Friday, May 7, 2010

ვფენ საჯაროდ

სულ სხვა რაღაცაზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ორგანიზაციის ბლოგზე ჩემი ეს სიუჟეტი აღმოვაჩინე და გადავწყვიტე, რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა.
დიდი სიამოვნებით მივიღებ და გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს, განსაკუთრებით, ხმა მაინტერესებს. მე ძალიან მაღიზიანებს ჩემი ხმა და მაინტერესებს, მართალი ვარ თუ ვცდები?
ჰო, აზრიც მაინტერესებს, როგორია სიუჟეტი (ტიპურ სატელევიზიო ფორმატში ეს ჩემი მესამე სიუჟეტია)?

16 comments:

unaamarga said...

ძალიანაც კარგი ხმა გაქვს! სიუჟეტიც საინტერესო იყო, კარგად აკინუძული, ასე ვთქვათ!

ლიშთოთა said...

ხმა ნორმალურია, არ გავუღიზიანებივარ.
კარგია, წარმატებებს გისურვებ. დარმწუნებლი ვარ, წარმატებას მიაღწევ, ამის ერთ-ერთი წინაპირობაა ის, რომ სხვისი აზრი და შენიშნები გაინტერესებს :)

© Gio Rgashvili said...

ჰოო... საინტერესო სიუჟეტი იყო.

kikito said...

Tamoo martla kargii iyoo, warmatebebi, kargad gamogdis ^^

Da-v-iD said...

ხოო, კარგი სიუჟეტი გამოგიცხვია.
შენიშვნები
1. უფრო თამამად
2. შეეცადე თხრობა არ იყოს მონოტონური და ცოტათი გაიხსენი ( არ უნდა დაგეტყოს რო კითხულობ. უნდა მოყვე )
3. ასეთ პატარა ქრონომეტრაჟში ყოველთვის ძნელია ამხელა ამბის მოთხრობა. არ ვიცი როგორ მოგთხოვეს, მაგრამ უფრო ფოკუსირებული კარგი იქნებოდა.თუმცა ყოჩაღად გამოგივიდა.
4. ხმის ნუ გეშინია. ეგ ყველას მასე გვგონია.
5.დაივიწყე ყველაფერი რაც გითხარი გარდა ერთისა. უფრო თამამად :)
კარგი იყო. მომეწონა

Zurriuss said...

მოკლედ...
1. როდესაც საბჭოთა მუსიკა ჩაირთო, ცოტა ხმამაღლა დაგეწყოთ და მერე ჩაგეწიათ, რომ მუხტიც შემოეტანა და შენი ტექსტიც მკვეთრად გამოჩენილიყო.
2. სიუჟეტში ჟურნალისტის კითხვა სასურველია, არ ისმოდეს. ისე უნდა დაწერო ტექსტი, რომ პირდაპირ პასუხები დაჯდეს. ასეთ მოკლე სინქრონში ჟურნალისტის კადრში მოხვედრაც არ არის რეკომენდებული.
3. ბოლო კადრებში კამერე "ნაეზდებს" რომ აკეთებდა, არც ეგ შეიძლება.

დანარჩენი კარგი იყო: სინქრონები, კადრები, გადასვლები, ლაკონიურად ნათქვამი სათქმელი!
გილოცავ, ვასასო :))

clown said...

ცაცია ხარ? ^_^ <3


ხოდა მშვენიერი იყო რას ერჩი? ^_^

vasasi said...

გმადლობთ შენიშვნებისა და კეთილი სურვილებისათვის, აუცილებლად გავითვალისწინებ ყველაფერს.. :)

Lalena said...

ისა დათაგულთა კლუბშჳ გაგაწევრიანე და რას იტყოდი? :)))

vasasi said...

lalena: მე დაწერილი მაქვს ეს პოსტი.. :) გმადლობ მაინც, დათაგვისათვის.. http://tamok-vasasi.blogspot.com/2010/05/blog-post_03.html

Tomushka said...

1.xma kargi gaqvs, magram cota tamamad.
2. siujetic kargi iyo (scxvenodes zog respondents)

9 maisi me meamayeba, gindac imitom rom babuaCemi da misi orive dzma frontze ibrdzodnen. visac ar eamayeba mastan salaparakoc ki ar maqvs.

sabchota kavshiris da germaniis molaparakebaze chemtvisac cnobili iyo, magram faqtia omi daicko, faqtia bevri xalxi daigupa saqartvelodan 350 000 adamiani, da ar mesmis ratom ar unda dafasdes am xalxis msxvrpli!

გურამი said...

აბა, ვნახოთ, ვნახოთ რა არის.. ვაიმე, ეს შენი ხმაა? ჰეჰე, თამუნა დავინახე! მალადეც! კაია! აუ, არ უნდა იცოდეს ამ ოხერმა 9 მაისს რა აღინიშნება? :@ ფუუუუუუ! 90 ში დაიწყო სამამულო ომიოო! ხრააამიიი!!! აუ, რა ჯიგარი პაპაა, ისე მიყვარს ხოლმე მაგათი ლაპარაკი. ბუჰეჰეჰე! "საბჭოთა კავშირი არ იყო პასიური მონაწილე!" ბარაქალა შენს აღმოჩენას, არქიმედი შურით გადაბრუნდება საფლავშია. :)ეე, ეს ამერიკელები რა! რავა ყველაზე მაგრები ეგენი არიან, ბრუსლის ბუმბული უპრტყვნია? ვის ატყუებ შენ, ბიძია? რას ქვია არ არსებობდა მოტომსროლელი შენაერთები? 43 წლმდე ანეგდოტებს უყვებოდნენ და სიცილით ხოცავდნენ გერმანელებს? აუ, გაიჭედა იუტუბი.. ჰო, გენაცვალე, მართალია, სხვას ვაკლავთ თავსა, სხვის იდეებს მივდევთ. აბა რა ვქნათ, ესეთი ერი ვართ და ხრამებიც აღარაა საკმარისი.. ეჰ, ჩემო კარგო, ეკუთვნით და დაიმსახურეს, მარა როგორც სტალინის ძეგლის გადატანით არაფერი შეიცვლება, ისე მაგ მედლის ჩუქებით. ასეე.. ხომ ვამბობ რა, ხრააამი! ან რა ხრამი ეყოფა ამას, ხეობააა! :) და ისა, თამ, კარგი სიუჟეტია, მომეწონა. მოვითხოვ ნახსენები ორი წინა სიუჟეტის დადებასაც და ასევე მოვითხოვ სხვა სიუჟეტების დადებას და 15 მაისს შენს ყოფნას სუფრასთან. :)

Andy said...

ვახ კარგი არ იცი არ იცი , დაგაინტერესოს მაინც რა მოხდა 9 მაისს !!!
კიდევ ერთი სირცხვილია ეს ყველაფერი ...

tammo said...

ვაა, მაგარია, რარაც ისეთი ხმაა შენიო რომ არაა:))) თავიდან ეჭვიც კი შემეპარა შენ იყავი თუ არა:)), ხოდა მართლა უფრო მეტი სითამამით და ომახიანობით:)))

Katieé.Ge said...

ვაი, ბოდიში, ისე აღვშფოთდი რესპონდენტების უვიცობაზე, სხვა რამეებისთვის ყურადღების მიქცევა დამავიწყდა.
მე მგონი კარგი იყო, ცუდი რომ ყოფილიყო, მომხვდებოდა თვალ–ყურში :)

Anonymous said...

გურამ, ვილისს რატომ ჰქვია ვილისი?

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger