Saturday, April 17, 2010

დაგვიანებული მილოცვა ერს


დღესასწაულების სიყვარულში მსოფლიო რეკორდი რომ არსებობდეს, ქართველები პირველ ადგილს აიღებდნენ. ჩვენ ორჯერ აღვნიშნავთ ახალ წელს, შობას, სიყვარულის დღეს, ლამის აღდგომას, წელს კი პრეზიდენტმა გამოგვიცხადა, რომ ყოველ ბაირამობას დავისვენებთ (იეს!).

ყველა დანარჩენ დღესასწაულს თავს დავანებებ და სიყვარულის დღეზე გავამახვილებ ყურადღებას. საქმე იმაშია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მარტიდან თბილისის ქუჩებში გაკრული მხვდება პლაკატები, სადაც მსუქანი გოგო და ბიჭი არიან გამოსახულები და 15 აპრილს შეყვარებულებსა თუ არაშეყვარებულებს ხან მუშტაიდის, ხან ალქსანდრეს ბაღში, ხან კი იპოდრომზე, ზოოპარკსა თუ ნარიყალაზე იწვევენ.

15 აპრილი, რომელსაც ასე ზარ-ზეიმით აღვნიშნავთ, ბესო ჩუბინიძის დამკვიდრებულია ("ვარსკვლავების" რედაქტორი თუ იცით). ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ადამიანი დიდ არაფერს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ქართველ ერს გამოუცხადა, ამიერიდან ერთმანეთი 15 აპრილს უნდა გიყვარდეთო და ჩვენც დავუჯერეთ. ბესოსთვის 15 აპრილი შეიძლება მართლა დღესასწაულია, რადგან ამ დღეს მისმა სიდედრიკომ სამყაროს მისი საყვარელი ცოლი მოავლინა, მაგრამ მთელს ერს ეს ფაქტი რატომ უხარია, არ მესმის. იმ დღეს ინგლისურზე მივდიოდი და ქუჩები ყვავილებით და ყვავილებში ჩაფლული ახალგაზრდა წყვილებით იყო მოფენილი. ცოტა არ იყოს, სიმწრით ჩამეცინა.

რა დასამალია და, არც წელს მოვკლებივარ მესიჯებსა თუ სკაიპში დაბომბვებს ამ დღის მოლოცვის შემცველი ტექსტებით მიუხედავად იმისა, რომ ბესო ჩუბინიძის ცოლს საერთოდ არ ვიცნობ და, შესაბამისად, არც მისი დაბადების დღის მოლოცვა მსიამოვნებს. თუ ასე მიდგა საქმე, ჩემთვის 19 მარტი და 18 ივნისი (ორ დღეს მაინც არ ავცდი, ქართულ გენში მაქვს) უფრო წმინდა და მოსალოცია.

ვიცი, ჩემს პროვოკაციაზე წამოგებული რამდენიმე ადამიანი მაინც გამოხტება, ამიტომ იმათ მივულოცავ ბესო ჩუბინიძის ცოლის დაბადების დღეს და ბოდიშს მოვუხდი დაგვიანებისათვის.

P.S. პოსტს დაგვიანებით ვწერ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დამავიწყდა და ახლა გამახსენდა.


8 comments:

clown said...

არ ავღნიშნავ ასეთ ტრაკობებს :X

Nataly said...

არანაირ სიყვარულის დღეს არ აღვნიშნავ..

Agasfer said...

მე როგორც ვიცი, მისი ცოლის კი არა, თვით ბესარიონის დაბადების დღეა..
:როლლეყეს:

tammo said...

უჰუ, ძაან მაგარი პოსტია :ლოლ: ისე ეკლესიურად სიყვარულის დღე 16 ივლისია როგორც მახსოვს ასე რომ ესეც მესამე, ხოდა ისიც არ უნდა მეშლებოდეს, რომ სამეგრელოში აღნიშნავენ აღდგომის სწორს და ქალების აღდგომას უწოდებენ, ყველა გაგებით მარაზმია ეს ყველაფერი, მაგრამ ზუსტად საიდან მოდის არ მახსოვს (მხოლოდ მეგრელი მეგობრისგან გამიგია), ასე რომ ესეც შენ მეორე აღდგომა :დ

სიყვარულოვნა said...

არ ამიღნიშნავს არც თებერვლის და არც აპრილის სიყვარულის დღე. შეილება იმიტომ, რომ შეყვარებული არ ვარ.
მაგრამ, შეყვარებული, რომ ვიქნები ყოველი დღე ჩემთვის სიყვარულის დღე იქნება და რომელიმე კონკრეტულ დღეს ის უფრო მეტად არ შემიყვარდება (ცოტა ბანალურად ჟღერს მაგრამ ასე ვფიქრობ)
რაც შეეხება ბაირამობას აი რო მომკლა მაგ დღეს არ დავისვენებ. ჩემთვის მიუღებელია ჩემს,ქრისტიანულ სახელმწიფოში წარმართი ერის დღესასწაული ავღნიშნო!!

Sophie Golden said...

ლოლ
@სიყვარულოვნა, ისლამი წარმართული რელიგია არ არის, სხვათა შორის ;) ასე, ქრისტიანობა კერპთაყვანისმცემლურია.

მიშამ კიდევ იცის თავისი საქმე ამ "სფეროში." რაც უფრო მეტი დღესასწაული იქნება, მით უკეთესი - ვიხალისებთ და ვიქნებით =)) მთავარია, ადამიანი როგორ უყურებს ცხოვრებას, ასე ყველაფერი შეიძლება სისულელედ ჩათვალო და საკუთარი დაბადების დღეც გძულდეს.

სიყვარულოვნა said...

სოფიე გოლდენ

” რაც უფრო მეტი დღესასწაული იქნება, მით უკეთესი - ვიხალისებთ და ვიქნებით =)) ”
აბა რაა ჩვენ ხო სულ გართობაზე ვფიქრობთ.
და როგორი წარმართულიც არ უნდა იყოს ისლამი და რაც არ არის არ მაინტერესებს მე ქრისტიანი ვარ და არ ვიზეიმებ ამ უაზრობებს

vasasi said...

siyvarulovna: სოფიმ მართალი გითხრა, ისლამი წარმართული არ არის. და საერთოდ, წარმართული არც ერთი რელიგია არაა, რადგან ყველა ერთ ღმერთს ვემსახურებით, უბრალოდ, სხვადასხვა სახელებს ვარქმევთ.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger