Sunday, May 23, 2010

ხამები აღმოსავლეთიდან მოდიან (?)

მსოფლიოში გავრცელებული ტენდენციის თანახმად, დასავლეთი გაცილებით განვითარებულია აღმოსავლეთზე. ამ საკითხზე კამათი არ ღირს, რადგან უამრავი საპირისპირო არგუმენტის მოტანა შეიძლება.

ზოგადად, ღია და დახურული საზოგადოებები ძალიან საინტერესო თემაა, რომლის გამოძიებასაც უახლოეს მომავალში ვაპირებ, თუმცა მანამდე მინდა შევეხო ჩვენს ქვეყანაში სასწავლად, (სასაცილოა, მაგრამ) სამუშაოდ თუ გასართობად ჩამოსულ აღმოსავლელებს, ძირითადად, მუსლიმანური ქვეყნებიდან. 

ალბათ იმის გამო, რომ მათ ქვეყნებში ქალების მაგივრად ქუჩებში ნაჭრის ფუთები დადიან, უჩადროდ მოსიარულე ქალს რომ ხედავენ, გული მისდით და კრუნჩხვები ემართებათ. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ გაჩერებაზე, ავტობუსსა თუ მეტროში, გამარჯობის მაგივრად ტელეფონის ნომერს გთხოვენ და უარის შემდეგ თავაზიანად გემშვიდობებიან.

ბოლო შემთხვევის შემდეგ ჩავფიქრდი და დავასკვენი, რომ ერაყელისა თუ ირანელისათვის საქართველო ისეთივე ქვეყანაა, როგორც ჩვენთვისაა ამერიკა ან ევროპის რომელიმე ქვეყანა. ჩვენც ხომ ზუსტად ასე ვიქცევით იქ, არიქა, დემოკრატია და თავისუფლებაო, გავყვირით (ამ ცნებებში რას ვგულისხმობთ, ეს ცალკე, თუმცა უმნიშვნელოვანესი თემაა). 

იმის თქმა მინდოდა, რომ ყვირით, სიტყვის, საქმისა და მოქმედების თავისუფლება არ გვაქვს ქვეყანაშიო, გაიღიმეთ, ჩვენზე უარეს დღეში აღმოსავლელები არიან.



12 comments:

michaelimages said...

ჰოომ შედარებითია ყველაფერი. 2-3 წლის წინ იმაზე ვიკაიფე რომელიღაც აფრიკული ქვეყნის დელეგაცია რომ ჩამოვიდა ჩვენთან დემოკრატიის სასწავლებლად და რეფორმების გადასაღებად, მაშინ გავიფიქრე - ჩვენი საქმე არც ისე ცუდად ყოფილა-თქო :)))

Zurriuss said...

ეგ საკითხი შენ ბიზნესპროექტად აქციე და აყვავდები ;)

Da-v-iD said...

მიყვარს აღმოსავლეთი

clown said...

მართალი ხარ ..

ხოდა რაღაცნაირი საყვარლები არიან :D :D

^_^

ჩორვენი¹³ said...

gamecina , zustad gushin vkamatobdi am sakitxze .

chvenze ufro trakshi arian adamianebi da ase rom yvelaferi (trakshi yofnac ki) shedarebiti a :D

როდრიგო said...

ესე იგი ისინი უფრო ტრაკში არიან და ცივილიზაციას მოწყვეტილნი?:DD აბა ინდოეთი და ბოლივუდი სადაა?:D

Katieé.Ge said...

არც მთლად მასეა საქმე.
აღმოსავლეთს ნამდვილად არ აქვს ჩვენი ასაგდები კულტურა და ისტორია.
საზოგადოება კი – მართალია, ყოველთვის ჩაკეტილი იყო დასავლეთთან შედარებით.

http://www.youtube.com/watch?v=P2V7kQVurcA
აბა ეს ნახეთ.
ეს ირანია, ჩვენ რომ დახამებულები გვგონია ის ირანი. 1960 წელს გადაღებული ფილმიდანაა ნაწყვეტი. რევოლუციამდე ისინი შეიძლება უფრო ევროპელები იყვნენ ვიდრე საბჭოთა კავშირი.

ახლაც, გააჩნია საზოგადოებას, ყველა არ არის დახამებული, ვინც ბედავს, ძირითადად დიდ ქალაქებში, იცხოვროს თანამედროვედ და არ მისდიოს ცხოვრები სორთოდოქსულ წესებს, უჩადროდ და გაპრანჭულებიც მშვენივრად დადიან.

კრუნჩხვები კი, ჩვენივე სოფლელებს უფრო მეტად ემართებათ, ან მმკ–სთაილ ადამიანებს :(

Sophie Golden said...

ძალიან ზედაპირული და სასაცილო დასკვნაა, რომ "აღმოსავლეთელები ჩვენზე უარეს დღეში არიან". შენ იმ ადამიანებს უნდა ესაუბრო, ვისაც ირანში უცხოვრია ან ადგილობრივ, ნორმალურ, განათლებულ ადამიანს და არა "დემოკრატიის ხამს", როგორებსაც ისევ დასავლეთი გვაჩეჩებს :ლოლ:
1) ჩადრით სიარული ისეთივე ტრადიციაა მათთვის, როგორც საქართველოში, ეკლესიაში შესვლისას რომ თავზე იფარებენ ან კაბას იცვამენ, და ამაში მე ვერაფერ ცუდს ვხედავ. 2) ჯერ ჩვენს ქვეყანაში მომუშავედ ჩამოსული ირანელი არ მინახავს, საკმარისი ფული აქვთ, რომ სამშობლოში იცხოვრონ და აქ რა უნდა იშოვონ, როცა ონკანიდან ნავთობი მოსდით. 3) ღმერთმა დაიფაროს, ყველგან ისეთი დემოკრატია შევიდეს, როგორიც ერაყში "შეიტანეს", მაშინ ხომ ყველა ერი/კულტურა/რელიგია ერთნაირი გახდება და აღარაფერი დარჩება საინტერესო და ავთენტური. 4) მადლობა პოსტისთვის, რომელმაც დამაფიქრა, დამაწერინა ამხელა კომენტარი და კიდევ ერთხელ დამარწმუნა სამყაროს სილამაზეში ზუსტად თავისი ჩადრიანი ქალებით, ბედუინებით, ქართული ცეკვით, ხასიდებით და კიდევ ბევრზე ბევრი რამით :)

Lalena said...

მე მომწონს აღმოსავლური კულტური, ლამაზია და მისტიკური, ის ჩდრიანი ქალებიც მომწონს, და მათი თვალებიდან დანახული სილამაზეც. საერთოდ მე ტრადიციების ”ხამი” ვარ. ყველა ქვეყნის ტრადიცია მომწონს და ვაფასებ, და ვერ ვიტან იმ დემოკრატიას, რომლესაც მათი წაშლა უნდა :)

Keti said...

"ნაჭრის ფუთად" მოხსენება რბილად რომ ვთქვა, ულამაზოდ ჟღერს. მათ აქვთ რელიგია და ჩვენ (და ნებისმიერი ადამიანი – ნებისმიერი ადამიანის) რელიგიას თუ ტრადიციას პატივს უნდა ვცემდეთ.

ჩემი ერთ–ერთი საოცნებო ქვეყანა, რომლის მონახულებაც მინდა, სწორედ ირანია – მდიდარი კულტურის თუ ტრადიციების გამო.

ქართველი მამრები არანაკლებ "ხამდებიან" უცხო ქვეყნებში მდედრებს :) გაცნობის სურვილი იმას არ ნიშნავს, რომ ჯუნგლიდან გამოქცეულია.
და ეგაც მიზანმიმართული მსოფლიო პროპაგანდის ბრალია, რომ მუსულმანები ნაკლებად განვითარებულები ჰგონიათ.

vasasi said...

ბოლო რამდენიმე კომენტარის ავტორმა ნამდვილად ვერ გაიგო პოსტის კონტექსტი.. :)

all about me said...

gaachnia agmosavlur qveknebs magalitat saudis arabetshic tavshlit dadian mara mainc veraprit ver gaakvirveb. sheidzleba sxvis tvalshic chvenc azielebi vikot :)))))))) magalitad roca sazgvar garet vart:)))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger