Monday, May 17, 2010

მოსე მწერლური


ყველაფერი სადღაც, ოთხი წლის წინ დაიწყო. მშვენივრად მახსოვს, ლექციაზე ვლაზღანდარობდი, ლექტორმა საინტერესო წინადადებების მოფიქრება დაგვავალა და მე ისეთი იდიოტობები ვთქვი, რომ სამი საუკეთესო წინადადება აარჩია და ორი დღის მერე მოთხრობას მომიტანო, მითხრა.

დავწერე სისულელე (ახლაც ასე ვფიქრობ), მაგრამ თურმე, სისულელე სულაც არ დამიწერია, საყოველთაო მოწონება დაიმსხურა. მერე იყო ”ალუბლობა”, კიდევ რამდენიმე ლიტერატურული კონკურსი (სახელებს ვერ ვიხსენებ, იმიტომ, რომ მსგავსი რაღაცები უმნიშვნელოა ჩემთვის), რამაც სტიმულიც მომცა. ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად ვწერდი, ფაქტობრივად, მანამ, სანამ ბლოგზე არ გადმოვინაცვლე. მერე მოთხრობების თემებს ბლოგის თემა ჩაენაცვლა და წერაც შევწყვიტე. 

დაახლოებით, ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ ერთი თვის წინ დავწერე ”ინტერვიუ წასულთან”.  მანამდე კი მთელი სამი თვე ვწერდი სამი ადამიანის მიუნხენთან დაკავშირებულ ისტორიას (არ ვმალავ, რომ ბიოლის გავლენას განვიცდი). 30 გვერდი გამომივიდა (კოშმარ!), მაგრამ მე ვერ ვაფასებ.

ჰო, ამდენი სისულელე იმიტომ დავწერე, რომ დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ”ფეისბუქზე” ბევრი უცნობი ადამიანისგან მომდის პირადი შეტყობინება. აინტერესებთ, მე მართლა ის თამუნა კარელიძე ვარ თუ არა და კომპლიმენტებს მეუბნებიან მოთხრობისათვის, რომელიც ამ გადასახედიდან არცთუ კარგი მგონია (უკეთესები შემომეწერა).  მაგრად ვიბნევი მსგავს სიტუაციებში

მე, ძირითადად, წერა კალმით მირჩევნია, მერე კომპში გადმოტანა მეზარება ხოლმე, თუმცა, პირადმა მესიჯებმა სტიმული მომცა. ამ შაბათ-კვირას დავჯექი და ოთხი მოთხრობის გარდა (ფიზიკურად ვერ მოვასწარი) ყველაფერი გადავიტანე. 

აღმოჩნდა, რომ ამ ხუმრობა-მაიმუნობაში 40 მოთხრობა შემომწერია. გადავწყვიტე, რომ თავი ვაიძულო და კიდევ დავწერო რაღაცები, ან დაწყებულები დავამთავრო (რამდენიმე მაქვს დაწყებული და შუა გზაში მიტოვებული). არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ დამეთანხმებით, სასიამოვნოა როდესაც ვიღაც კითხულობს შენს ნაცოდვილარს, ნაბოდვარს, იდიოტობას და მოსწონს.


5 comments:

Da-v-iD said...

ხოოდა.. ისეც გეთქვა სად შეიძლება წავიკთხოთ შენი მოთხრობები. "ყუფარაძის დასკვა" მეც მომეწონა და მჯერა მასეც იქნება :)

clown said...

ნელ ნელა ლოგზეც დადე რა ^_^

Kate said...

აუ მე რა უნდა ვთქვა... "ჩემი შეყვარებული" მიყურებს ხან საიდან, ხან სადან.

გურამი said...

ე.. ყუფარაძის დასკვნა შენი დაწერილია? :spy: დაიდოს.. კი არა და, შემდეგ შეხვედრაზე მომეცეს ხელნაწერები! :)

Sophie Golden said...

რა მაგარია. სად შეიძლება შენი მოთხრობების წაკითხვა? როგორც მივხვდი, ინტერნეტში არ უნდა გქონდეს.
ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდა 40 მოთხრობაზე, მეც იმდენს ვწერდი ხოლმე.
არ მიატოვო წერა, განსაკუთრებით კალმით, ყველაზე ავთენტური (ქართულად ვერ ვიხსენებ) რამეები ასე იწერება.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger