდება და, პირველი ფირფიტა ჩემიც ყოველთვის დაბალი გამოდის, მეორე კი - ფუმფულა. მე და დედამ ვერაფრით დავადგინეთ მიზეზი, საბოლოოდ ვიფიქრეთ რომ სანამ პირველი ცხვება, მეორე ფუვდება ამ დროში :D

Sophie Golden said...

გილოცავ! გილოცავ! გილოცავ!!!

წელს მართლა ძალიან ადრეა აღდგომა, ზუსტად პესახს დაემთხვა, მგონი პირველად ხდება ასეთი რამე.

გურამი said...

ვა.. ფაქტიურად გნახე ეგრე გამოდის, იმიტომ რომ მაგ დროს მეც იქ ვიყავი. :)

Tomushka said...

mivvars ardgoma :)
ai paskebze kiiiii, guli mimdis suli mexuteba :)

vakeeb axla :)

vasasi said...

გურამჩიკ, მერე სადმე მოგეწერა, რომ მოდიოდი ჩემს გიმნაზიაში და გნახავდი სადმე..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger