Sunday, May 9, 2010

პოსტკრუპტუმ

მას შემდეგ, რაც ჩემი მოთმინების ფიალა ბოლომდე აივსო და პირველი წვეთიც გადმოიღვარა, გადავწყვიტე, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის ნაკლოვანებებზე გავამახვილო ყურადღება. 

საქართველოში რომ ჟურანლისტიკა სადღაც ფეხებშია, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ხომ შეიძლება იმ რესურსით, რაც გაგვაჩნია, ჩვენს საქმეს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ?

ამას ვერ ვამჩნევ "P.S."-ის შემოქმედებით ჯგუფს. მაქვს პრეტენზიები, რომელიც, ძირითადად, ტექნიკურ მხარეს ეხება:

1. მონტაჟი -  ჰგავს მოყვარულის და არა პროფესიონალის გაკეთებულს. სიუჟეტები (თავის წახტომებიან-ხმებიან-ხისტ გადასვლებიანად), ძირითადად, აუწყობელი და შინაარსობრივად გაუმართავია. ერთი  გუშინდელი სიუჟეტი  9 მაისს ეძღვნებოდა და სუსურუკუს მუსიკა, რომლითაც 4 წუთი გამოგვიჭედეს ყურები, ისე მაღალ ხმაზე იყო, ჟურნალისტის ხმა არ ისმოდა! ეს არ არის პირველი შემთხვევა, უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ მემონტაჟეც არ ჰყავთ და ჟურნალისტები თავად ამონტაჟებენ, უფრო სწორად, მონტაჟს სწავლობენ. 

2. წამყვანი - დათოს ეტყობა, რომ კარგი ადამიანია, მაგრამ უსუსტესია არამხოლოდ, როგორც წამყვანი, არამედ, როგორც ჟურანლისტიც (გავიხსენებ შარშანდელ გადაცემას, სადაც თინა ხიდაშელმა ხმა არ ამოაღებინა);

3. სარეკლამო სიუჟეტები - ისე დააბრეყვებენ, რომ მაყურებელი ნერვიულობს რადგან ვერ ხვდება, "კურიერს" უყურებს თუ ტელემარკეტს. მესმის, რომ "რეკლამა უპირველეს ყოვლისა", მაგრამ გადმოცემის ხერხები ხომ არსებობს?

4. სიუჟეტები საქართველოთი გადარეული უცხოელების შესახებ - როგორ შეიძლება არ დავეთანხმო პუტინს, როცა ამბობს, რომ ქართველების მისია ტაკიმასხარობაა?! მაშინ, როდესაც უამრავი საჭირბოროტო თემაა გარშემო და შენ ამას აკეთებ, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურია;

P.S. რა შუაშია და, გუშინ იყო ლევან შავაძეზე სიუჟეტი. მეორეკურსელის დონე!

5. რის ხარჯზე ქაჩავს P.S.? ჰყავთ ოპერატორები, რომლებიც კარგად გრძნობენ გამოსახულებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვარი არ ვიცი, მაგრამ ერთი, საერთაშორისო სიუჟეტებსა და პორტრეტებზე მუშაობს (როცა ლამაზი და სახასიათო კადრებია საჭირო). უძლიერესია.. :)  და რამდენიმე ჟურნალისტი.

და ბოლოს: წუნიან სიუჟეტებს ვაკეთებთ, მაგრამ ვინმე ხომ უნდა ამოწმებდეს, რას უშვებს ეთერში? თუმცა, ჩვენ ხომ ქართული საზოგადოების ნაწილი ვართ ორივე: პროდუქტის მიმწოდებლებიც და მიმღებებიც. 


8 comments:

tammo said...

ამიტომ მიყვარდა ”დროება”, აქ სულ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება სიუჟეტს რომ ვუყურებ, არადა ისე მშურს ნატა ამაღლობელის ამდენს მოგზაურობს და ხომ შეიძლება უფრო საინტერესოდ გადმოსცეს ეს ყველაფერი. დათო შენი თქმის არ იყოს კარგი ადამიანი ჩნს, მაგრამ მიმიკები მკლავს.......

kanario said...

ძალიან მინდა, მიმიკებით გადმოცემული აზრის წაკითხვა ვიცოდე, რომ გავიგო, რა უნდა ბოლოს და ბოლოს ამ ბიჭს. :D

clown said...

აი თურმე რატომ არ მსიამოვნებდა პოსკრიპტუმის ყურება :შ

გურამი said...

გეტყვი. :)

მოკლედ ასეა: რუსთავი2 გაიქაჩა, ყველგან მოედო და ითვლება წამყვან ტელევიზიად. ამის გამო, რომ სერიოზული კონკურენტი არ ყავს, აკეთებს იმას, რაც უნდა. და შესაბამისად, წამყვან ტელევიზიას ბაძავენს სხვებიც.. ნუ, ეს ეკონომიკის რომელიღაც კანონია.

აი თამ, შიდა ქართლში რომაა ტელევიზია, იმას ხომ არ ყასვ კონკურენტი? ხოდა ამიტომაცაა ასეთი. :)

Andy said...

სარეკლამო სიუჟეტები მკლავს ამ გადაცემაში , რაღაცას რომ უყურებ და ამ დროს აშკარად რეკლამის სუნი რომ გცემს !

ამ თემაზე ფორუმზე გავხსენი თემა : http://forum.ge/?showtopic=34047493&hl=

Zurriuss said...

კიკალიშვილმა რომ "მე მიმაჩნია" წამოიძახა, გამიკვირდა საოცრად!
როგორც იქნა, ისე დაავერბოვკეს, რომ ახლა თავისი სახელითაც შეუძლია აზრების გამოთქმა.

Qilipa said...

მე უბრალოდ კიკალიშვილის თხრობის მანერა მაღიზიანებს სასინლად, თავის კანტური და ძალით ღიმილი!

Katieé.Ge said...

ჯურნალისტმა, ისევე როგორც მომღერალმა, ან ნებისმიერმა საჯარო გამომსვლელმა, უნდა იცოდეს სუნთქვა.
პ.ს.–ის ყურებისას კი მე კიკალიშვილის უადგილო ფშვინვა–ხვნეშა უფრო მესმის, ვიდრე წინადადება, თავიდან ბოლომდე.

პლიუს, სიუჟეტები ყოველთვის დაუმთავრებელია, რომ შეხვალ "მუღამში" და დაინტერესდები, ამ დროს დდდ–დნ! და ჩნდება მფშვინავი კიკალიშვილი. გეგონება, 3 წუთში ვერ ჩატიეს და რაც ზედმეტი იყო, გადაჭრეს ბრმად.

სამაგიეროდ, კიკალიშვილს აქვს ერთი დადებითი: სიმპატიურია :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger