Saturday, May 15, 2010

ხინკლის ჭამაჲ

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ფორუმზე, გორის თემაში აქტუალური გახდა საკითხი, წავსულიყავით სადმე და ამოვმსკდარიყავით ხინკლით. გადაწყდა, რომ ეს ღირსშესანიშნავი ადგილი ხინკლის სახლი იქნებოდა. 

დანიშნულების ადგილზე ათი წუთით ადრე გამოვცხადდი (რადგან ანგარიშმა მიმტყუნა და ვერ მივხვდი, რომ უსაცობო ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში 10 წუთშიც მოვახერხებდი გასვლას) და ლოდინის დროს აგერ ეს ფოტო გადავიღე გაჩერებაზე. მიშა ადგილობრივ თვითმმართველობასთან რა შუაშია არ ვიცი, მაგრამ მაინც.. 


მინდა გითხრათ, რომ მომსახურება ტიპური ქართულია. ამდენი ექვსი კაცი შევედით და იმის მაგივრად რომ გამოგვგებებოდნენ, სანამ თავზე არ დავადექით და ყურში არ ჩავძახეთ, მანამ კაციშვილმა არ მოგვხედა.

მიმტანებს სახე ჰქონდათ, აი, სულ თქვენი ბრალია, რომ მიმტანად ვმუშაობ, სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული. ეს ფოტო მალულად გადავუღე. ამასთანავე, ბაზილიო ეჭვმა შეიპყრო, ვაითუ ჩვენს ლუდში რამე იუზრდელოსო.


ავირჩიეთ ასარჩევი, ამოვკდით და წამოვედით. ექვსი ხინკალი შემომეჭამა, ხვალ ვშიმშილობ.. :|

ჰო, ვიდეოპოსტს ველოდებით გურამის ბლოგზე. ვიდეოთი გამოგვეცხადა და დასამონტაჟებელი მაქვს პაწაო.. 


12 comments:

Tomushka said...

sad misha da sad adglobrivi tvitmartveloba :D
eg mgoni wina saarchevno kompanias weva paralelurad :D :D

Qilipa said...

რა თქმა უნდა ,,ჩაევოის” დატოვება აღარც გიფიქრიათ ხო?...

როდრიგო said...

:DD xinkaliii

სიყვარულოვნა said...

ჰმმ კაია ხინკალი...
მომინდააა
მიმტანები და მომსახურება კი მართლა არ უვარგათ.
აგერ კოლხეთში უმაგრესი ხინკლები და მოსამსახურე გოგონები არიან :ჵ

AniUuSh... said...

qartvelebi da kargi mmsaxureba cota shorsaa ertmanetisgan, samwuxarod :(

ჩორვენი¹³ said...

kashmaria eg yvelaze cudi saxinklea rac ki arsebobs :D

taraknebitaa savse es ise rom icodet :D

nino said...

me mainc yvelaze sayvareli var :) kiarada mshvenieri dge iyo, momewonet da gamixardit yvela, xshirad gavimeorod xolme :) :*

clown said...

წინა კვირაs მეც ეგრე გამოვსკდი :შ

მაგრამ ჩემთან გაღიმებულები იყვნენ :D

Lalena said...

აუ მომინდა ხინკალი. ხინკლის სახლში მაგიტომ აღარ შევდივარ, რომ აუტანელი ხალხია აუტანელი მომსახურებით!

გურამი said...

ჰეჰე, სათაურს ვინ მიაქცია ყურადღება? სუფთა გორულია. :)

vasasi said...

გორული არა, ძველქართულია გურამ. მე ჭამაჲ მიწერია და არა ჭამაი..

:D

Kate said...

აუ ხინკალი მომინდა. :(((

აუ ეს "მაჭახელა"-ა ხო???
რა სახით იყურება:ვის:

მაგრამ მე ჩვევა მაქვს, რომ ნებისმიერ რესტორანში/კაფეში/ბარში/სუპერმარკეტში "მადლობა" უნდა გადავიხადო. ისე არ შემიძლია.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger