Wednesday, April 28, 2010

მითი ”ჯინსების თაობაზე”


მსგავსი თემების წამოჭრა საზოგადოებაში ყოველთვის პოლემიკას იწვევს. ამ პოსტის დაწერა ჩემს ერთ-ერთ გარებიძაშვილ ბლოგზე გამოქვეყნებულმა ჩანაწერმა გადამაწყვეტინა.

დიდი ხანი არ არის, რაც დათო ტურაშვილის ”ჯინსების თაობა” გამოვიდა, მანამდე კი დოიაშვილის სპექტაკლმა კიდევ ერთხელ აამხედრა ქართული საზოგადოება პირსისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ.
თუმცა..
თუმცა რეალობა მთლად ისეთიც არ არის, როგორიც დოიაშვილის სპექტაკლსა და ტურაშვილის წიგნში ჩანს.
პირადად მე, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს ადამიანები რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ (შესაძლოა, დახვრეტა გადამეტებული სასჯელი იყო, მაგრამ დასასჯელები კი გახლდნენ), შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩარკვიანის ”მშვიდი ცურვა” (სადაც, მიახლოებითი წარმოდგენა შეგექმნებათ მათი ღირებულებების შესახებ), მანამდე კი ჩემი მოსაზრების დასაბუთებას ვეცდები:
1. ვინ იყვნენ ”თვითმფრინავის ბიჭები?” - ჩემი თაობის, უფრო დიდი თუ პატარა ასაკის ადამიანთა უმეტესობა მეტყვის, რომ ისინი იყვნენ თავისუფლებისათვის თავდადებით მებრძოლი ადამიანები, რომლებმაც ასე გადაწყვიტეს ე.წ. რკინის ფარდის გარღვევა. მე კი ვიტყოდი, რომ მათ ყელში ჰქონდათ ცხოვრება ამოსული და თავგადასავლებს ეძებდნენ. ვიტყოდი, რომ გასართობად არასწორი გზა აირჩიეს.
2. მათ სურდათ გაქცეოდნენ რეჟიმს. - ეს გარდაქმნის (ჩვენებურად”პერესტროიკის”) პერიოდი იყო, როდესაც საზღვარგარეთ გასვლა დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა, მით უმეტეს, ისეთი ოჯახიშვილებისათვის, როგორებიც ეს ბიჭები გახლდნენ;
3. მათ სურდათ პროტესტის დაფიქსირება სახელმწიფოს მიმართ, - ვფიქრობ, ზედმეტად პათეტიკური იარლიყია. დარწმუნებული ვარ, ისინი ეძებდნენ თავისუფლებას, დემოკრატიას. ესწრაფოდნენ ამერიკას, ინგლისს (დამეთანხმებით, მუსიკისა და საზოგადოების განვითარების მხრივ, 70-იანები უმაგრესი პერიოდი იყო), თუმცა დემოკრატიასა და თავისუფლებას ისინი არასწორად აღიქვამდნენ. თავისუფლება მათთვის ყველაფრის უფლებასთან, სასურველ ნარკოტიკებთან და გარყვნილებასთან ასოცირდებოდა.  სამწუხაროდ, ამ ღირებულებებისადმი მიდგომა დღემდე არ შეცვლილა.

პატიება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ მათ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს და კიდეც აღიარებდნენ. ცოცხალია იმ რეისის მფრინავი, რომელსაც მას შემდეგ ფრენა აღარც უცდია, ეკიპაჟის დაინვალიდებული წევრებიც, გადარჩენილი მგზავრები.. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ისტორიას მოგიყვებიან.
გმირებიო..
ჩემი მეგობარი ყოველთვის ჩემი მეგობარი იქნება, მიუხედავად იმისა, რამდენს დააშავებს. ”თვითმფრინავის ბიჭები” მთელი თბილისის მეგობრები იყვნენ.

მაინტერესებს, მათი გმირებად შემრაცხველ ხალხს ოდესმე თუ უფიქრია იმ ოჯახებზე, რომელთა წევრებიც ამ ადამიანების ხუშტურებს შეეწირნენ?
სამწუხარო ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას უყვარს ადამიანებისაგან გმირების გამოძერწვა, ასე მოხდა ამ ადამიანების, ზვიად გამსახურდიასა და სხვების შემთხვევაში. გეტყოდით, რომ ცხოვრება გაცილებით მარტივი და უკეთესი იქნება, თუ ამ იდიოტურ ვარდისფერ სათვალეებს მოვიხსნით და ყველაფერს თავის ნამდვილ სახელს დავარქმევთ.


P.S. ჩამქოლეთ და არ დამინდოთ. კომენტარების შინაარსს უკვე ვხვდები!.

22 comments:

ნასტასია said...

გმირები არიან თქო, არასოდეს ვიტყვი,მაგრამ ის, რომ იმ თვითმფრინავის პილოტს აღარასოდეს უფრენია და ეკიპაჟის წევრები დრემდე ცოცხლები არიან, არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ ჩვენ დღემდე გვეშინია საზღვრების დატოვების, ჩვენ დღემდე ვერ გაგვირკვევია რაა ნამდვილი თავისუფლება და ყოველთვის ვამლაშებთ, ჩვენ დღემდე გვგონია, რომ ამერიკაში ყველა ოცნება ხდება და რომ იქ მხოლოდ ნარკოტიკებისთვის და როკ-ენ-როლისთვის შეიძლება წახვიდე და ეგ ყველაფერი იმის ბრალია, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რის წინააღმდეგაც აუცილებლად უნდა წასულიყავი, ისე, როგორც შეგეძლო და მაშინ, როცა გამოგივიდოდა. მერე რა რომ პერესტოიკა იყო და მერე რა რომ ისინი განებივრებული ბიჭები იყვნენ.
ახლა პერესტოიკაც კაი ხნის ჩავლილია და ჯინსებიც ყველას თბილისში შეგვიძლია ვიყიდოთ, მაგრამ იმის მეათედი პროტესტის გრძნობაც არ გვაქვს, რაც უნდა გვქონდეს.

Da-v-iD said...

ჩაქოლვას გადარჩი. ეგ საკმაოდ კარგად გამოყენებული და "შეფუთული"ისტორიაა. ცოტათი რომანტიზმი, იმ დროისთვის საჭირო პოლიტიკური ქვე ტექსტი,(თავისუფლებისკენ სწაფვა, რეჟიმისაგან თავის დაღწევა, კომუნიზმის მსხვერპლი ) და პროდუქტი მზადაა. კარგად იყო გათვლილი.მხედველობაში მაქვს ტურაშვილის და დოიაშვილის პროდუქტი. ყველა ისტორია სხვანაირია იქედან გამომდინარე თუ როგორ მოყვები მას.
ცუდ შედარებას მოვიყვან, მაგრამ მაინც. გრაფი ვლად დრაკულა ეროვნული გმირია თავისი ქვეყნისთვის. დანარჩენისთვის კი ეშვებიანი, სისხლისმსმელი ვამპირი...
ჩვენ ადრე გავაკეთეთ რადიოში სწორედ "თვითმფრინავის ბიჭებზე" სიუჟეტი. სწორედ მაშინ როცა "ჯინსების თაობის" ბუმი იყო. ჩავწერეთ ის ადამიანები რომლებიც იმ ავბედით თვითმრინავში იჯდნენ. სამწუხაროდ ჩვენთვის არცერთს არ დასცდენია გამტაცებლების სახოტბე სიყვა. მითუმეტეს მათ მიერ ბრმად ნასროლი სიტყვა ერთს დღესაც სხეულში აქვს.

სიკვდილით დასჯა მართლაც ზედმეტი იყო.

გურამი said...

ვასი, მევასები. :)

ხო რა, როგორც ბლოგერი.

სიყვარულოვნა said...

არასოდეს გამიმართლებია ეს ხალხი. არც სპექტაკლის და წიგნის რეალურობის მჯერა... დამნაშავეები იყვნენ, უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ არა სიკვდილით!!

Zurriuss said...

.. .. ..

Agasfer said...

დიდება გაყვნილებას, დიდება თავისუფლებას, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
ძირს მორალი, ძირს ზნეობა!
ვაშა ვაშა ვაშა
:სა: :სა :სა:

Natosha said...

Nastasia, protestis grznoba bevri ramisadmi unda gichndebodes, magram me dges protestis nishnad xalxi rom davxvrito quchashi vinme chamtvlis gmirad?

meechveba 7 tyvia romelic am "gmirebma" bortteqnikoss saxeshi daacales da is bortgamcilebeli gogona, romelic "rusia mokali" egidit mokles, tavisuflebisatvis brzolis scori forma iyos.

ნასტასია said...

natosha
1.axla vinc gamodis quchashi is aris gmiri Tqo, magas arc me ar vambob da saertod, protestis gamoxatvis formebs shoris marto tvitmfrinavis gataceba da quchashi gamosvla albat marto saqartveloshi ganixileba, kidev bevri gsac arsebobs.
2.me vtqvi, rom me magatse arasodes ar vambob rom gmirebi arian-tqo. magram arc magati mkvlelobis da gataxsirebuli murjuaziulobis teoria mxiblavs.
3. da mteli ruset-saqartvelos urtiertobis ganmavlobashi sul mag nishnit gvklavdnen da gvcemdnen da gvipyrobdnen, rom qarvelebi viyavit da raga amati ,,rusia mokali'' gagikvirdat?
an romeli iyavit mashin bortse da icit ratom gaisroles tyvia?

tammo said...

ჯინსების ბიჭების ბედზე შენი არ იყოს და მეც ბევრი ვიფიქრე და ვფიქრობ. სიმართლე გითხრა ცოტა გაორება დამემართა. ერთის მხრივ არ ვამართლებ, რადგან რა დააშავა ხალხმა, რომელიც თვითმფრინავში იჯდა, პილოტმა, რომელიც თომას გადაცემაში ყვებოდა შიშისგან თმები 1დღეში მთლიანად გამითეთრდაო, აბა წარმოიდგინე მის ადგილას შენიანი ყოფილიყო. მეორეს მხრივ ეს იყო ახალგაზრდული სულის გამოვლინება, რაღაცნაირი აღტაცება, ეს პროტესტი რათქმაუნდა ასეთ ხალხს უნდა გასჩენოდა ვისაც საზღვრებს გარეთ გასვლის საშუალება ჰქონდა და კარგად ხედავდა იქ, იმ სამყაროში რაც ხდებოდა. აქვე; რა დააშავა მღვდელმა, რომელიც არაფერ შუაში იყო, უბრალოდ თავისუფალი სულების თავშსაფარი გახდა.მეორეს მხრივ მახსენდება გეგას დედა, რომელიც ტურაშვილის მოთხრობაში აღწერს როგორ ეძებს შვილის საფლავს........ ხოდა დასკვნა: შეიძლებოდა ეს ყველაფერი დახვრეტის გარეშეც დასრულებულიყო, სსრკ მაინც ირღვეოდა. საშუალო გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ამის გამოყენების სურვილი უნდა არსებობდეს.

unaamarga said...

ბესლანის და ”ნორდ-ოსტის” მომწყობი ჩეჩნებიც იდეისთვის იბრძოდნენ! ბარემ ეგენიც გმირებად შევრაცხოთ!

YouthJournalist said...

კაი მღვდელი რა შუაშია იყოო? მღვდელი რომ იყო ზუსტად მაგის გამო დასაჯეს. კომუნისტებითვის სიკვდილით დახვრეტა პრობლემა არ იყო. აიხსენეთ 30–იანი წლები. ეგ ეხლაა ჩვენტვუს ამზარზენი სიკვდილით დასჯა, თორე მაშინ ჩვეულებრბივი ამბავი იყო.

ამ ბიჭებმა არცმეტი არც ნაკლები უბრალოდ გაამჟღავნეს ის პერიოდი თითქმის ფოტოგრაფიული სიზუსტით.ხალხს წამით დააანახეს გარედან რაში ცხორვობდნენ. თორე რომ გაფრენილიყვნენ მართლა ... მერე გენახა საბჭოთა კავშირის რღვევა.

gijmaj said...

ბესლანი ცოტა სხვა რამეა.. სხვა ეპოქა, მიზნები, კონტექსტი.. თვიმფრინავის ბიჭები კი.... ჩემი აზრით, ისინი გმირები არ იყვნენ. ეგოისტი კარიერისტები, რომლებმაც უცებ მოინდომეს წარმატების მიღწევა. თუმცა ხელისუფლებამაც მეტისმეტად გადაამლაშა მათი დასჯა. შარავანდედი, რომელიც ერგოთ, გამოწვეული იყო იმ ფაქტითაც, რომ იმ პერიოდში ნებისმიერ ანტისაბჭოთა ქმედება წარმოუდგენელი იყო, განსაკუთრებით ასეთი თამამი ნაბიჯი. ეს ბიჭები გააიდეალეს საბჭოთა რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილმა ადამიანებმა, ვისაც არ ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გამბედაობა.

ჩვენთვის ადვილის ნებისმიერი შეფასების გაკეთება იმიტომ, რომ მაშინ არ გვიცხოვრია, და არც ჩვენი ახლობელი გამხდარა ტყვიის მსხვერპლი. ადამიანური დანაკარგი ნებისმიერ შემთხვევაში მწარე და ძნელი გადასატანია, რომელი მხარის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს... მამა, რომელსაც ორივე შვილი ერთ დღეს დაუხვრიტეს, ვეღარასოდეს გაიხარებს... ვერც ის დედა, ვის შვილსაც "რუსია, მოკალი"-ს გამო მოუსწრაფეს სიცოცხლე.....

ნასტასია said...

ადამიანებო, ნუ გადამრიეთ, ისე ლაპარაკობთ, ადამიანურ დანაკარგზე და ვიღაცეების სიკვდილზე, გეგონება, საბჭოთა კავშირის შესახებ არ გაგიგონიათ. იმ ბიჭებმა შეიძლება მართლა ცუდად და არაფრის გამო რამდენიმე ადამიანი შეიწირეს და ეგ ცალსახად ცუდია და არავინ ამართლებს, მაგრამ სულ დაგავიწყდათ რამდენი ადამიანი არაფრის გამო შეიწირა რუსეთმა?
თუ არაფრის გამო რომ ვიღაცა გხვრიტავდა და იმ ვიღაცას სახელმწიფო და იმპერია ერქვა, ის სიკვდილი სიკვდილი და ტრაგედია არ იყო?

კი ვთვლი, რომ ეგ სპექტაკლი ცოტა პოპულისტურია და გადამეტებული, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ, ძმები რომ მამას ეუბნებიან, თამარის გამზირი ვერის სასაფლაოს ქვებით არის მოპირკეთბულიო. ეგ დღემდე ეგრე.
და კიდე, ისიც, რომ მამას კითხეს, რომელი შვილი დავტოვოთ ცოცხალიო?
ეგ არ არი კაცის კვლა?
ეგეთი მამა იქნებოდა როდესმე ბედნიერი?
თუ დაიმსახურა ტერორისტი შვილების გაზრდისთვის?

პ.ს.2010 წელს უფრო სხვა შეფასებები უნდა ისმოდეს წესით ჩვენი ასაკის ადამიანებისგან ამ თემაზე.

Jupaaaao said...

"ეს გარდაქმნის (ჩვენებურად”პერესტროიკის”) პერიოდი იყო, როდესაც საზღვარგარეთ გასვლა დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა, მით უმეტეს, ისეთი ოჯახიშვილებისათვის, როგორებიც ეს ბიჭები გახლდნენ"...
საზარელი ამბები 1983-84 წლებში ხდება, როცა ხელისუფლების სათავეში ჯერ კიდევ იური ანდროპოვია... "გარდაქმნა" კი (იმპერიას რა გარდაქმნის) გორბაჩოვის მოსვლის მეორე, 1986 წელს დაიწყო.
ეს ერთი.
"მე კი ვიტყოდი, რომ მათ ყელში ჰქონდათ ცხოვრება ამოსული და თავგადასავლებს ეძებდნენ. ვიტყოდი, რომ გასართობად არასწორი გზა აირჩიეს"...
თუ მჯელობის ამ მეთოდს მივყვებით, საკითხავია, რა რჯიდა ზვიად გამსახურდიას?! მამამისს ხომ ყოველწლიური შემოსავალი 7000 მანეთი ჰქონდა, ცხოვრება უჭირდა თუ რა?.. მესმის, ცოტა უხერხულია მათი ერთმანეთთან შედარება,მაგრამ მაინც,,,

ჰექსე said...

ჩემი პოზიცია ხომ იცით ამ საკითხთან დაკავშირებით :

Keti said...

ისინი არც ჩემთვის არიან გმირები..

qristina said...

"ჯინსების თაობა" მე და მამაჩემმა ერთდროულად წავიკითხეთ და ძალიან განსხვავებული რეაქციები გვქონდა...ალაბთ იმიტომ, რომ მე ამ მოვლენი მოწმე არ ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რომ თვითმფრინავის ბიჭების გამო ხალხი დაიღუპა...ჩვენთვის ძალიან რომანტიკული ისტორიაა და მისი გმირები ნამდვილი გმირები გვგონია. არ ფქირობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ვიღაცის "თავისუფლებისათვის ბრძოლას" შეეწირნენ. მათაც ჰყავდათ ოჯახი და მეგობრები, მაგრამ გვირჩევნია გმირები გამოვძერწოთ, ვიდრე მათ დანაშაულზე ვილაპარაკოთ....

indefinite said...

ნაწილობრივ გეთანხმები , საჭირო პოსტია ძალიან! ვოტ!

mecmikvarkhar said...

დახვრეტა უკიდურესი ზომა იყო, მაგრამ ვფიქრობ მაშინ შეეშინდათ რომ არ დავხვრიტოთ მერე სხვებიც იზამენ იგივესო და შეეცადნენ ამით ხალხი შეეშინებინათ...

გმირობას რაც შეეხება რათქმაუნდა გეთანხმები, ასე ხელარებით ადამიანების გმირებად შერაცხვა არასწორია...

ყველაზე ტრაგიკული ჩემთვის ისაა რო ამ ადამიანებმა დღემდე არ იციან სადაა მათი ახლობლების ძვლები, აი ეს არის ყველაზე არაადმიანური... მტყუან მართალს კი ღმერთი თავად განსჯის...

Anonymous said...

flxk vsxsz Porn Video mjcmgd g ez r epk

ეკუნა said...

გეგა კობახიძემ თავის საბოლოო სიტყვით ყველაფერი თქვა ... დიდი ადამიანი უნდა იყო სიკვდილმისჯილმა რომ იაზროვნო ... - და არა ის,წლების შემდეგ უემოციოდ,გაუაზრებლად - ხმამაღალი სიტყვების დემონსტრირებული თანწყობის მოხდენას შეეცადო ... ვინ უცოდველია, პირველი ქვაც მან ისროლოს ... იურიდიული კოდექსის გარდა არსებობს მორალური კოდექსიც ... იურიდიულად ეს ადამიანები იყვნენ დამნაშავეები - და გარკვეულ სასჯელს იმსახურებდნენ...მაგრამ არა სიკვდილით დასჯას და შემდეგ უსაფლავოდ დატოვებას...ყველამ საკუთარ თავს ვკითხოთ, გავბედავდით კი იმ პერიოდში რაიმე სახის პროტესტის გამოხატვას? ... ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ ადამიანების სულები ... თუ მაინც და მაინც ბანდიტს და გმირს შორისაა არჩევანი - ჩემთვის ისინი გმირები არიან...ბევრად უფრო დიდი ადამიანები,ვიდრე ტალახიანი ხელით ტალახის მსროლელები...უფალმა გაანათლოს ...

mariamkavtaradze said...

გმირსა და ბანდიტს შორის რატომაა არჩევანი?
ბანდიტები რომ ყოფილიყვნენ, ყველას გადაუვლიდნენ და გააღწევდნენ მაინც...
გმირები რომ ყოფილიყვნენ, ერთმანეთს ამ რისკზე წასასვლელად არ წააქეზებდნენ და არ დაუმალავდნენ, რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში (ტურაშვილის წიგნის მიხედვით ვმსჯელობ, რომელშიც, ჩემი აზრით, ამ პერსონაჟების დადებითი მხარეც ჩანს და უარყოფითიც)
რეჟიმი კი, წიგნშიც, სპექტაკლშიც და რეალობაშიც სასტიკი იყო და თან არა მარტო მათ მიმართ...
საბჭოთა კავშირის მესვეურთა გვერდით თუ დავაყენებთ, იქნებ ეს ბიჭები ანგელოზებადაც გამოჩნდნენ, მაგრამ ისე არ არიან...
ისინი მეოცნებეები იყვნენ, რომელთაც არ გაუმართლათ...
თუმცა, ლამაზი ოცნებები უპასუხისმგებლო საქციელს არ ამართლებს.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger