Tuesday, May 25, 2010

გვიკურთხე, მამაო






”ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს გამოხატვის უფლება იმ ფორმით, რომლითაც გვინდა” - ციტატა ჩემი დემაგოგიური გამოსვლიდან.

ბოლო პერიოდია, რაც ჩვენს ქვეყანაში ღვთისმოშიში და ღრმადმორწმუნე ადამიანები მომრავლდნენ. არა, ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ, მაგრამ როცა რელიგიურობა მარაზმში გადადის, იქ ვჭედავ.
ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ ჯვრები მანქანებზე, ტელეფონებზე, ხატებით გამოტენილი ლენინის პორტრეტისათვის განკუთვნილი კუთხე პოლიტიკოსების კაბინეტებში, ასევე მანქანების სალონები. ადამიანები ატარებენ უამრავ რელიგიურ ატრიბუტიკას: ბეჭდებით, ფსალმუნებითა თუ სამაჯურებით არიან აღჭურვილნი, რამდენჯერაც დაინახავენ ტაძარს, იმდენჯერ იწერენ პირჯვარს და აკეთებენ მეტანიას, ასფალტს თავებს ურტყამენ, თან მალულად გამვლელებისაკენ აპარებენ თვალს: ისწავლეთ, როგორ უნდა გწამდეთო.
ჰო, ჯვრებიან მანქანაზე გამახსენდა: გუშინ ავტობუსით ვმგზავრობდი და წინ BAYERISCHE MOTOREN WERKE-ს მანქანამ ჩაგვიქროლა. უკანა მინაზე დიდი ასოებით ეწერა: ”უფალო შეგვიწყალენ!” (თავისთავად იგულისხმება, რომ ნისლსაწინააღმდეგო ფარს ზემოთ დიდი ნაკურთხი ჯვარიც ჰქონდა გაკრული).
სხვათაშორის, ხშირია საგნების კურთხევის შემთხვევები: მაგალითად, მოძღვრებს აკურთხებინებენ ტელეფონებს, მანქანებს, საათებს.. და ეს ყველაფერი სერიოზულად ხდება. ალბათ, მალე გავიგებ, რომ მამაო მრევლის რომელიმე ღრმადმორწმუნე წევრს დუბაიში ნაყიდ ნამდვილ ჯინსს უკურთხებს. მერე აბსტრაქტული რაღაცების კურთხევაზეც გადავალთ.
აი, მაგალითად, დიეტაზე დაჯდომა რომ მოგინდება, მიხვალ მამაოსთან და ექვსის მერე უჭმელობის კურთხევას სთხოვ, ასევე აიღებ კურთხევას ეშმაკის მანქანა კომპიუტერისა და გარყვნილების ბუდე - ინტერნეტის გამოყენებაზეც, კურთხევას ავიღებთ მოკლე კაბებისა და ტანგების ტარებაზე, ქვეყნიდან გასვლაზე, სამსახურის დაწყებაზე, ხელფასის აღებაზე, შემდეგ სახელფასო კარტას მივიტანთ ტაძარში და ვაკურთხებინებთ. ეკლესიიდან კი დამშვიდებულები გამოვალთ, აბა რა!. ჩვენ ხომ აწი ეშმაკი ვერ მოგვერევა.
სამწუხაროა, რომ ხალხის ეკლესიისადმი დამოკიდებულება ყოველგვარ მარაზმს სცილდება. მათ სწამთ, მაგრამ ამ რწმენას სულელური დამოკიდებულებით ამახინჯებენ. საზოგადოების არაჯანსაღ მიდრეკილებებს კი აკვირდება და რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს ყველა: ქალი, კაცი, ძაღლი თუ მამაძაღლი. ხალხი კი ამ დროს თავს ქვიშაში ჰყოფს, მერე რა, რომ იქ დახუთულობაა?!
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ და აყვავებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მე, როგორც რიგით მოკვდავს, არ მაქვს დანარჩენების გაკრიტიკების მორალური უფლება, მაგრამ დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობას ერთი, სამასოიანი სიტყვა  ზუსტად ასახავს.
აქედან გამომდინარე, მე უკვე აღარც ის გამიკვირდება, ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მღვდელს რომ ახალგაზრდა წყვილი მიადგეს და სთხოვოს: მამაო, სექსი გვინდა და გვიკურთხეო.

19 comments:

Chaotic said...

ზოგადად, კარგი პოსტი იყო, შინაარსს რაც შეეხება, მაგრამ გარეგნულად, ტიპიური "ჟურნალისტიკის ქართული სკოლა", მითუმეტეს ფინალი. (ან ჟურნალისტი ხარ, ან ბევრ სტატიას ავლებ თვალს) :)

ისე, რა საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტიკაში არსებული ტენდენციების გარჩევა. რომელ ენაზეც არ უნდა იყოს ნათარგმნი, ქართულ სტატიას ფინალური წინადადებით ვცნობ. გერმანულს-პირველი წინადადებით. ანუ, სტატიის ბოლოს გვარს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, სამწუხაროდ, ვინაიდან ინდივიდები ჟურნალისტიკაში მოკვდნენ.

ა ჟალ'....


პ.ს. nothing personal :*

მარი said...

თავიანთი ნებაა, წესით არავის უნდა აწუხებდეს. საერთოდ არაა ჩემთვის გამაღიზიანებელი. შეიძლება სულაც არ არიან მორწმუნეები, მაგრამ მირჩევნია რელიგიური ატრიბუტიკა ატარონ, ვიდრე ჩონჩხის და სხვა საზიზრობების გამოსახულებები.

Zurriuss said...

შენი ქმარი აშკარად წინანდლის სიყვარულის ხეივანში ნახსენები იულო ან ვარლამი იქნება ;)

გურამი said...

თამოკ, მევასები. :D :D :D რამდენი ვიღიმე ამ პოსტზე. სიმწრით.

Da-v-iD said...

ოო. შენ კიდე ცოტა რამ გინახავს. ტელეფონით კურთხევის მიღება. ყავის სმის დროს ჯვრის გარდასახვა ჭიქაზე და კიდევ ბერი რამ რასაც ყოველდღე ვეჩეხები.
მათ შორის ფსევდო რელიგიურ ცოდნას რომელიც ხუხულასავით იშლება.
არიან იდიოტებიც რომლებიც მალე მოითხოვენ სმსით აღსარებებსაც.

ჩორვენი¹³ said...

martlac da ishviati marazmia :D
au manqana maqvs nakurtxi da cudi sityva ar tqva sigareti ar mocio cudad ar sheexo :D aah
nu ppc :D

vasasi said...

Zurriuss @ იუზა?. იუზას რატომ მიჩაგრავ, ფიქრობ, შანსი არა აქვს?.. :(

saba said...

საერთოდ ადამიანის ბუნება ასეთა. მხოლოდ ხედავს ცუდს, ცუდს და კდიევ ერთხელ ცუდს! თან სხვაში! იმაზე რამდენჯერ გიფიქრია შენ რას აკეთებ? სისულელეს, ბოროტებას და კიდევ სხვა მრავალს. კიდევ ერთი ესე ნუ ამახინჯებ. მობილურებს არავინ არ აკურთხებინბეს. ხოდა კიდე, რო არ გაინტერესებდეს არც დაწერდი ამ პოსტს. ანუ ნერვებს გიშლის ეს ყველაფერი. მარა რამდენიც არ უნდა მოგეშალოს ეს რეალობაა და ასე დარჩება სულ :) უბრალოდ ხალხს შენდამი ცუდად განაწყობ. მეტია რაფერი :)

Katieé.Ge said...

sms-ით არა და ტელეფონით აღსარების თქმა უკვე ჩვეულებრივი ამბავია.

პირველი კომენტატორის გავლენის ქვეშ მოვექეცი თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ მეც იგივე შეგრძნება გამიჩნდა :)

მაინც ტენდენციური ხარ, ცოტა ურო ობიექტურად და დასაბუთებულად წერე ამ თემაზე, რომ არ ემსგავსო სხვებს :) ეს ყველაფერი უკვე ნათქვამია.

როდრიგო said...

ვასასო ეს სამწუხარო რეალობა ვიცოდით ისედაც:( და ფეისბუქებზეც ბევრს "ვღადაობთ", მაგრამ ეჰ...

aninaland said...

ასევე აიღებ კურთხევას ეშმაკის მანქანა კომპიუტერისა და გარყვნილების ბუდე - ინტერნეტის გამოყენებაზეც, კურთხევას ავიღებთ მოკლე კაბებისა და ტანგების ტარებაზე.
ან კიდევ მარხვაში კუპალნიკის ჩაცმაზე : ))

nick_el_son said...

Welcome to Georgian Orthodox Republic babe :D

:|


http://www.youtube.com/watch?v=6Dy2862oXnw

სხვა გზა არ არის :))

სიყვარულოვნა said...

რა კარგია რომ ჩამოთვლილთაგან არც-ერთ ერთ კრიტერიუმში არ ჯდები.
არასდროს მხიბლავდა ბეჭდების და სამაჯურების ტარება რომელშიც სავარაუდოდ ფსალმუნნი უნდა იყოს.
არც ასვალტზე თავის რტყმა მიყვარს და 100-ჯერ პირჯვრის გადაწერასაც ვერიდები.ერთხელაც საკმარისია მგონი.
ხო და რაც შეეხება ყველაფერზე კურთხევის აღებას მარაზმია!!!

unaamarga said...

ჩემმა თანამშრომელმა გოგომ განაცხადა მამაომ საქმროსთან ზასაობის კურთხევა არ მომცაო! ხომ უნდა მოგივიდეს თავში აზრად, ზასაობაზე კურთხევა ითხოვო?!

elukaeluka said...

კარგი პოსტია.
ზუსტად ასახავს ჩვენს მდგომარეობას.
მითუმეტეს,რომ ამ ამბავს მე ძალიან განვიცდი. საშინელებაა.

Anonymous said...

7 წელია ეკლესიაში დავდივარ და პირველად გავიგე საათებისა და მობილურების კურთხევის და ზასაობაზე კურტხევის აგების შესახებ. უბრალოდ სასაცილოა! რომელი უფრო დიდი მარაზმია შენი და არამარტო შენი მხრიდან ამ ამბავთან დაკავშირებით შფოთვა თუ ამის გამომწვევი მიზეზი?,,საზოგადოების არაჯანსაღ მიდრეკილებებს კი აკვირდება და რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს ყველა: ქალი, კაცი, ძაღლი თუ მამაძაღლი.'' ძალიან ვწუხვარ, მაგრამ დღეიდან შენც მათ ,,სასტავს'' უერთდები. საერთოდ არ მემის რატო უნდა გაწუხებდეს ის, რომ ვიღაცა ეკლესიის დანახვაზე პირჯვარს იწერს თუ მეტანიას აკეთებს?

qeTi said...

ისე კაი სასაცილო ვიღაცა ხარ შენ ხო იცი?!
და ზემოთ აზრთა გამოთქმულთა საყურადღებოთ რომლებიც ამ თავად მარაზმ გოგონას, ჟურნალისტობის მამად აღიარებთ, ცოტა ხნით მაინც თუ დაფიქრებულხართ საკუთარი აზრებისა და თავის შესახებ?! სარკე თუ მოგეპოვებათ სახლში ჩაიხედეთ და გაიგებთ რა მარაზმულად ჟგერთ.. სარკე გაშავდება თქვენი მოსმენით!!!!
და, ოეეე ავტორო შენებს თუ ქონდათ ნეტა გაცნობიერებული რას აკეტებდნენ?! მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია შენნაირები ერთხელ შეიყარენით სადმე რა და გაარკვიეთ რამდენად აქტუალურია დღეს საქართველოში თქვენისთანა "გიყვარდეს ჩემისთანები" ? მერე კიდე როცა შეიკრიბებით ხო , ეცადეთ რომ შეკრება შუადღეს მოხდეს, აი მაშინ მზე რო ყველაზე ძაან აცხუნებს და ყველამ , აბსოლიტურად ყველამ მზეს შეხედეთ!! თუ რომელიმე თგვენგანი თავის ტკივილს იგრძნობს არ შეშინდეთ, ასეც უნდა იყოს!!! მერე ეგებდა მაინც დაფიქრდეთ ტყულად აუტკივარ თავს რატო იტკიებთ!
მანამდე კი, აზრებისა და მოთხოვნილებების დაკონკრეტება ისწავლეთ, და დაიმახსოვრეთ რომ საქართველოში ცხოვრობთ! ისტორიის წიგნი მაინც გადაშალეთ, ეგეც თუ მოგეპოვებათ სახლში, და გაარკვევთ რომ საქართველო მთელი თავისი არსებობის მანძილზე, იბრძოდა იმ ღირსების შენარჩუნებისათვის რომელსაც რწმენა ჰქვია და რომელსაც თქვენ ამ წუთას შეურაცხყოფას აყენებთ! იბრძოდა რომ თავისი მეობა შეენარჩუნებინა და თქვენნაირებისაგან თავი დაეცვა! ტქვენნაირებისგან ტქო რომ ვამბობ ვგულისხმობ მათ ვისაც ცხოვრების გაადვილება მოუნდა და დასავლურ კულტურაში ათქვეფა უნდა!!! თუ არ გინდა ის ყოფა რომლეშიც ცხპოვრობთ წადით იქ სადაც თქვენი ესმით! ხოლო მანამ სანამ საქართველოში ცხოვრობთ ნება იბოძეთ და ისე მოიქეცით როგორც ქართული კულტურა მოითხოვს ! თუ არ გინდათ არა პრობლემა წადით და თქვენი მარაზმატიკული აზრების ბუდედ სხვა რამე აქციეთ ხოლო რაც შეეხება რელიგიას, ეგ თქვენი სალაპარაკო არაა და თუ გინდათ ამაზე საუბარი ჯერ ძირფესვიანად შეისწავლეთ რელიგია, ყველა ქვეყნისა და მერე ისაუბრეთ რა იმ საკითხების მნიშვნელობებზე რასაც თუნდაც კურთხევა ჰქვია..
შენ კი ავტორ, წადი, დედიკოს და მამიკოს სთხოვე შესაფერის დაწესებულებაში მიგიყვანონ რომ გაიგო იმის მნიშვნელობა რაზეც წერ! იმიტომ რომ არ იცი, არაფერი არ იცი და ზერელე წარმოდგენები მარტო ვერ დაგეხმარება, რაც არ უნდა გაქონ შენი დაწერილი თემაში, სრულფასოვანი ადამიანი ვერ შეიქმნები, ეს ეხლაც გეტყობა რადგან საკუთარი თავის ქების გარდა სხვა არაფერი გაწუხებს, და არახუნებ სიტყვებს რომლბიც ადამიანთა გაღიზიანებას იწვევს! ხოდა შეეშვი თავი ტყუილად ატკივებას!
ასე რომ, ბრმად თაავს ნუ გაიდიადებ! ჩაგიკაკუნებს ადრე თუ გვიან მაგ თავში ვიღაც და ძალიან, ძალიან გეტკინება!

vasasi said...

qeTi: იმ დაწესებულებაში, რაზეც ეს პოსტი დავწერე, ათ წელზე მეტია სისტემატურად დავდივარ..

რაც შეეხება ჩემს ჟურნალისტობას, შენ ამაზე არ ინერვიულო, უნიჭო ჟურნალისტთა შორის მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი.. :)

gijmaj said...

ოეეე qeTi რა დღეში გაქვს ნერვები :D

პ.ს. ამ კომენტარზე მამაოს კურთხევა გქონდა? :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger