Thursday, May 20, 2010

კლინიკური სიკვდილი?

ცოტა ავად კი იყო, ამიტომ გადავწყვიტე, განმეკურნა. 

სახლში ვინდოუსი ახალი გადაყენებული მქონდა და ჩემი ვირუსებით გატენილი ფლეშკით რომ ზედმეტად არ დამეავადებინა, სწორედ იმ კომპში გადავწყვიტე დაფორმატება, თან წინანდალის ფოტოებიც გადასაყრელი მქონდა.

მოკლედ, ფოტოები გადავყარე და დაფორმატებას რომ შევუდექი, შუა გზაზე ფლეშკა გამოირთო. შესაბამისად, დაფორმატებაც შეწყდა.

მას მერე აგერ უკვე მეოთხე დღეა ვაერთებ, ვცდილობ, ვწვალობ, მაგრამ ვერც ერთი კომპიუტერი ვერ ხედავს ჩემს ფლეშკას. ყველა სიმღერა წაიშალა, "ბითლზებით" დაწყებული, ლენონითა და მაკარტნით გაგრძელებული და ფლოიდებით დამთავრებული.

რადიოსა და ჩამწერის ფუნქცია ჩვეულებრივად აქვს შენარჩუნებული. 

დავდივარ სამი დღეა დამწუხრებული და ვიხსენებ ყველა იმ საყვარელ 200 სიმღერას, რომლითაც აქაურობა მქონდა გატენილი.

დამეხმარეთ რა, რისი ბრალი შეიძლება იყოს და ეშველება რამე?.

არ მინდა, რომ გამიფუჭდეს, ძალიან მაგრად მიყვარს და კარგი მოგონებები მაქვს მასთან დაკავშირებით.

ძალიან გთხოვთ, თუ იცით რითი შეიძლება ეშველოს, ნუ დამიჭერთ, მითხარით!.

P.S. არ მითხრათ, ხელოსანთან მიიტანეო!. გარანტია აქვს, მაგრამ მაინც არ გამიკეთეს, 20 ლარი დატოვეო, იმ მათხოვრებმა და 20 ლარი, ერთად, ერთი თვეა არ მინახავს. 



9 comments:

მარი said...

უი რა ცუდია :( მესმის შენი, ერთხელ ჩემს ფოტოაპარატს დაემართა რაღაც მსგავსი.
მაგას რამე დრაივერი არ მოყვებოდა? თუ დააფორმატე თავისთავად წაიშლებოდა ფაილები აბა რა მოუვიდოდა.

Lalena said...

უიიი, ვიზიარებ შენ მწუხარებას! მაგრამ ტექნიკაში დებილი ვარ და ვერაფერს გირჩევ გულწრფელად სამწუხაროდ :(

vasasi said...

მარი: კი, მოჰყვებოდა დისკი, მაგრამ როგორ დავაფორმატო კი არა, დავაყენო, როცა კომპი ვერ ხედავს?..

კი, ვიცოდი რომ წაიშლებოდა, მაგრამ ნეტა არ მომეკიდა ხელი რა.. ;(

clown said...

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ :შ

მარი said...

საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვს კომპს როცა აერთებ? ის თავისი დრაივერი დააინსტალირე მაინც, იქნებ დაინახოს მაგით. ჩემი ტელეფონი ეგრეა მაგალითად. დრაივერს სანამ არ დავაინსტალირებ, ისე ვერ აღიქვამს კომპი

© Gio Rgashvili said...

უააა.. ვიცოდე მაინც ტექნიკა,ამის დედა მატირე ...

Tomushka said...

no idea

Zurriuss said...

სანამ რაიმე მოგიკვდება მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა დააფორმატო, თორე მერე ურტყი კედელს ეგ თავი :)

vasasi said...

ჰოო? მე კიდევ, სამი წელია მაქვს ეს მპ3 და არ ვიცოდი რომ უნდა დამეფორმატებინა, პირველად ვაფორმატებდი ჩემს ცხოვრებაში ფლეშკას..


:drug:


:|

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger