Wednesday, May 5, 2010

სირობა, მაგრამ ვისი/რისი?


თემას უმნიშვნელოდ მივიჩნევ, მაგრამ ისეთი იდიოტური გამოხმაურებები მოჰყვა, ჩემი აზრი რომ არ დავაფიქსირო, არ შემიძლია.
”საიდუმლო სირობის” შესახებ პირველად ”ფეისბუქზე” შევიტყვე, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა დაშეირებული. ზოგადად, ასეთ რაღაცებს დიდად არ ვეტანები, მაგრამ სათაური ჰქონდა დამაინტრიგებელი, რომელიც ამ ნაწარმოების ბოლო აბზაცი ყოფილა: ”ღვთისმშობელს რომ ეს წიგნი წაეკითხა, აბორტს გაიკეთებდა, მაგრამ ეს არ იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება” .
გუშინწინ სააგენტოში პრესრელიზი ვნახე, სადაც ციტატები იყო განხილული. მათი წაკითხვის შემდეგ გარკვეული აზრი შემექმნა წიგნზეც და ავტორზეც. საპროტესტო აქციამ და ქართველთა ნაწილის აღშფოთებულმა თუ აღფრთოვანებულმა ნაწილმაც ერთგვარი წარმოდგენა შემიქმნა აქციის მონაწილეებზეც და გიგი თევზაძეზეც.
მოდი, ავტორით დავიწყებ:
მაინც ვფიქრობ, რომ ერეკლე (თუ თორნიკე) დეისაძის კუმირი დენ ბრაუნია, შთაგონების წყარო კი - ”და ვინჩის კოდი”.
ციტატების წაკითხვისას წიგნზე გარკვეული შთაბეჭდილება შემექმნა, მაგრამ დიდად არც აღვფრთოვანებულვარ და არც საყოველთაო რისხვას მოვუცვივარ. ეკლესიით, რელიგიით, სექსით, ინცესტით თუ ამ ყველაფრით ერთად მანიპულირება რომ მომგებიანი თემაა, დეისაძის აღმოჩენა არ გახლავთ.
ეჭვი მაქვს, ავტორმა მსგავსი ნაწარმოები საზოგადოების ყურადღების მისაქცევად დაწერა (აღმოვაჩინე ამერიკა), მისი ნაწერი ჰგავს დაკომპლექსებული ადამიანისას, რომელიც საკუთარი კომპლექსების დაძლევს მათზე აქცენტების გაკეთებით ცდილობს (ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებულია, რომ რაშიც უჭირს, ადამიანი იმ სფეროს ირგვლივ საქმით თუ ვერა, სიტყვით ტრიალებს).
თუმცა, დეისაძემ პიარკამპანია მშვენივრად გათვალა: გუშინდელმა და გუშინწინდელმა საპროტესტო აქციებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა გაუკუღმართებული ფსიქიკის ხალხი ვართ.
პირველ აქციაზე სტუდენტები რაღაცებს ითხოვდნენ. ერთ-ერთი ილიაუნიში სამლოცველოს გახსნა იყო.
კარგი რა, ხალხო!. სამლოცველოების რაოდენობა რწმენის ხარისხზე რომ აისახებოდეს, ირგვლივ ეკლესიები,  სოკოებივით ყველა ორღობეში ისე მრავლდება, რომ ყველას წმინდანის შარავანდედი უნდა გვედგას თავზე (არადა, ამ დროს ”საიდუმლო სირობას” ვწერთ), მალე ისე იქნება, რომ ეკლესიას ზურგზე მოვიკიდებთ.
ჰო, მეორეს დეისაძის არსებობას აპროტესტებდნენ, მაგრამ გიგისთან რა უნდოდათ ვერ ვხვდები, ვიქნები შემწყნარებელი და ვივარაუდებ, რომ დეისაძის მამის სახლს ვერ მიაგნეს.
რაც შეეხება გიგი თევზაძეს, მორალისტებო, დაანებეთ რა თავი. ამ კაცს თავისი პირადი პრობლემებიც ეყოფა.
P.S. წიგნში ექვსი ლარის, უფრო სწორად, ხუთი ლარის და ოთხმოცი თეთრის გადახდას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ თუ ხელში ჩამივარდება, აუცილებლად წავიკითხავ.
PP.S. ისე, დღეს მოველოდებოდი, რომ კიდევ ვიღაც გამოვიდოდა და გუშინ რომ გუშინწინდელი აქცია გააპროტესტეს, იმას გააპროტესტებდა და, საერთოდ, გუშინდელი აქციის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა შეუმდგარი საზოგადოება ვართ.

20 comments:

ნან said...

კარგი პოსტია ვასასი. ხვალ შემოვალ კომენტარის დასაწერად, ისეთი დაღლილი და გაღიზიანებული ვარ ამ ამბებით, ხეირიანს ვერაფერს დავწერ ეხლა :(

Keti said...

"მისი ნაწერი ჰგავს დაკომპლექსებული ადამიანისას" –
თუ არ წაგიკითხავს, საიდან იცი, რას ჰგავს? ციტატებით მსჯელობა არ მესმის.


სამწუხარო ისაა, რომ უმეტესობას, ვინ ამ წიგნზე ლაპარაკობს, ის არ წაუკითხავს და ციტატები გადადის ხელიდან ხელში.

vasasi said...

Keti: რა ვიცი, ხანდახან ეგეც საკმარისია IMHO.

Keti said...

ლიტერატურაში, განსაკუთრებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ხდება ამოკრებილი ციტატები. მით უმეტეს, ახლა, როცა ეს ყველაფერი სკანდალს ემსახურება.
წაკითხვის შემდეგ მიღებული აზრი სულ სხვა მოსასმენი იქნება.
მე მაგალითად, ამ წიგნს დიდ ლიტერატურულ ღირებულებას არ ვანიჭებ, მაგრამ არც მის ავტორს დავუძახებ დაკომპლექსებულს. უნდოდა აწუხებდა და დაწერა, ვითვალისწინებ მის ასაკს და დამწყებობას...

ეს მოთხრობებიც შედის წიგნში:
http://arili2.blogspot.com/2009/05/blog-post_2729.html

http://literatura.shokoladi.ge/node/167

clown said...

როგორც იძახიან საკმაოდ დიდი ტირაჯით გაიყიდა ...

ცუდია თუ კარგია არ აქვს მნიშვნელობა..
მკითხველი კითხვის დასრულებისას დაასკვნის :|

მაგრამ ასეთი აურზაური არ უნდა მოეწყოთ :|

vasasi said...

მე არ ვამბობ, რომ ცუდია..
არც პროტესტის გრძნობა მაქვს, რაც უნდოდა, ის დაწერა ტიპმა..

ვფიქრობ, რომ რომ დაკომპლექსებული ტიპია (რომ ვნახე მისი ინტერვიუები დავრწმუნდი)

უბრალოდ, ხალხმა ზედმეტი ფიარი გაუკეთა ისე, რომ ვერც მიხვდა..

ასეთ რაღაცებს ვერ ვიტან.

Qilipa said...

ამ აქციემბმა მართლა მაგარი პიარი გაუკეთა წიგნს და მგონი მთელი ტირაჟი გაიყიდა უკვე, ანუ ავტორმა მიზანს მიაღწია :)

და რაც შეეხება PP.S.-ს 8-ში იგეგმება აქცია, შაბათ დღეს და სავარაუდოდ ილიაუნის გარდა შ.ს.ს-სთანაც გავიგონებთ პროტესტის ხმას!!!

სიყვარულოვნა said...

ეს სიტუაცია გულს მირევს და გონებას მიწამლავს.
ჩემს ტავს ვცემ პატივს და არ ვიტყვი/დავწერ იმ სიტყვებს რასაც ამ წიგნის ავტორი იმსახურებს

mari said...

საერთოდ სულ არ მაინტერესებს ეგ ამბავი, რადგან დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჯანსაღ აზრს ვერ ვხედავ.
არ გეჩვენებათ რომ მაგ წიგნის გამოჩენის მიზანი ხალხში დაპირისპირების გამოწვევა იყო?

ჩორვენი¹³ said...

კარგია რომ ასეთი წიგნი დაიწერა , წავიკითხავთ მაინც და მივხვდებით რომ მეორე ასეთის წაკითხვა ნამდვილად არ გვინდა და უკვე არგუმენტირებული პასუხი და რექცია გვექნება ...
ყველას აქვს უფლება წეროს იკითხოს გამოსცეს და რაც უნდა ის ქნას, სხვის თავისუფლებას არ შეეხოს რაც ძალიან ძალიან გვიჭირს გურჯისტანში!

michaelsuniverse said...

სადმე არაა "საიდუმლო სირობის" ციტატები? მაინტერესებს რა ხდება :)))

utvino said...

როგორც იძახიან საკმაოდ დიდი ტირაჯით გაიყიდა ...

ტირაჟი იმდენად მცირე იყო, რომ დიდი ... რავიცი რავიცი :D

სტუდენტესბს გიგი არ ევასებოდათ და დეისაძე განტევების ვაცად აქციეს

საინტერესოა სხვა რომელიმე ლიტ–კაფეში რომ ჩატარებულიყო პრეზენტაცია, რა მოხდებოდა

Anonymous said...

დეისაძე ერთი ჩვეულებრივი დამწყები მწერალია,რომელმაც ცოტა უელბეკი წაიკითხა,ცოტა ბურჭულაძე,მოეწონა,სახე შეუცვალა და დაარქვა საკუთარი შემოქმედება :)არა უშავს,გაიზრდება და მიხვდება,რომ ამერიკა არ აღმოუჩენია.არც ღირდა ამხელა ხმაურის ატეხვა,ვისაც არ უნდა,ნუ წაიკითხავს, მაგრამ რაც მმკ-მ და ფანატიკოსებმა ჩაიდინეს,ამას ნეოფაშიზმი ჰქვია,სხვა არაფერი.

Sophie Golden said...

საქართველოში, როგორც ვხედავ/ვკითხულობ/მესმის, საინტერესო და კარგი არაფერი ხდება :( ისე, ცოტა ტეხავს, როცა ადამიანი შენს რელიგიას აბითურებ და "საიდუმლო სირობას" უწოდებ იმას, რაც წესით, წმინდა უნდა იყოს.

უი, დამავიწყდა, რომელ საუკუნეში ვცხოვრობ :P ახლა რელიგია და სიწმინდეები ხო მხოლოდ "ჩამორჩენილებს" უყვართ.
ისე მმკ-სმკ-ტტკ-სკკპს = ერთნაირ უტვინო ზომბებს და ბრბოს, ამაზე კამათიც არ ღირს.

Katieé.Ge said...

"კარგი რა, ხალხო!. სამლოცველოების რაოდენობა რწმენის ხარისხზე რომ აისახებოდეს, ირგვლივ ეკლესიები, სოკოებივით ყველა ორღობეში ისე მრავლდება, რომ ყველას წმინდანის შარავანდედი უნდა გვედგას თავზე (არადა, ამ დროს ”საიდუმლო სირობას” ვწერთ), მალე ისე იქნება, რომ ეკლესიას ზურგზე მოვიკიდებთ."

100% მართალია :((

ეკლესიები რწმენის და ერთიანობის განმტკიცებას ემსახურებოდა გრიგოლ ხანძთელის დროს, როდესაც ქვეყნის საზღვრებს ტაძრის/მონასტრის აშენებით აფართოებდნენ და რამდენიმე თავგანწირული ადამიანი ქმნიდა იქ კულტურას, პოლიტიკას, ერთიან აზრს და ა.შ.

ახლა ეკლესიის ყველა ქუჩის კუთხეში აშენება არ ამყარებს არც ეროვნულობის, არც პატრიოტიზმის და არც ინდივიდუალიზმის შეგრძნებას. რეალობას ჩამორჩა ეს ხალხი და ვერ ხვდება.

Sophie Golden,
ნორმალური და განათლებული ხალხი ხვდება, რომ რწმენა და ურწმუნოება 21 საუკუნეშიც და მანამდეც, ყოველთვის ინდივიდუალური იყო და არც განთათლებულობასა და არც გაუნათლებლობაზე არ მეტყველებს.

ბრმად მორწმუნე ან ბრმად ურწმუნო ბრბო კი ყოველთვის ბრბო იყო, ყოველთვის ცხვრის ფარა, ყოველთვის მორჩილი ამომრჩეველი (სულერთია რისი და ვისი) და ასე იქნება ყოველთვის...

მე ის მაინტერესებს, ეკლესიის ოფიციალური პირები რატომა არ გმობენ ამდენი ხნის მანძილზე მმკ–ს ასეთი ფაშისტურ გამოხტომებს? თავის დროზე ამმა ბასილს კარგად მოერიენ? ახლა გაბევრდა ეს მამა ბასილი სამწუხაროდ და ამოსდის და ამოსდის თავები ჰიდრასავით :((

გვეშველება რამე? არარიტორიკულად ვკითხულობ, მართლა რა გვეშველება?

Nicole said...

მე კი ვფიქრობ, რომ ავტორს გარკვეული მიზანი ჰქონდა დასახული და ამ მიზანს მიაღწია. ამაზე მეტყველებს ის ალიაქოთი და დებატები, რაც ამ წიგნის პრეზენტაციას მოჰყვა (წიგნის დიდი ტირაჟით გაყიდვის ჩათვლით, რასაკვირველია). წიგნი არ წამიკითხავს და გულწრფელად გეტყვით, არც ვაპირებ, მაგრამ მგონია, რომ ყველას აქვს უფლება, თვითგამოხატვის ფორმის შერჩევის და არა მარტო...

2kija said...

ძალიან საინტერესო პოსტია. დენ ბრაუნს რომ სეადარე განსაკუთრებით. უცბად გამახსენდა ჟიჟეკის აზრი როგორი იქნებოდა იდეალური დენ ბრაუნი და დეისაძე გამოდის :) ლოლ

bushka said...

უკვე ბევრმა თქვა, სრული იდიოტიზმია და წაკითხვად არ ღირსო და დიდად არც მაინტერესებს, მაგრამ ყოველთვის დიდი სიამოვნებით დავიცავ მის ავტორს,... მარტო იმიტომ, რომ როდესაც რაღაცის შექმნა გინდა, არ უნდა ითვალისწინებდე იმას, ჯდება თუ არა ეს მართლმადიდებლურ ჩარჩოებში და არ გეშინოდეს, რომ თუ რამე "არამართლმადიდებლურს" დაწერ, ვიღაც მოვა და თავში ჯვარს გირტყავს ამის გამო...

tamaRa said...

თორნიკე დეისაძე ვინღაა, კაცო? :)

vasasi said...

ერეკლე, თამარა.. :)

სახელი შემეშალა.. არ ვიცოდი მაშინ..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger