Sunday, May 30, 2010

კონკურსი თუ SMS შოუ?

”ევროვიზია 2010”-სათვის ძალიან დიდი ხნის მანძილზე ემზადება ევროპა. კონკურსანტს თითქმის ყოველდღე ეთმობა ეროვნული პრესა, ასევე, სატელევიზიო ეთერი. სოციალურ მედიაში იქმნება ფან-გვერდები, სადაც ყველა სიახლე იდება და ა.შ. 

მაგრამ, პირადად ჩემთვის ამ კონკურსის არსი გაუგებარია, რადგან მონაწილე ვოკალური მონაცემებით კი არა, ესემესებითა და ქვეყნებს შორის ურთიერთობით ფასდება. 

პრინციპში, ვერც იმას ვხვდები, მომღერლები ამ კონკურსზე მოსახვედრად რატომ აკეთებენ ყველაფერს? ვითომ, დიდი გასაქანიაო, მაგრამ რასაც ბოლო ხანებში ვადევნებ თვალს, გამარჯვებულები სულაც არ იმყოფებიან ნირვანაში.

აი, მაგალითად, მე ფინური ჯგუფის - ”ლორდის” შესახებ ევროვიზიიდან გავიგე, მოვისმინე მათი სიმღერა (მახსოვს, რომ მომეწონასავით) და მერე გაქრნენ, მათი კლიპები და სიმღერები არც ერთ ევროპულ მუსიკალურ არხზე არ მომისმენია და არც ინტერნეტით. ავიღოთ დიმა ბილანი. ტიპი კრუნჩხვებში ვარდებოდა, ისე უნდოდა ამ კონკურსის მოგება. მოიგო. და რა მერე? პოპულარული ისედაც იყო, ფული ისედაც ჰქონდა და გამარჯვებით რა, გზები გაიჭრა შემოქმედებაში?

მე წლევანდელი ”ევროვიზიის” ქართულ ნაწილზე მინდა ყურადღების გამახვილება. სოფო ნიჟარაძეს პატივს ვცემ თუნდაც მარტო იმიტომ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში აწყობილი საქმე მიატოვა და გუდანაბადი აიკრა. ამას ბევრი ვერ (არ) შეძლებდა. ასეც მოხდა.

სულ სკეპტიკოსის როლში ვარ, მაგრამ ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულად მეჩვენებოდა ქართველების თვითდაჯერება, რომ სოფო წელს ევროვიზიას მოიგებდა. არის რაღაცები, რამაც ძალიან გამაღიზიანა. 

ვიცი, რომ უამრავი ფული დაიხარჯა სოფოს წინასაკონკურსო პერიოდზე: კაბა ”დოლჩე და გაბანამ” სპეციალურად შეუკერა, კლიპი უკრაინაში ყველაზე ძვირადღირებულმა რეჟისორმა გადაიღო, სიმღერა კი ლონდონში ჩაიწერა (არ ვიცი, ეს სპეციალური მოთხოვნაა? ყველა მანდ წერს საკონკურსო სიმღერას თუ მარტო ქართველები? ან სხვა, თუნდაც, ეროვნულ სტუდიებში, არაპროფესიონალები მუშაობენ?). 

მე მიმაჩნია, რომ როცა ისეთ კონკურსში მონაწილეობ, როცა შენს ბედს, ეროვნების მიხედვით, მესიჯებით წყვეტენ, არ უნდა იყო ზედმეტად დაჯერებული გამარჯვებაში. ელემენტარულად, შეეძლოთ კაბა რომელიმე ქართველ დიზაინერს შეეკერა და არა მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირეს ბრენდს, კლიპიც ქართველს გადაეღო და არა უკრაინის ყველაზე ძვირადღირებულ რეჟისორს (რაღაც, ღრმა ხედვა მე კლიპში ვერ დავლანდე), ნუ, თუ მაინცდამაინც ქართველი არ გვინდოდა, შეგვეძლო უცხოელისთვის გაგვეკეთებინა, მაგრამ ისე, რომ კოლოსალური თანხა არ დაგვჯდომოდა.

ფეისბუქზე ერთ-ერთმა მეგობარმა, გამარჯვებულთან დაკავშირებულ კომენტარს, სადაც ეწერა, რომ ერთი თვის განმავლობაში გერმანული მედიის გვერდებიდან ლენას ინტერვიუები არ ჩამოსულა,  მიაწერა,  ”სამაგიეროდ არც დოლჩე და გაბანა ეცვა, და არც სახელმწიფო რეზერვებიდან იქნებოდა დაფინანსებული...”

კონკურსის ბოლოს რა გვიჭირავს ხელში? მეცხრე ადგილი და ჰაერში, მართლაც რომ, უაზროდ გაფანტული ფული. 

და კითხვა მაქვს: როდემდე უნდა ვიყოთ ქართველები მიკვირიები? 

P.S. მინდა, სოფოს მთელი გულითა და სულით ვუსურვო წარმატებები, რადგან ამას, თუნდაც მარტო პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იმსახურებს.


7 comments:

სიყვარულოვნა said...

საერთოდაც რატომ მაინც და მაინც სოფო? რახან რუსეთიდან ჩამოვიდა?
უკეთესები არ გვყავს?
რაც შეეხება ფულის მიფლანგვას და აჰაერში გასროლას ეს ”ამათი” სტილია და სულ რრომ ბოლო ადგილზე გასულიო მაინც იტყოდნენ რომ სოფო მაგარია
და
სმს-ებით შეფასებული კონკურსები აქ საქართველოშიც ბლომად გვაქვს = ))

anina said...

ლამაზი გოგოა სოფო, კარგადაც მღერის, მაგრამ ეგ კონკურსი მართლა არ მევასება რა. ეჭვი მეპარება, ვთქვათ, ბრიტანეთი ასე დასტრიალებდეს თავს ტავის მონაწილეებს და მთავრობის დონეზე წყდებოდეს, ვინ გავა ამ კონკურსზე. მაგრად ჰკიდიათ. ვინმეს მოუნდება გასვლა? გავიდეს. ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ცვენ კიდევ ყველა კონკურსში რაღაც პოლიტიკურ დატვირთვას ვდებთ და.. აბა რუსეთმა 10 ქულა მოგვცა? ,,რად გვინდა მაგათი 10 ქულა. თუ ეგრე ვუყვარდით აგვისტოში რატომ გვბომბავდნენ. quote: ჩემი მეზობელი : ))"

Ladybird said...

dzalian gadametebulad mechveneba saertod rac xdeba, ik dolce-s kaba, ik vigacis dzidzuebi, ik kide ragac uazro sacirko carmodgena... tumcaga sacirko carmodgenaa mteli konkursi...:D magram miuxedavad amisa, 1997clidan sistematiurad vuyureb :D ase tu gaagrdzela sakartelom, albat 10 cleicadshi ki gaimarjvebs, magram manamde im azrovnebis donemde unda mividet, romelzec germania mivida... 1982 clis shemdec, anu bolo 28 clis mandzilze germanias ar gaumarjvia am konkurshi,arada ra tanxebs xarjavdnen yoveltvis. tavad is faqti ramdenad girs, rom germania ert-ertia im otxi kveynidan, romelic am konkurss asponsorebs. da amisda miuxedavad, germaniis carmomadgenelma mxolod ertxel gaimarjva. arada bolo ramodenime clis mandzilze, pirvel ateulshic ki ver moxvdnen... amis shemxedvare, dajda chkviani xalxis jgufi, producer Stefan Raab-is metaurobit da moifikres, rom araferi gadametebuli da gadacharbebuli araa sachiro... lenas kaba ecva, romelic nebismier germaniashi mcxovreb mokalakes sheuzlia iyidos H&M magaziata qselshi... sasceno carmodgenac ubralo, magram amave dros dzalian sasiamovno iyo.da rac mtavaria, dzalian bunebrivi da sicocxlit agsavse gogona carmoadgines, romelsac am etapze upirveles miznad universitetshi chabareba akvs dasaxuli... gamarjvebis shemdeg pres konferenciaze tkva kidec, 'kargia, rom gavimarjve, dzalian mixaria, magram cxovreba grdzeldeba'... miyvars lena da carmatebebs vusurveb tavis sakmianobashi. 'germaniis amomavali mze', ase shevarkvi am patara saocrebas... (heart)

gijmaj said...

სმს კი არა, ეგ მაყუერბლის მიერ პირდაპირ გადახდილი ქრთამია :))

Zurriuss said...

ახლა მიხვდი მაგას?

aleksandre said...

ევროვიზია არის (გახდა) პირველ რიგში ფულის საჭრელი დაზგა, ხმის მიცემის ახალი სისტემა ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო.

მეორე არის პოლიტიკა, ვინ ვის მისცა, რამდენი ხმა და რატომ. არის რამოდენიმე "უეჭველი" ხმები (მაგალითად თურქეთი-აზერბაიჯანი და პირიქით) და ცვალებადი (ისევ და ისევ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე).

მესამე არის ქვეყნის პრომოუშენი, ეს განსაკუთრებით აქტუალურია პატარა უცნობი ქვეყნებისთვის, ბევრი მაგალითად საქართველოს ან სომხეთის არსებობის შესახებ მაგ კონკურსიდან გებულობს.

მუსიკა? მუსიკას საერთო ამ კონკურსთან არაფერი აქვს :)

როდრიგო said...

:)):D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger