Monday, May 3, 2010

გაიხედეთ და მე

ბლოგერებმა საინტერესო თამაში აიტაცეს, ჰხოდა..

საკუთარ თავს თვითონ ვიტაგავ, როგორც სულსწრაფი ამა ქუეყანისა..

ძალიან სწრაფად დავდივარ, 15 წუთში შემიძლია პეკინის ერთი ბოლოდან მეორეში გასვლა (დასკვნა თქვენთვის მომინდია), მაგრამ ეს ოთხი დღეა, წამომეწევით: მუხლი მტკივა საშინლად და ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ამხელა ჰომო-საპიენსმა რომ არ ვიკოჭლო, ან ნელა დავდივარ, ან მუხლზე ხელის სმით.. 

ქუჩაში რომ შეგხვდეთ აუცილებლად უნდა შემაჯანჯღაროთ, სხვანაირად ვერ შეგამჩნევთ.

შეიძლება გიყურებდეთ, მაგრამ მაინც ვერ მივხვდები, რომ თქვენ თქვენ ხართ (მე რომ მე ვარ, მაგას დიდი ხანია მივხვდი).

სულძაღლიანივით მაცვია ჯინსის შარვალი, კედები (ან მსგავსი სპორტული წარმონაქმნები), მაქვს უზარმაზარი შავი ან ყავისფერი სპორტული ჩანთა (ჩემდაგასაკვირად, პირველი მხარზე გადასაკიდია),  ყურებში ჩემი მპ3 და გადაწეული თმები.

თუ ზამთარია, თავზე წითელი ქუდი მახურავს..   

თუ ზაფხულია ან ოდნავი მზე, უზარმაზარი მუქი სათვალე მიკეთია (მზეზე ალერგია აქვს ჩემს შავ თვალებს).

ჰოდა, აწი არ ინერვიულოთ დეტალებზე, როცა ერთხელ გაიხედავთ ქუჩაში და უცებ მე.. :)


9 comments:

გურამი said...

რაის თამაშია მაი, ა?

Natalia said...

'gaixedet da me' :D

vasasi said...

გურამ, ქუჩაში რომ შეგხვდეთ, როგორ გიცნოთ ეგ არის რა..

გურამი said...

ჰეჰე, რა მაგარია. მოიცა, მეც დავწერ. :)

clown said...

მე რომ შემხვდე გიცნობ ^_^

MeOcNeBe said...

საინტერესოა =)=) უცნაური ადამინი ხარ =)

Anonymous said...

zafxulistvis gchirdeba citeli kepi, an panama :)

კნუტი said...

ჯინსის შარვლითა და კეტებითმეც ვმოძრაობ (დულლ) შენში რომ ავერიო ხალხს? :))))

მე ყოვლად უშნოდ გრძელი შავი თმა მაქვს და მეც ვასასივით ვერ ვცობ ხალხს და თუ შემნიშნეთ, ნუ მომასთერდებით, მომიკითხეთ რა :)))))))

Sophie Golden said...

ეს რა ყველას ჯანჯღარი გინდათ, ადამიანები რომ შეამჩნიოთ :( ;)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger