Monday, April 12, 2010

წინანდალი თუ ადანდალი?

კი არა, ვიფიქრე, პოსტს არ დავწერ ჩვენს სექტანტობაზე-მეთქი, მაგრამ გაბოს პოსტი რომ ვნახე, მომინდა.

დავიწყებ იქიდან, რომ წინა საღამოს უეჭველად წამომსვლელი 2356695 კაციდან 5 ბლოგერი შევიკრიბეთ. აქედან ზოგმა თავისი კუდი წამოიყვანა, მთელი ოთხი კაცი კი ხათოს კისერზეა.. :)

ფოტოებს დავდებ უბრალოდ, თორემ მერე ზურიუსი რომ მნახავს, მეტყვის, დიდ პოსტებს წერო (არადა...)

1. დალისთან ერთი სურათი როგორ არ უნდა გქონდეს გადაღებული კაცს კი არა, იმდენი ვიპოზიორეთ, კინაღამ დაგვავიწყდა, რა საქმეზე მოვედით.

2. ქალაქგარეთ გამომსვლელთა.. უფრო სწორად, დალის ნახვის სურვილით შეპყრობილი ადამიანების რაოდენობა იმდენად დიდი გახლდათ, რომ კარგა ხანს რიგში მოგვიწია დგომა, თუმცა, გასართობი მაინც მოვნახეთ: ზურიუსი და კნუტი:
3. გოჩა:
4. აბესალომი, ეთერი და მურვანი (თუ მურვანის შემაცდენელი ეშმაკი, თუ ტატო, ეკატერინე და ლევან დადიანი, თუ... )
5. ვარიაცია თემაზე XXI საუკუნის დები იშხნელები (ერთ-ერთი ექსკურსანტის მოსახვევი გაგვწვდა):
6. ეეეს ისე.. არაფერი..7. ფაშა და მისი ერთ-ერთი ცოლი:
8. და ბოლოს: აღნიშნული მინისპექტაკლ-ფოტოსესიის სულისჩამდგმელი და რეჟისორი, თვით დიდი ზურიუსი შემოქმედებითი წვის პროცესში:
სხვათაშორის, ვიდეოპოსტიც ჩავწერეთ, რომელიც ზურას ბლოგზე უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში.

რაც შეეხება ადანდალის კი არა, წინანდალის კი არა, სალვადორ დალის..
თითქმის ყვეაფერი მომეწონა, განსაკუთრებით ეს ნახატი:
სკულპტურები ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით ეს, რომელსაც ყველამ მიაპყრო ცხვირი თუ ყური, მათ შორის, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი (კი არ ჩანს სკულპტურა, მაგრამ მაინც):
მოკლედ, მშვენიერი დრო გავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ უკან საშინელი გზით დავბრუნდით და ის იყო, მოთმინების ფიალა ამევსო, რომ ტრასაც გამოჩნდა და პირდაპირ ლილოში ამოვყავით თავი.

ასე იყო წინანდალ-დანდალ-სალვადორობა.
და ბოლოს ფოტო განწყობისათვის.. :)

14 comments:

კნუტი said...

კნუტი დომინირებს ფოტოებზე :))
ბლოგერთ გასეირნება წინანდალში დალის სანახავად, ადანდლური გამოდგა :))

გაბო said...

კარგი სექტანტობა იყო ვისიამოვნე ხო და არც 2270765 კაცს ველოდი მგონი საკმარისი რაოდენობით ვიყავით ნამდვილად არ მინდოდა რია რია ყოფილიყო ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ და მიხარია რომ გავიცანი. ხო დალიზე ხომ ზედმეტია რამის თქმა გენიაა განსაკუთრებით სკულპტურები და ნიუ იორკის პეიზაჟი მომეწონა

vasasi said...

მე და ხათოც მაგას ვამბობდით, ბევრი ბარდაგი იქნებოდა..

მშვენიერი იყო მართლა..
;)

ნან said...

რა კარგია

მომინდა თქვენთან, ბავშვებთან :))

ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ წასვლას, ალბათ იქეთ კვირას შევძლებ.

Zurriuss said...

უჰჰ, რა კარგი იყო...
და კიდევ რამდენი რამ მაიმუნურის გაკეთება შეიძლებოდა...
აწი ხელი შემიწყვეთ და თქვენ შემოგევლოთ ჩემი დარჩენილი 100 წელი :))

siyvarulovna said...

მშვენივრად გაგიტარებიათ დრო. და სულაც არ წერ დიდ პოსტებს :P ყოველშემთხვევაში ადვილად იკითხება და რავიცი.
ისე ”სპექტაკლის” ვიდეო ვარიანტიც არაჩვეულებრივი იქნებოდა :P

vasasi said...

siyvarulovna: ოო, აი მაგდენი ვეღარ მოვიფიქრეთ..

ვიდეოპოსტიც მოგვიანებით მოგვაფიქრდა.. :)

ლელა გულიშვილი said...

სიამოვნებით შემოგიერთდებოდით:)

kate_alukard said...

ისა თამ გეხვერწები ფოწოები მიდეპეშე რა სკაიპშიიი :))))
აუ კიდე მინდა :(:(:( უცნაურელები აპირებენ წასვლას ახლა და ვშიშობ რომ კიდევ წავყვები :D

სიყვარულოვნა said...

მარა საყვარლეი გამოვიდა ის ვიდეო პოსტიც =))

როდრიგო said...

ერთი ამათ შეხედეთ რა დღეში არიან :DD კარგები ხართ, კარგებიიიიი!!

Lalena said...

სასწაული ფოტოები გადაგიღიათ :))) იმედია ეს მცირეოდენია და კომპიუტერები უფრო მეტს ინახავენ :)))

clown said...

მაგარია :შ

^_^

Alexander said...

magariaa

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger