Saturday, June 5, 2010

რატომ უკეთებენ ქათამს აბორტს?


ქათმის ხორცს მას შემდეგ არ გავკარებივარ, რაც 2003 წლის გაზაფხულის დამდეგს ზოოლოგიის გაკვეთილზე მსხომ მერვეკლასელებს (რომელთა რიგებში მეც გახლდით) ქალბატონმა მაყვალამ გვამცნო, რომ ქათმები ქვეწარმავლებისაგან წარმოიშვნენ.

არადა, როგორ მიყვარდა ამ ფრთოსანი არსების ხორცი! შემწვარი განსაკუთრებით, უფრო კონკრეტულად - ტყავი. მაგრამ იმ ავბედითი დღიდან მოყოლებული, მარხვაზე ვარ - კუბოს ფიცრამდე!

არამარტო ქათმის ხორცს, მაქსიმალურად ვცდილობ, პირი ავარიდო ყველანაირ ნაწარმს, რასაც ისინი გვაძლევენ. ასე, მაგალითად, შიმშილით რომ ვკვდებოდე, კვერცხს ვერ გადამაცდენინებთ და, რადგან გარშემომყოფები მეუბნებიან, ვერა ხარო, ხანდახან, სულ გულისრევით მიწევს ჭამა იმის დასამტკიცებლად, რომ ვარ.. :)

თუ ისე დღეებში კვერცხს აცილებას მისცემ, აღდგომას რომ არ ჭამო, გამორიცხულია. წელს ორი კვერცხი ძლივს ვჭამე და თან რომ ვფიქრობდი, პოტენციურ რას მივირთმევდი, ღმერთს მადლობა შევწირე, რომ გულისრევა მყისიერად არ მემართება.

წარმოიდგინეთ, ქათამს დედობა უნდა, ემზადება, ორსულდება, დებს კვერცხს, ამ დროს მიდის ბოროტი მანტიორი (ან არამანტიორი) და, საბრალო ქათამს, ჯერ დადებული არ აქვს, ისე აცლის თბილ კვერცხს იქიდან, საიდანაც ჯერ არს. დაფიქრებულხართ ოდესმე, სახლში მშივრები რომ ბრუნდებით და ტაფაში რამდენიმე კვერცხს ჩაათხლიშავთ, რას ჭამთ?
იმავე პლაცენტას, ოღონდ წიწილისას და არა ბავშვისას (ნუ, რა განსხვავებაა, ქათამი რომ არ ლაპარაკობს ის? გრცხვენოდეთ, ადამიანებო!).

თქვენ ფიქრობთ, რომ ქათმის დამცველთა საერთაშორისო საზოგადოების ჩამოყალიბების იდეა დამებადა და ახლა უცხოელ დონორებს ვეძებ იდეის განსახორციელებლად? არა, ბატონებო. მე ვუფრთხილდები პრინციპს, რომელიც ღაღადებს, რომ ამქვეყნად ყველას აქვს არსებობის, ზრდისა და განვითარების უფლება!

აი, თქვენ კი, კვერცხისმოყვარულო ჰომო საპიენსებო, გამეცით პასუხი კითხვაზე, რატომ უკეთებთ ქათმებს აბორტს?


20 comments:

როდრიგო said...

უი რა საინტერესო კუთხიდან დაგვანახე პრობლემა! :)) მე საერთოდ ვცდილობ ხორცი ნაკლებად ვჭამო და სამომავლოდ ვეგეტარიანობას ვაპირებ და ყველას მოვუწოდებ ჯანსაღი საკვების მიღებისკენ!

ვეგეტარიანელები დიდხანს ცოცხლობენ და ყველაზე საშინელი საჭმელი, მავნე ნივთიერებებით გაჯერებული მწვადია!

ჰო რატო ვჭამთ ბავშვებს? უი რა საშინელებაა...

Qilipa said...

:D :D :D ვჭამ, ვჭამ და მუდამ შევჭამ :P ისე მიყვარს კვერცხიც და შემწვარი ქათამიც, რომ ვერ გადამაგდებინებთ მაგ ჩვევას :)))

unaamarga said...

ისედაც არ მიყვარდა კვერცხი და ახალა სულ შემზიზღდა! :( არც ქათმის ხორცი მიყვარს დიდად, კიარადა საერთოდ ხორცი!

Agasfer said...

რას ამბობ..
ქათამი მკვდარიც ისევე მიყვარს, როგორც ცოცხალი.
შემწვარი, მოხარშული, შამფურზე აცმული - ყველა პოზაში.
იმ კვერცხებიდან, რომელსაც დებს, ბევრი განაყოფიერებული არაა და მაინც გალაყდება და გაუბედურდება.
პატარა საქათმეში ბევრი ვერ დაეტევა, ველურად - ვერ იცხოვრებენ.
ვეგეტარიანობას რაც შეეხება, ცხოველური ცხიმი მოზარდისთვის აუცილებელია, როდრიგო! :))

lex tempus said...

ვჭამ კვერცხს, რადგან ვერ ვითმენ, რომ გამოჩეკვა და გაზრდა ვაცალო და ქათმად მივირთვა:):):)ძველმოდურად რომ ვთქვათ, დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს...

vasasi said...

Qilipa, Agasfer @ გრცხვენოდეთ, ბატონებო, გრცხვენოდეთ!. :ცოცხი:

ისე, მოზარდობისას მაქვს მგონი ცხოველური ცხიმი ნაჭამი, ჰოდა, დროა, ვეგეტარიანელობაზე ვიფიქრო, მეზიზღება ისედაც ხორცეული..

unaamarga @ ეგ რა არის, მე ჩიხირთმაზე ანეგდოტი ვიცი, აღარასოდეს შეჭამ. მოვყვე?.. :ჰაპპყ:

როდრიგო, შენ მოზარდი ხარ ჯერე?.. :|
მე დიდი მეგონესავით.. :ც

piccolina said...

ბუნებრივი გადარჩევა :))
ქათამი თავისი კვერცხიანად ჩემზე სუსტია. მე ვერევი მას და გემრიელად მივირთმევ.
ვეფხვი ჩემზე ძლიერია, ის მერევა მე და გემრიელად მიმირთმევს.

კარლინი გამახსენდა რომ ამბობს - როგორ ხდება, რომ როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ ამას აბორტს ვუწოდებთ, ქათმის შემთხვევაში კი ომლეტს?

აღასპერის კომენტარს დიდი :უპ:

როდრიგო said...

აღასპერ
ვიცი ეგ ;)) სტატია არ ვთარგმნე განა? კარგად ვარ ჩახედული ;) 25 წლამდე თავის შეკავებას გვირჩევენ, სანამ ორგანიზმი საბოლოოდ არ ჩამოყალიბდება.

ვასასო
ჰო მოზარდი ვარ ჯერ :( მარა დაიცა გავიზარდო! ჩემს მაცივარში მხოლოდ კომბოსტო და სტაფილო იდება. ისე ბოსტნეული გაცილებით მიყვარს და ბოსტნეულის წვენებზე ვგიჟდები

დილით ჩაის მაგივრად ვწურავ სტაფილოს, კომბოსტოს და რაღაცეებს ვიგონებ ხოლმე. რას ჯობს ნამდვილ გემოს!

clown said...

არამგონია ქვეწარმავლისგან წარმოშობილიყო..

ბიოლოგიურად შეუძლებელია..
გენეტიკა აფსოლიტურად განსხვავებულია :|

ჯორჯ პაიკი said...

საწყალი ქათამი.

გურამი said...

ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გაგქცე ხ.ტუუ ევო ზნაეტ. :)

მარი said...

ყველა ქათამი რამდენ კვერცხსაც დებს, ყველასგან წიწილა რომ გამოიჩეკოს, დედამიწაზე აღარ დაეტეოდნენ ქათმები. არადა ძაან მიყვარს პატარა წიწილები.

ჩორვენი¹³ said...

1) ratom ar moaxmeba ena imas vinc is sisulele tqva rom qatami qvecarmavlis shtamomavalia da adamiani maimunis!! sasaciloa!!
cota info mainc mogeziebina netshi ha mag sisuleleis dajerevamde?

2) kvercxebi tu ar "dachinchla" mamalma azri ar aqvs isini ar arian placentebi anu matrgan cicila veranairad ver daichekeba qatamma sul rom ukan sheibrunos is kvercxi :D ase rom tyuilad nerviulob!!
:D

vasasi said...

ჩორვენი¹³ @ ზოოლოგიის წიგნის ავტორის ვინაობა არ მახსოვს, მაგრამ ეგრე იყოს, აჰაანდე... :დ

პ.ს. ლინკი მოიტა აბა, რატომ არ არის სისულელე ეგ რომ ვნახო.. (sun)

ჩვენ ჩვენი ორი თვალით არ გვინახავს, მაგრამ არსებობდა ასეთი მფრინავი ქვეწარმავალი - არქეოპტერიქსი, ჰხოდა, მისგან წარმოშობას ვარაუდობენ მეცნიერები..


რაც შეეხება გაუნაყოფიერებელ კვერცხებს, რატომღაც, საჭიროდ არ მივიჩინე აღმენიშნა, რომ მე ეს ვიცი.
თუმცა, კომენტარებიდან გამომდინარე, გავითვალისწინებ და ხშირად შემოგთავაზებთ პოსტებს კარაქიანი კარაქის პრინციპით..


არა, ტყუილად ცდილობთ ჩემს გადარწმუნებას, მაინც საზიზღრობას ჭამთ, ქათმისმოყვარულებო, .. :|

tammo said...

აბორტი რა არის იცი??? ხოდა ახსნას არ დავიწყებ, ეგ ქათამი დებს კვერცხს თავისი ნებით ყოველ დღე და წელიწადში მაქსიმუმ 2-ჯერ უჩნდება სურვილი წიწილები დაჩიკოს, ხოდა ეს კვერცხები რომ არ დაიკარგოს და გაფუჭდეს ამიტომ ვაგრობვებთ და ჩვენც რომ არ დავიხოცოთ საკვებად ვიყენებთ.. ხოოდა ასეც ნუ შეგვაცოდებ მაგ ფრინველს, მაინც არ შევეშვებით:))))

სიყვარულოვნა said...

წამით იმ დასკვნამდე მივედი ქათამს აღარც გავეკარებითქო. უფრო სწორად კვერცხს. მაგრამ მხოლოდ წამით...
ქათამი დაიბადა იმისთვის რომ დადოს კვერცხი და ეს უტიფარი ადამიანები შიმშილის დროს გააძღონს. მე მიყვარს კვერცხი. კარგად შემწვარი :D
მასე ძროხას რძე მხოლოდ იმიტომ აქვს რომ თავის ხბოს აჭამოს, შენ რატომ სვამ?

ჩორვენი¹³ said...

http://www.livescience.com/animals/080229-chicken-origin.html

inebe :D

http://www.newworldencyclopedia.org/entry/Chicken



- ai eseni ki arqeopteriqsebi tu ragaca jandabaa da mitxrai exla es mfrinav bumbuliani arseba qvecarmavali rogorgaa??? :D

http://www.google.com/images?hl=en&q=archaeopteryx&um=1&ie=UTF-8&source=univ&ei=-xQMTP7TCYinOJm8sK8F&sa=X&oi=image_result_group&ct=title&resnum=1&ved=0CCwQsAQwAA

vasasi said...

ჩორვენი¹³@ როგორ გითხრა... არქეოპტერიქსი, უფრო სწორად, მისი ნაშთები, არც ისე დიდი ხანია რაც აღმოაჩინეს. ის დინოზავრების ეპოქას ეკუთვნის და მათებრი ცხოველი იყო.. დინოზავრები კი, ქვეწარმავლისებრი არსებები გახლდნენ.

ჰო, ეს ფრთაშესხმულ-ბუმბულიანი რეკონსტრუქცია რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, არ ვიცი..

სხვათაშორის, შეგიძილია დააკვირდე ქათმის ფეხს: ის დაფარულია რქოვანი ქერცლით, რომელიც ქვეწარმავლისთვისაა დამახასიათებელი, ასევე, აგებულებით ძალიან ჰგავს მას (შინაგანი ორგანოებით), გარდა ამისა, ქვეწარმავლების მსგავსად, არც ისაა ცოცხალმშობიარე..


მოკლედ, ეს ოხერი ზოოლოგია, ნებით თუ უნებლიედ, კარგად ჩამიჭედეს ტვინში და, თუ გინდა, კიდევ გავაგრძელებ... :)

ანინა said...

ყველა კვერცხი პოტენციური წიიწლა არაა. არ იცოდი? : ))

vasasi said...

ანინა, გაგიკვირდება და, ძალიან კარგად ვიცოდი..

:)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger