Monday, April 19, 2010

მიეცით


...მათ ხმა.

საქართველოში ხარისხიანი რეკლამის კეთება ისევე არ იციან, როგორც სხვა დანარჩენი, იმიჯისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტების.

ეს აზრი მით უფრო განმიმტკიცდა, რაც თვითმმართველობის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების მომზადბული კლიპები ვნახე: ახლა დაატრიალა ”პირველმა”:

1. ”ეროვნული საბჭოს” საარჩევნო რეკლამა. რეკლამა ძველი ეროვნული საბჭოს ქება-დიდებითა და მეტანიებით იწყება და მთავრდება, მის ბოლოს კი, ნოღა, ძიძიგური და კობა ერთად ჩნდებიან საქართველოს დროშის ქვეშ. მე ხმის უფლება არ მაქვს, მაგრამ სადაც ნოღაიდელი გამოჩნდება, იმ პარტიას რომ ხმას არ მივცემ, ორი აზრი არ არსებობს და, ვფიქრობ, მსგავსი განწყობაა მოსახლეობის უმეტეს ნაწილში. ნოღა მაინც დაემალათ, რამე რომ ყოფილიყო, კობასა და ზვიადს კიდევ აიტანს ადამიანი;

2. რა თქმა უნდა, ღვთაებრივი კლიპი აქვთ ”ქრისტიან-დემოკრატებს”. უფრო მეტიც!. ოლიმპიური. სადაც ზევსის როლს გიორგი თარგამაძე, ჰერასას - ინგა გრიგოლია, წვრილ წვრილი ღმერთებისას კი დანარჩენები თამაშობენ.  კლიპმა ჩემი ჯგუფელის ”ოქროვანქმნილნი” გამახსენა, რომელიც ამ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას ეხებოდა (აქვე მინდა გითხრათ, რომ თვალყური ადევნეთ ზაზა გაბუნიას, ტიპი მიზანმიმართული დემაგოგია და, ეჭვი მაქვს, შემდეგი მოწვევის პარლამენტში კენჭსაც იყრის). მათი მთავარი მესიჯია:
გაზი 10 თეთრი:
დენი 5 თეთრი;
წყალი უფასო. 

წყალი გასაგებია (თუმცა, მთლად ბოლომდე ვერ), მაგრამ გაზი და დენის თვითღირებულება 30 და 9 თეთრია. სამი ვარიანტი მაქვს: 
 ა) ხალხს ან უნიჭოდ ატყუებენ;
 ბ) ”ქრისტიან-დემოკრატების” ზევსი თავისი ჯიბიდან გადაიხდის დანარჩენ საფასურს;
გ) ”ქრისტიან-დემოკრატებმა” საქართველოში გაზის უზარმაზარი საბადო აღმოაჩინეს და ჯერ მალავენ.

3. გოგი თოფაძის სარეკლამო კლიპის ნახვისას ერთადერთი ეპითეტი დამებადა: ანტირეკლამა. ვისაც არ გინახავთ, წარმოიდგინეთ ღამე განათებული თბილისი, ლაღიძის ”თბილისო”, მოკლედ, ამაღლებულ განწყობაზე ხარ. ამ დროს ჩნდება გოგი თოფაძე და ამბობს: ”ცოდო არ არის, ასეთი ლამაზი ქალაქი და ხალხი გააქციო”. თქვენთან ბოდიში, მაგრამ, გოგი, ვინ გაანათა თბილისი?

4. და ბოლოს, ყველაზე იდიოტური რეკლამა: დიდი ხანი არ არის რაც ინტერნეტში კოტიკო თოლორაიას სიმღერა გამოჩნდა სათაურით: ჩვენი ხმა ვის? გიგის.. სიმღერა სახალისოა და გათვლილია თინეიჯერებზე, მაგრამ დამწერს (ალბათ, ისევ გოგა ხაჩიძეს) დაავიწყდა, რომ თინეიჯერების უმეტესობა არჩევნებში არ მონაწილეობს, 18 წლის ახალგაზრდას კი მუსიკალური გემოვნება საგრძნობლად აქვს დახვეწილი. მიუხედავად იმისა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ წაუყენებია, კლიპი მოგვიწოდებს, მივცეთ გიგის ხმა.

ეპილოგის მაგივრად: წავალ ახლა მე, მსოფლიო გონთან ამ რეკლამებზე ვიმსჯელებ.


5 comments:

Da-v-iD said...

ეს ყველაფერი რომ ჩვენი ტვინის ზელის გარეშე ხდებოდეს დიდი მადლობელი ვიქნებოდი. ქართულ არხებს ისედაც არ ყავს მაყურებელი ( მესერიალე და ოპოზიციონერი პერსონების გარდა ) ახლა ხო საერთოდ გადართვაც აღარ მინდა

clown said...

+111100000

როდრიგო said...

არ ვაპირებ მოაწილეობის მიღებას :)

გურამი said...

ხალხო, არავითარ შემთხვევაში არ თქვათ და არ ქნათ რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე. მოიცა, ამაზე პოსტს გამოვაცხობ ემსაანთში. :) ჰოდა მე იმის თქმა მინდოდა, რომ თოფაძის რეკლამა რომ ვნახე პირველად, არ ვიცოდი მეცინა თუ მეტირა. ვინ გაიქცა თბილისიდან, აქეთ მოდიან და მოდიან კაცო. :)(

სიყვარულოვნა said...

აუ ეს უაზრო რეკლამები ყოველ 2 წუთში ერთხელ რა ნერვებს მიშლის რააა...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger