Tuesday, May 11, 2010

ჩემი

ალბათ, თითოეულ თქვენგანს გაქვთ კონკრეტული ადგილი, ქალაქი, თუ დასახლება, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ.

მცხეთაში რომ ჩავდივარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საუკუნეებში ვმოგზაურობ. ვხვდები, რომ ჩემია.. 

ჯვრის მონასტერი, ალბათ, ყველა ისტორიულ ძეგლზე მეტად მიყვარს. სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, თუმცა, კვირაში ამდენჯერვე მაქვს შესაძლებლობა (გორში მიმოსვლისას), გზიდან რომ დავინახო ასეთი: მთაზე წამომართული და უძველესი. ყოველთვის ჟრუანტელი მივლის და მეშინია. მეშინია იმის, რომ რამე არ დაემართოს. 

წარმოიდგინეთ რა ძველია, მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევარი..

წინა კვირაში ბებრის ციხეზე განვითარებული მოვლენების გამო, მაგრად ვინერვიულე: ჯვარი რომ დგას, იმ მთაზეც რომ რამე მოხდეს, ვერ გადავიტან.

რა ვქნა, მიყვარს მე ჩემი ქვეყანა, თან ძალიან.


7 comments:

tammo said...

ბებრისციხის მერე იგივე აზრი გამიჩნდა, ერთ დღეს რომ გავიღვიძო და აღარ იდგას ის სადაც ველი იქვე მოვკვდები, ოღონდ მართლა........

mari said...

რატომრაც ჯვრის მონასტერზე არ გამჩენია შიში, რადგან რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი მოუვა. მგონია რომ ვერაფერი დაანგრევს.

გურამი said...

აუ, მე იიისეთი ამაყი ვიყავი ვარძიაში რომ ვიმოგზაურე. აი ეს ვარ, აი ამათი სისხლი მაქვს თქო. მერე აგვისტოს ომი გამახსენდა და.. :( მცხეთა მართლა მაგარი რამეა. ერთი ამზაფხულს უნდა შევყარო ხალხი და გავილაშქროთ. ჯვრის მონასტერზე კი დუმბაძეს აქვს ორი მაგარი ფრაზა. ერთი "ნუ გეშინია დედა"-შია, რუსი გენერალი რომ გადმოიხედება და "ხაროში ნაბლიუდაწელნი პუნქტ" ო :) და მეორე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონშია" - აი ესაა ჯვრის მონასტერი, რომელიც ჯერ არ დანგრეულა. და უკაცრავად, ხომ არ იცით როდის დაინგრევა? :):):)

clown said...

მე ქოროღლის ციხე მიყვარს :შ <3

Lalena said...

მეც ძლიან მიყვარს, განსაკუთრებით ერთი ადგილია ტაძარი მთავრდება და მთის ქიმია, მე და ჩემი მეგობრები ვიჯექით და ისეტორიას ვიხსენებდით, საოცრად მიძგერდა გული და ჩხრიალებდა სისხლი, ამას ალბათ სიამაყე ქვია :)

სიყვარულოვნა said...

მეც მიყვარს ჩემი ქვეყანა.ტან ძალიან.ყველაფერი მიყვარს. ზღვა მდინარე,ტაძრები,გალავნები მათი ყურებისას ვგრძნობ და განვიცდი ცემი ქვეყნის ისტორიას

michaelimages said...

ჯვარი და სვეტიცხოველი საქართველოს განუყოფელი სიმბოლოებია :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger