Saturday, May 29, 2010

მოკრძალებული ეგოისტი

21 წლისა და 8 საათის წინ ამ დროს, თბილისის მეოთხე სამშობიაროში დავიბადე მე. ჩემს დაბადების თარიღზე ერთი ამბები აუტეხავთ ექიმებს: არ იცოდნენ 28-ში ჩავეწერეთ თუ 29-ში. საბოლოოდ, 29-ში ჩამწერეს და სწორადაც მოიქცნენ, 28-ში ჩემი ყველაზე საყვარელი ბიძიკოს დაბ.დღეა დაა... :)

21 წლისა და რვა საათის შემდეგ ვზივარ მეგობრისა სახლში, მაქვს დალეული ლუდი, ერთი კათხა და ვსექტანტობთ.

მოულოდნელობები:

1. დღეს ფორუმზე ორი პერსონალური თემა დამხვდა გახსნილი. ყბა ჩამომივარდა და ხერხემალი ამიცახცახდა (არც ისეთი აქტიური ვარ, რომ პერსონალურ თემებს ვიმსახურებდე);

2. საჩუქრად მივიღე პატარა ცისფერი ყუთი, რომელში ძალიან საყვარელი ფურცლებია ჩაწყობილი (ჩემი სისუსტე) და საათი ჩემი ჩანჩალებისაგან. იტალიის დროშიანი და ფორმიანი (კიდევ მივიღე რაღაცები, მაგრამ მეზარება ჩამოთვლა)..

P.S. ოჯახი "ბითლზზე" წიგნს შემპირდა (აი, იმაზე, რომ ვკითხულობდი და გამომაგდეს მაღაზიიდან), მაგრამ არ მომსვლია.. :(

3. სისინას ფილტვების ანთება აქვს. წამალი აქვს დალეული და ხვრინავს. მარიიიტაა, თუ ამოგასლოკინა, მე გახსენე ბლოგუნაზე.. :პ

4. ამინდი. ბუნებაში მინდოდა 21 აღმენიშნა, მაგრამ გაცლის წვიმა?? 29 მაისი მზიანი არ მახსოვს მე!

5. ფეისბუქზე მივიღე ბევრი მოლოცვა (მადლობა ადამიანებო);

6. ბევრიც არ მივიღე (მე არაფერი მავიწყდება);

ჰხოდა..

დღეს პირველი დაბ.დღეა, როცა არანაირი განცდა არ მაქვს. ზოგადად, ძალიან ცუდად ვარ ხოლმე ამ დღეს, საკუთარ ტყავში ვერ ვეტევი..


11 comments:

ნან said...

ბლოგზეც გილოცავ ვასასი! საუკეთესო გოგუცანა ხარ! :)))

mari said...

გილოცავ გენაცვალე. ყველაფერს კარგს გისურვებ :) :*

როდრიგო said...

გილოცავ ვასასო და მუდამ ასეთი ვასასუნა ყოფილიყავი
უი ცუდი რამე ხო არ გისურვე?:)))
მოკლედ, როგორიც შენს გსურს, ისეთი ყოფილიყავი და არა ვიღაცეებს როგორც უნდათ;))

სიყვარულოვნა said...

გილოცაააააააააააავ!
მრავალს დაესწარიიიიიიი...
და შენ რაც გინდა ის სურვილები აგსრულებოდეს...
მე მიყვარს ჩემი დაბ.დღეე
ყველაზე ძალიან მიყვარს. თუნდაც იმიტომ რომ უამრავ საჩუქარს ვიღეეეეეებ

გურამი said...

ნაცნობი გრძნობაა. :) ბუნებაში კარგი იქნებოდა გასვლა. პოსტიც უფრო მწუანე გამოვიდოდა. :) და ისა.. მოდიხარ? ჩვენთან ლონდონში მოდიხარ? :)

clown said...

ჰოდა კიდე გილოცავ ^_^
<3

Da-v-iD said...

ოოო. შენ კიდე არ იცი მომდევნო დაბადების დრე რა იქნებააა :) უუუუ :)
გილოცავ. უკვე 1 წლით დიდი ხარ ვიდრე გუშინ :)

ჰექსე said...

ჩემი საყვარელი ვასასი :)
გილოცავ :)
კაი ტიპი ხარ და გააგრძელე ამ შემართებით :)

ჩორვენი¹³ said...

GGGGILOCAV!!
DABADEBIS DGE ARIS ZEE DGESASCAULI

babisa said...

gilocav mec vasas :)) mravals. warmatebebit!

vasasi said...

ჰექსე;
ჩორვენი;
babisa;

მადლობა, ბავშვებო.. :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger