Saturday, May 1, 2010

"ხერხი სჯობია ღონესა", ვლადიმეროვიჩ!


ალბათ, ყველამ იცით ის ამბავი, ჩვენმა მოჭიდავეებმა ვენაში რომ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვეს, პუტინი საქართველოს ჰიმნს ფეხზე რომ წამოუდგა და ბლა ბლა..
მთელი ერთი კვირა ქართული მასმედია, სრული შემადგენლობით, ამ კადრებსა და ინფორმაციას წაღმა-უკუღმა ატრიალებდა.
ისაო, პუტინი მომზადებული იყო რუსების გამარჯვებისთვისო, რუსის 150 პატარა ვანიჩკა ჩაუყვანია ვენაშიო და უცებ დედა რაღაცვუქენით, ჩვენ მოვიგეთო, ვოვამაც, სხვა ვეღარაფერი რომ ვერ მოიფიქრა,  ფეხზე წამოგვიდგაო.
უხ, რა მაგრები ვართ ეს ქართველები, თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთო!.
და ასე იწმენდდნენ თვალზე მომდგარ ცრემლს გულაჩუყებული მედიასაშუალებები.
საინფორმაციოების ყურება-ყურებაში ქართველების ნაწილსაც აუწყლიანდა მაყვალივით შავი თვალები: პუტინი მთლად ცუდი კაცი არ ყოფილა, ხედავ, როგორი პატივი გვცა, ამხელა ქვეყნის პრემიერი ფეხზე წამოუდგა ჩვენი ქვეყნის ჰიმნსა და მოჭიდავეებსო.
ეგ კი არა, გუშინ მთავრობის ჯამბაზს ჰყავდა მოჭიდავეები მოწვეულები და სიამაყისაგან გულზე მჯიღების რტყმა მიდიოდა: თურმე, გუჯეჯიანი რომ მისალმებია ქართველების ტრიბუნას, პუტინიც იქვე მჯდარა და ხელი აუწევია დასაქნევად. მერე თავზე გადაისვაო (ფიჰიჰიჰიჰი), მთელი დარბაზი, სტუმრები და მტავრობის ჯამბაზიც კი ქირქილ-ხორხოცებდა სიამაყისგან გაჯგიმული..
ვაიმე, აი, მეც სიცილისაგან ვიხევი, ეს რა ვუქენით პუტინს, აი, ღირსია, ხომ მივაჩმორეთ არა?
P.S. ჰხედამ, ვლადიმეროვიჩ, კასპში, თევზაობის გარდა, ამ პოსტის სათაურში მოხსენიებული ანდაზა რომ გესწავლა, ქართველებთან ის დედამოხნული ომი კი აღარ დაგჭირდებოდა.
შენს PR კამპანიაზე რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, არც ახლაა გვიან!

8 comments:

ნასტასია said...

მაგ შეჯიბრის პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებდი ჩემი მეგობრის წყალიბით, რომელიც სპორტული ჟურნალისტია და დიდი ამბით ელოდება, პუტინს როგორ მოუწევდა ჩვენ ჰიმნზე ფეხზე წამოდგომა, მაგრამ იმასაც იმედი გაუცრუვდა და თქვენც უნდა გაგიცრუოთ, ვისაც გგონიათ რომ პუტინი ფეხზე წამოხტა ჩვენი გამარჯვებით გულანთბული. ჩვენ დაჯილდოებამდე და ჰიმნამდე იტალიელ გოგოებს აჯილდოებდნენ და იმათი ჰიმნი ბოლომდე არ შეასრულეს და მიზეზად პუტინის მოუცლელობა დაასახელეს, ვალოდკაც ადგა და წავიდა, ჩვენი დაჯილდოების დროს კიდე საერთოდ აღარ იყო დარბაზში და ფეხზე როგორ ადგებოდა? :P

clown said...

უი მე ჩავრჩი ადამ კუკუს დროში :D :D

არ ვიცოდი :შ

Zurriuss said...

სწორედ მაგიტომ გავარტყი ტენდენციურ ტელევიზიებს :)

Tomushka said...

ჩვენ ხომ მატორზე ვერ ვართ.

Qilipa said...

ანუ ხანდახან მაინც უნდა ვუყურო ხოლმე ტელევიზორს?!... არა, არა საშინლად არ მინდა და ისევ ბლოგერების იმედი მაქვს რო საინტერესო ინფორმაციას არ გამოვტოვებ :))

Qilipa said...

უი, სულ დამავიწყდა, კეთილი იყოს ჩემი კომენტარი ამ ბლოგზე :))) ეს ერთი და სხვა მრავალი :))

სიყვარულოვნა said...

აუუუ ფეხზე წამოდგა?????????
აზრზე ხარ ეს რა უქნია?????????
მოიცა და პირველი პირია (კაი მეორე) და აბა რა ჯანდაბა უნდა ექნა? ამის მეტი რომ არაფერი გაგვიხარდება ქართველებს აი მაშინ უნდა ვეძებოთ ორი აგური და ვაი ვაის ძახილით გავრბოდეთ. (სად გვაქს წასასვლელი თორე კი).დარწმუნებული ვარ მიშა რომ ყოფილიყო მსგავს სიტუაციაში, მივიდოდა ხელს ჩამოართმევდა და გულთბილად მიულოცავდა. ერთ ჭიქა არაყზეც დაპატიჟებდა.ავღნიშნოთ ისე არ წახვიდეო.მერე თავს იმით იმართლებდა , რომ დაძაბული ურთ. არ გვაწყობს.

Lalena said...

ვაი, მე რა ჩმორჩენილი ვარ, არც ის ვიცოდი თუ წამოდგა და არც ის თუ არ წამოდგა :))))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger