Wednesday, June 2, 2010

რეკლამის ძალა


თქვენი არ ვიცი, მაგრამ დედაჩემს ხშირად გაცრუებია იმედი ჭურჭლის სხვადასხვა სარეცხი საშუალებების ყიდვისას, როცა ძვირიანიც და იაფიანიც ერთნაირი ნაგავია.

შაბათს "ოცნების ქალაქის" ტელეპრემიერა შედგა. მთელი ერთი თვე ისეთი რეკლამა უკეთდებოდა, რომ კინაღამ მაცდუნა და კინოში წავედი. მაგრამ ტელეეთერში მომისწრო და..
თავის დროზე, ბლოგებზე არცთუ მცირე პოსტები მიეძღვნა. დაახლოებით, შემდეგი შეფასებებით:

"დედა, ეს რა გადასარევი რაღაც გადავიღეთ",
"ნორმალურია";
"მსუბუქი მელოდრამა";
"განგტვირთავს";
"ძუძუები" (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით)..

მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა და პუნქტებად ჩამოვაყალიბებ.

არ მომეწონა:

1. ბანალური შინაარსი, არანაირი მძაფრი მომენტი, რომელიც ინტრიგას შემოიტანს;

2. პერსონაჟები (ფუმფულა და გაზულუქებული ადამიანების დიდი დოზით ჩვენება არცთუ მომგებიანია მაშინ, თუ სოციუმს გავითვალისწინებთ);

3. სიტუაცია ფილმში, რომ "ყველაფერი კარგად არის";

4. ხელოვნურად შექმნილი სიტუაციები;

5. ფილმში როდესაც იყენებ მეძავს, რომელიც მთავარ გმირზეა შეყვარებული, ცოტა უფრო მეტი დავალება უნდა მისცე, ინტრიგა უნდა შემოიტანოს, მაგრამ ეტყობა, სცენარისტებს ტვინის გაცხელება დაეზარათ.

მომეწონა:

ეროტიკული სცენები ხელოვნური არ ყოფილა. საერთოდაც, კარგად ჩაერთო ფილმში და ერთი პლუსი შემქმნელებსა და მშობლებს.

ფილმის ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შინაარსიან ტელემარკეტს ვუყურებდი. ისე, თუ სარეკლამო ფილმებზე წავა საუბარი, "გოგონა სლაიდიდან" უფრო მომეწონა.
"მგზავრებს" გაუკეთეს მშვენიერი რეკლამა, ასევე თქვენი ოჯახის აფთიაქსა და სხვებს..

ჩემი აზრით, ფილმის სანახავად მაყურებელი არა შორენას ძუძუთი, არამედ, შინაარსით უნდა დაახარბო და იქ რომ სიურპრიზად შორენა დახვდება, მერე შენი მეორე ფილმის სანახავადაც მოვლენ.

ბოლო პერიოდში ქართული კინოინდუსტრია გამოცოცხლდა. როგორც იქნა, ამოვედით ნარკომანიის თემაზე გადაღებული 344576574 ფილმიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, საერთაშორისოდ აღიარებული აქსიომის მაგივრად, მთავარი ისევ რაოდენობაა და არა ხარისხი.

12 comments:

Anonymous said...

"ბოლო პერიოდში ქართული კინოინდუსტრია გამოცოცხლდა"
???
"ოცნების ქალაქი" და "მაიტა ნასოსი" რო გადის კინოში, მაგიტომ?

ვაი ეგეთ გამოცოცხლებას
მკვდარი იყოს, ჯობს

michaelimages said...

მეც უფრო მეტს მოველოდი :) ისეთი რეკლამები უკეთდებოდა, თან ბლოგებზეც სხვა ფილმებთან შედარებით კარგი შეფასებები წავიკითხე. ჰოდა მეთქი რაღაცა იქნება, გოგონა სლაიდიდან 2 იყო :)) სიუჟეტი რაღაც გაფანტული თითქოს,სტანდარტულ სცენარზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ერთი დიდი მგზავრების კლიპი და რეკლამები,ვერ გავერთე საერთოდ, ძალად ვუყურე, პროფილმა ხო საერთოდ ჩაა(იმასქნა) :)) ძალიან მაღიზიანებს ეგ გადაცემა და ეხლა კიდევ ფილმში მთლად ნერვებ მომშლელია, ქუჩაში მაღაზიის ვიტრინებიდან, ტაქსში, ოჯახში ყველა მაგას რომ უყურებს რა უბედურებაა? პროფილის რეკლამა გამახსენა... უარესად გამაღიზიანებელია დაუსრულებელი სცენები "სვეტსკი" გოგონების მასაჟების,მაკიაჟების, ვარცხნილობის კეთების... მოკლედ არ ვარგა ეგ ფილმი ისევე როგორც გოგონა სლაიდიდან.

სიყვარულოვნა said...

კინოში წასვლას თავი ვერ მოვაბი,ტელევიზორში თუ გადიოდა არ ვიცოდი და გამოდის რომ ბევრი არაფერი დამიკარგავს ხო?

Gio Rgashvili said...

მაი ვიდეოზე ვაპირებდი ამ ფილმის ყიდვას და შენ ყველაფერი გააკეთე საიმისოდ, რომ ეს უგუნური ნაბიჯი არ გადამედგა :)) ვხუმრობ. ნუ, არც ვიცი რა ვთქვა, არ მინახავს და ვერ შევაფასებ, მაგრამ მომწონს ის, რომ ამ ფილმზე დაწერილი ბევრი ”აუუ, რა მაგარია!” პოსტის შემდეგ კრიტიკაც დაიდო ...

mwvanevashli said...

არც ერთი ქართული კინო არ მომწონებია აქამდე და არც ამ ფილმის ნახვას შევბედავ.

გურამი said...

გენიალობები თავიდანვე არ იქმნება. მოვა ისეთი დროც, როდესაც მაყურებელს მარტო შორენას ძუძუები აღარ დააინტერესებს და სხვა რამეს მოითხოვს. სამწუხაროდ იმისა მეშინია, რომ ამ სხვა რამეს აზრიანი კინოს ნაცვლად სხვა ვიღაცის ძუძუებში განახორცილებენ.. რევიცც..

ჰექსე said...

Cavikitxe
asatianze velodi
rame isets :D

Zurriuss said...

დასკვნა: შიგმქონე რეჟისორს მაყურებელი თავისნაირი ეგონაო

sophieee said...

ahahah:D:D:D:D vetanxmebi zuriuuss :))

Anonymous said...

მე მომეწონა, სასიამოვნო საყირებელია... ისე მაინც რა ვართ ეს ქართველები, ყველაფერი ხომ უნდა გავაკრიტიკოთ...

bushka said...

ეს ფილმი რომ გამოვიდა, ჩემს ერთ დაქალს ქონდა გადაწყეტილი წასვლა, მე ვხვდებოდი რომ მორიგი სისულელე იქნებოდა და ვერ გადამეწყვიტა წავსულიყავი თუ არა და იცით რამ მიმაღებინა გადაწყვეტილება?- ბლოგებს გადავხედე და იმ ზემოთჩამოთვლილი ფრაზების გამო გადავწყვიტე რომ სანახავად მაინც ღირდა და "განვიტვირთებოდი" "მსუბუქი მელოდრამის" ყურებით...არც ერთს არ ეწერა რომ ფილმი სრული ნაგავია და ერთადერთი ღირებულება სწორედაც შორენას ძუძუები და ეროტიული სცენებია...ნარკომანების თემატიკა რა თქმა უნდა ყელში ამოვიდა, მაგრამ "ქუჩის დღეებზე", რომელიც მართლა ღირს სანახავად, 15-20 კაცი იჯდა დარბაზში და ოცნების ქალაქზე გადაჭედილი იყო...

ibzzz said...

აუ, ზემოთ დაწერილი კომენტების კითხვის თავი არ მაქვს, ამიტო შეილება განვმეორდე - მე რო ვნახე, მერაჯუპანი-ჯაპანი გამახსენდა. მართლა მეტს ველოდი. ეროტიული სცენები იცი რატოა კაი და ბუნბრივი? იმიტო რო შორენა კარგად თამაშობს და მე თუ მკითხავს ვინმე, გაცილებით ნიჭიერი მსახიობია ვიდრე ნებისმიერი სხვა იმ ფილმში. ეს ერთი, მერე მეორეც, მტავარი პერსონაჟები უნიჭოები იყვნენ, არიან და იქნებიან, თან არ ეხამებიან ტავიანთ როლს არც ფიზიკურად არც ისე.. სად ნანკა კალატოზიშვილის ბოზუნა სიფათი და სად ბუნჩულა სტუდენტი, რომელსაც თბილისური ბოჰემა აღიზიანებს და ძაან უბრალო გოგოა? ნანკა სწორედ მისი ანტიპოდია ვინც ითამაშა. მგზავრების ჩართვამ ფილმი 100%ით გააცოცხლა. ხო, გადარებაც კაი იყო 9ეს მგონი ვთქვი). სცენარი უბანზესი (აჯა აჯა, ჯიმი ჯიმი)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger