Thursday, April 15, 2010

ქართველური პოსტი



ფოტო არ შეიმჩნიოთ, რაც არქივში მომხვდა ეგრევე დავაგდე.

მგონი, ეს ყველაზე დიდი ინტერვალია, რაც ბლოგზე გამიკეთებია. რაღაც, არ მეწერინება, თუმცა, მშვენიერი თემები მაქვს მოფიქრებული (აი, რატომ დავარქვი პოსტს ქართველური პოსტი).

ხვალ iTV კონფერენციაზე მინდოდა წასვლა, მაგრამ მოსაწვევებია საჭიროო. მე კი გავიარე რეგისტრაცია, მაგრამ მაილზე მოსაწვევი არ მომსვლია, მის გარეშე კი არავის უშვებენ.

დავრჩი გაღიმებული.

ეს დღეებია, დიპლომს ვწერ გაქანებული (თვის ბოლოს მინდა, რომ დაწერილი მქონდეს უკვე). ძალიან ბევრი მასალა ამოვქექე სოციალურ მედიაზე. თან მეც ვსწავლობ, რაღაცებს ვიგებ და ამ პროცესში მივხვდი, რომ ძალიან მაინტერესებს სამოქალაქო მედია.

არ ვიცი, ეს ბლოგი რამდენად გადაიქცევა არაპირად ბლოგად (ამას არც ვგეგმავ), თუმცა, განვითარებას ნამდვილად ვაპირებ. 

სამსახურზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ. მინდა, რომ სადმე დავიწყო (ჩემი პროფესიით). ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზედმეტი ვარ ყველგან (აქაც და გორშიც) და რაღაცების კიდეც მრცხვენია. მინდა, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრა, თუმცა როგორ, ეს არ ვიცი.

ჰო, რაღაცებით ნამდვილად ვარ იმედგაცრუებული. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ტყუილს სიმართლე ბევრად სჯობს, საკუთარი რეპუტაციისათვის არც ფუჭი იმედების დარიგებაა კარგი. 

ჰო, მართლა..

ნიკოზე მინდა რამდენიმე სიტყვის დაწერა, გომელაურზე.

ძალიან დამწყდა გული, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. მაგრამ არ მინდა, რომ გააფეტიშონ. გააფეტიშონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემსავით დილეტანტები არიან მისი შემოქმედების კუთხით. ამისი ნიშნები ჯერ კიდევ, ორი დღის წინ დავინახე და არ მესიამოვნა: ყველას სტატუსზე ნიკო გომელაური,  ყველა მის ლექსებს იძახის და ა.შ.

ვფიქრობ, ეს არ არის არც ჯანსაღი დამოკიდებულება და არც პატივისცემის გამოხატვა მის მიმართ. ჩემი აზრით, მსგავსი ფაქტები ნიკო გომელაურს მხოლოდ შეურაცხყოფს. მეტი არაფერი. 

აი, ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა (საინტერესო არც არაფერი მითქვამს).

დავამთავრებ დიპლომს და მერე მოვხედავ აქაურობას, ბევრი საინტერესო აზრი, იდეა, მოგონება და მსგავსი რაღაცები მაქვს თქვენთვის.

გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩემს ნაბოდვარს. :)


5 comments:

Da-v-iD said...

1000% გეთანხმები ნიკოსთან დაკავშირებით. ახლა ის ყველას შეუყვარდება სიგიჟემდე.

დიპლომი... ეჰ.... ბუნდოვნად მახსოვს :)

clown said...

ნიკო გომელაურთან დაკავშირებით თითქოს გეთანხმები :შ

მაგრამ ყოველთვის ეგრეა, როცა ადამიანი კვდება მაშინ უფრო ადიდებენ ვიდრე სიცოცხლეში, ხოდა რატომღაც არ გამკვირვებია :))

როდრიგო said...

ირაკლი ჩარკვიანზეც ასე არ მოხდა?... სულ ესე იციან...

Lalena said...

პირიქით მადლობა შენ, რომ ასე საინტერესოდ ”ბოდავ” :)))

სიყვარულოვნა said...

დასაქმება ყველას პრობლემაა =)) მარა მტავარია მონდომება და ყველაფერი მაგრად იქნება :)
რაც შეეხება გომელაურს ძალიან მიყვარდა მაგრამ ყველგან მისი ფოტო მაღიზიანებს!!! ჯექსონის სურათები ნიკოს სურათებმა შეცვალა და იქნება იქამდე სანამ ვინმე არ მოკვდება.
რა უცნაური სენი გვჭირს რა ისე. სანამ ჯანმრთელი იყო ეს კაცი მისი არსებობა არავინ იცოდა და სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა და ყველა მისი ლექსი ბევრმა ზეპირად იციც

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger