Wednesday, April 7, 2010

პოსტი ციკლიდან ვასასი და დევიდ მილიბენდი

რა საყვარლად ჭამს ნაყინს.. 

კი არა, ჩემი ბლოგის მუდმივმა მკითხველებმა იცით ჩემი მილიბენდისადმი პლატონური ტრფობისა თუ ფანობის ამბავი. მის შესახებ ამ ბლოგზე არაერთი პოსტი დაწერილა: შეყვარებული ვარ, ყველაზე სიმპათიური დევიდ მილიბენდი, ვასასის ტოპ ათეული. ამ ღირსშესანიშნავ პოსტებს კიდევ ერთი შეემატება და მიზეზს ახლავე მოგახსენებთ.

თქვენ ფიქრობთ, რომ რადგან დევიდზე ხშირად არ ვწერ, მე ის დავივიწყე?.

არა, მეგობრებო!.

და ამის შესანიშნავი დასტური ჩემი დღევანედლი საქციელი (თუ ძიებაა). 

მოკლედ, გაქანებული დიპლომის წერის პროცესში (სხვათაშორის, 20 გვერდამდე ავედი, მომილოცეთ!), როდესაც ფეისბუქის სათავეებს ვქექავდი, თავში დამკრა, რომ მილიბენდს შეიძლება კი არა, აუცილებლად ექნებოდა ფაცე. 

ჰხოდა, დავსერჩე. დავსერჩე და აღმოვაჩინე მისი ფან-პეიჯი და თვით ის!..

თუმცა, სანამ თვით მასზე გადავიდოდე, ფან-პეიჯში დევიდის პერსონალური გვერდი აღმოვაჩინე, მისი თვალიერებისას კი, არც მეტი, არც ნაკლები, მილიბენდის ბლოგუნა!.. 

ჰხოდა, ხერხემალაცახცახებულმა, ჩემი ნახევარი ინგლისურით გადავიკითხე. სულ რამდენიმე პოსტია და, მართალია, რაღაც საარჩევნო კამპანიისადმია მიძღვნილი, მაგრამ მე სრულიად კმაყოფილი ვარ, რომ აღმოვაჩინე. კმაყოფილი კი არა, ბედნიერი!..

უნდა მხედავდეთ ახლა რა გაბადრული ვწერ ამ პოსტს, რომ იგრძნოთ ჩემი ბედნიერება.. :D

ამ ბლოგზე ვიპოვე მისი ტვიტერი და თვალდახუჭული ავედევნე.. 

რაც შეეხება მის პროფილს ფეისბუქზე..
აბსოლუტურად ყველაფერი დაკეტილი აქვს, 184 მეგობარი ჰყავს და შანსი იმისა, რომ დამიმეგობტოს, 100-დან არის 0,1. თუმცა მე ჯიუტად მაქვს იმედი და პასუხს გულისფანცქალით ველი..

აუ, რა მაგარი იქნება, მილიბენდმა რომ დამიმატოს, მთელი დღეა, დიპლომის სამი გვერდი ამ ოცნებაში დავწერე. 

ჰოდა, ნეტა იცოდეთ, როგორ მიცახცახებს ხერხემალი და ამ წუთას ვხვდები, რომ ჩემი ფუმფულა და საყვარელი (ჩემი რა, ბრიტანელების) საგარეო საქმეთა მინისტრი ისე მიყვარს, როგორც არასდროს..   


7 comments:

gabo said...

ისე ვაშაძეს რას უწუნებ ნაკლები ბიჭია :) შესანიშნავი გადაწკეპილი ულვაშები აქვს :) თვითერზე მეც ავედევნე მილიბენდს

clown said...

დაედატუროს მეგობრობა ^_^

ხოდა სადიპლომო თემაზე კიიდე ბევრი გვერდები მოგმატებოდეს ^^

წარმატებებიი <3

ჰექსე said...

ვაიმე გილოცავ! :))))
სიმართლე გითხრა პირველად მესმის ამ ადამიანის შესახებ
ისიც ახლა გავიგე რომ თურმე ბრიტანეთის საგარეოი საქმეთა მინისტრი ყოფილა
თუმცა ძალიან გამიხარდა რომ დაგიმატა
კარგია როცა სურვილი ან გნებავთ ოცნაბც კი უსრულდება ადამიანს :)

ჰო და ისიც ძალიან გამიხარდა რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბლოგერია
მერე რა რომ სულ სამი პოსტით

A_I said...

ამხელა ფანი თუ იყავი მილიბენდის, ბლოგის შესახებ როგორ არ იცოდი :D ერთი კიდევ უწყების საიტზე აქვს ბლოგი

http://blogs.fco.gov.uk/roller/miliband/ აი ეს.

საერთოდ ბრიტანეთის მთავრობა რულავს სოც. მედიაში. ბრაუნს პოდკასტი აქვს და რავიცი...

Kate said...

ვახ.
საერთოდ არ მომწონს ეს დევიდი.
არადა ბევრს ევასება.

vasasi said...

A_I: კი, აღმოვაჩინე ორი დღის წინ მის ტვიტერზე, ლინკებს აგდებს ხოლმე.. :)



Kate: ვინ ბევრს მოსწონს?. არ მაეჭვიანო ახლა.. :ცოცხი:

Kate said...

:D :D :D :D
არის 1-2.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger