Monday, June 7, 2010

რატომ გვაქვს ქართველებს გენეტიკური?


ამბობენ, ყველა ერს თავისი გენეტიკა აქვსო და რა უფლება მაქვს, არ დავეთანხმო. აი, მაგალითად, იტალიელები ”ბაზარნიკები” არიან, ინგლისელები ელეგანტურები, გერმანელები წესრიგზე შეშლილები, სკანდინავიელები უცხვირპიროები, რუსები.. (არ მინდა სუბიექტური ვიყო)

როგორი გენეტიკა აქვს ტიპურ ქართველს? ამ კითხვაზე პასუხი მე არ შემიძლია პუნქტებად არ დავყო:

1. ქართველი გენეტიკურად ვერ იტანს წესრიგს. მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ყუთი შეიძლება ორ ნაბიჯზე, ან, სულაც, ცხვირწინ ჰქონდეს, პლასტმასის ბოთლსა თუ სიგარეტის ნამწვს ძირს დააგდებს და თვითკმაყოფილებამოცული გაივლის;
2. ქართველი არასოდეს შეიკრავს უსაფრთხოების ღვედს. ის ხომ მაგარი ბიჭი/გოგოა, მანქანას 2 ბორბალზე ატარებს.
P.S. შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ 2009 წელს, ავტოავარიას 100 000 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა;
3. მსოფლიოში მხოლოდ ქართველს ჰგონია, რომ ქუჩაში ყვავილების გაზონი, მიწისქვეშა გადასასვლელებში ”ვეფხისტყაოსნის” მოტივებზე გაკეთებული მინიატურები, ავტობუსის გაჩერებების შუშები, ხიდები, ქანდაკებები, შეღებილი შენობები მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ უნდა გადაუაროს, დაამტვრიოს, წიხლით შესდგეს, დააფრუთხოს, ზედ გადააჯღაბნოს თავისი სახელი თუ სხვადასხვა უცენზურო სიტყვა..
 ქართველის პატარა ტვინი ვერ ხვდება, რომ საკუთარი ფულით გაკეთებულ საქმეს აფუჭებს;
4. მხოლოდ ქართველი არ გადაიხდის ავტობუსში მგზავრობის ფულს არგუმენტით: რატომ უნდა გადაუხადოს გიგის, მიშას, ვანოს, მაშინ, როცა არავინ ამოწმებს (წინა რამდენიმე პოსტის გამოცდილებიდან ვიყენებ კარაქიანი კარაქის პრინციპს და აღვნიშნავ, რომ კონტროლიორები ისე იშვიათად ამოწმებენ ავტობუსებს, რომ 10-დან 8 შემთხვევაში გადარჩები)? თავისი პატარა ტვინით ვერც ამჯერად ხვდება, რომ 40/30/20 თეთრს არა მიშას, ვანოსა და გიგის, არამედ, საკუთარ ქვეყანას უხდის იმისათვის, რომ მერე უკან დაუბრუნდეს;
ცუდი რაღაცები დავწერე?
ღირსებებზე აღარ ვლაპარაკობ, ეს მთელმა მსოფლიომ ისედაც იცის. საქართველო ხომ ”ჩაკრულოს”, ცხრა ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის (თუ სპარტელის) ქვეყანაა.
ჩვენი ტრადიციული, ეროვნულია სტუმარ-მასპინძლობა, ცეკვა ”ქართული”, ხინკალი, ხაჩაპური, საცივი, თამადისა და სადღეგრძელოების ინსტიტუტი და კიდევ რაღაცები, რითაც ვამაყობთ და რის გამოც რუსები სამართლიანად გვიწოდებენ ხალხს, რომელსაც სხვების გართობა ევალება.
მე ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ, როგორ მივიყვანოთ ეს ხალხი თვითშეგნებამდე?
როგორ გგონიათ, ამ მხრივ, რა შეიძლება გაკეთდეს?

P.S. პოსტი შთამაგონა ფეისბუქზე გამოქვეყნებულმა სტატუსმა:
ტიპურ ქართველს, მომეტებული ჰორმონებისა და, შესაბამისად, მომატებული აგრესიის ფონზე, რიყეზე გადაჭიმული 80 მლნ-იანი ხიდის შუშის ჩალეწვა უცდია.

15 comments:

ნან said...

ხანდახან მავიწყდება ეგ ამბები რომ ხდება და გენეტიკის ბრალი გგონია შენ?

არაააა, ცუდი აღზრდის (ჰუჰ რა მძულს ეგ სიტყვა) ბრალია. ისე კი გადავიდა ჩვევაში და გენეტიკაა თითქმის :|

როდრიგო said...

ეს გენეტიკა არაა ეს არის "წითელი ზონა"
და ამ ყველაფრის შეცვლა ადვილად შეიძლება საკუთარი თავიდან
და სკანდინავიელები უცხვირპიროები რატომ არიან?

clown said...

აფსოლიტურად მართალი ხარ :|

დავიცალე, რომ ვკითხულობდი :)

მხოლოდ წარსულის ტკეპვნა "შეგვიძლია", წარსულის იქით ვეღარ ვიყურებით :|

zorbeg said...

დავამატებ კიდევ ერთს:
ქართველის გენშა არ გადაკვეთოს ქუჩა 5–იოდე მეტრით მოშრებულ გაჩერებაზე ან არ დაელოდოს შუქნიშანზე მისთვის მწვანე შუქის ანთებას და ქუჩაზე დარღვევთ გადავიდეთ, თან მძღოლებს აგინოს, რანაირად დაჰქრიან, კი არ გაგატარებენ ამათი დედაო....

vasasi said...

როდრიგო @ მე ასეთებად მეჩვენებიან რატომღაც და მაგიტომ. ერებიც ჩემი გადასახედიდან დავახასიათე. :)


zorbeg @ უი, იმის თქმა დამავიწყდა, რომ საქართველოში საჭესთან ჯდომა ავტომატურად განიჭებს სრულ უფლებას, ფეხით მოსიარულესა თუ სხვა მანქანის მძღოლს სულ დედის, მამის, შვილის, ქმრისა და ახლო ნათესავების ერთი ადგილი აგინო სხვადასხვა ბრუნვაში... :|

სიყვარულოვნა said...

და ვაი რომ არაფერი ეშველებათ და ყოველთვის ასეთებად დავრცებით = )))
ხიდების,ყვავილების, და მრავალმილიონიანი ”ძვირფასეულობის” დანგრევა მხოლოდ იმიტომ უნდათ რომ თავიანთი ფულია გადაყრილი და ენანებათ ესეთ უბედურებაში, არა გამოსაყენებლ ნივთებში და ვეთანხმები კიდეც. ის 80მილიონიანი ხიდი რა ჯანდაბად მინდა?
რაც შეეხება ღვედებს ბევრი მინახავს ვინც იკრავს და წესიერად მართავს მანქანას. ყველა ქვეყანაში ხდება ავრიები და ეს გენეტიკასთან კავშირში არ არის = ))

გურამი said...

"ბიოლოგია" გვეუბნება: გენეტიკის ირიბი მართვა შესაძლებელია გარემოს შეცვლითო. დიაღ, გენეტიკაშია ეს ყველაფერი. გენეტიკაშია სიზარმაცე, ფსევდონიჭიერება, სხვისი ჭირის ღობის ჩხირობა, განსხვავებულის დაცინვა, საკუთარ თვალში დირის ვერ დანახვა, აშკარა ნაცისტობა და განსხვავებულის მტკიცება.. რას ვიზავთ, ესაა ჩემი პუჭურა ხალხი და მე მიყვარს ის, იმიტომ რომ ის ჩემია.

vasasi said...

სიყვარულოვნა @ და გადაყრილი რატომ არის? და რადგან არ მოგწონს რომ კეთდება, ამიტომ აუცილებლად უნდა ამტვრიო და ფეხით შედგე?.

კულტურა არ გვაქვს..

Sophie Golden said...

ყველა სტერეოტიპში არსებობს სიმართლის მარცვალი ;) გერმანელები მართლა წესრიგზე შეშლილები არიან და ამიტომაც აქვთ ევროპაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. ინგლისელების ელეგანტურობა არ ვიცი, მაგრამ ბევრი ნამდვილი ჯენტლმენი მამაკაცი ჰყავთ (ვისაც მე შევხვედრივარ) :inlove:

ეგ, მგონი, ქართული გენეტიკა არ უნდა იყოს. ჯერ თავად-აზნაურობამ, მერე საბჭოთა პერიოდის დასასრულმა და 90-იანებმა საერთოდ გადააგვარა ქართველები და სულ არ მიკვირს, თუ ვიღაცა ისე გაცოფდა, რომ ხიდის ჩამსხვრევა მოინდომა. ჯერ კიდევ დიდი დრო გვჭირდება იმისთვის, მივხვდეთ, რომ ჩვენი სახლის გარეთ რაც არის, ისიც ჩვენია და მარტო ბინის დალაგება არ უშველის, თუ ნაგავს სადარბაზოში "შევაგროვებთ".

Michael said...

ეს ყველაფერი თუ ქართველის გენეტიკაა მაშინ მე ქართველი არ ვყოფილვარ :))
მე ვფიქრობ რომ ეს ჯერ ჯერობით კულტურის და შეგნების დეფიციტია მაგრამ თუ არ გამოსწორდა სიტუაცია მალე ალბათ გენეტიკაც იქნება...

Da-v-iD said...

ამის შემდეგ რა ამაყად ჟღერს არა - მე ვარ ქართველი, მაშასადემე -მე ვარ ევროპელი?! :)

სიყვარულოვნა said...

გადაყრილი იმიტომ არის რომ აფოლიტურად გამოუსედეგარია ეგ ხიდი. აქეთ-იქით კიდევ ორი ხიდია საიდანაც ფეხიტაც მშვენივრად გადახვალ. მხოლოდ სილამაზისთვის არის და როგორ ფიქრობთ ვგევართ ჩვენ იმ ქვეყანას რომ მილიონების ხარჯვა არაფრად გვიღის მხოლოდ ლამაზი ხიდისთვის? მგონი არა. მაგ 80 მილიონით რამდენ გაჭირვებულ ოჯახს,თავშესაფარს დაეხმარებოდნენ?

DavidSMS said...

სწორად გიწერია მაგრამ შენს ადგილზე უფრო კრიტიკული და მძაფრი ვიქნებოდი : )

ibzzz said...

ხიდის ჩალეწვა რო უცდია, თუ ამას შეგნებულად, პროტესტის ნიშნად აკეტებდა, ეგ არაფერი., მართალია ზარალია, მაგრამ როცა საქმე პროტესტს ეხება - ფრანგები გამოდიან და მთელ უბნებს წვავენ.. ასევე ბერძნები.. შედეგი? - მათი მოტხოვნები კმაყოფილდება.
ჰო, რაც შეეხება გენეტიკურს, მე შენს ჩამონათვალს ძაან ბევრ რამეს მივუმატებდი. ძაან. იმაზე, თუ როგორ უნდა მივიყვანოთ ეს ხალხი თვითშეგნებამდე ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ხელი ჩავიქნიე. და ახლა ვფქირობ - 27 წლის ვარ. სიცოხლე მინდა. ვარ კანომორჩილი და კეთილსინდისერი მოქალაქე - არ შეილება წავიდე და სადმე ისეთ ქვეყანაში ვოცხოვრო, სადაც ხალხს თვითშეგნება გააჩნია? არ მინდა ამ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა! მიმიფურთხებია! იქ მინდა, სადაც უკვე აშენებულია. იცი რა, დამიჯერე, ამ ხალხს არ ეშველება. ეს უჯიშო ხალხია. აი შენ ჩემი რჩევა, და აინშტაინისაც (ამან ტქვა და იმიტო) - ნუ ეცდები სამყაროს გაგებას, ეცადე შენი ადგილი იპოვნო მასშიო. ვოტ.

ibzzz said...

როცა ხელფასების გაზრდას იტხოვდნენ, საფრანგეტში ყველა სატრანსპორტო საშუალება გაიფიცა, ყველა, ერთხელ აეროპორტები გაიფიცნენ (სად არ მახსოვს), ქვეყანამ მილიონობით ზარალი ნახა, სამაგიეროდ მათი მოტხოვნები დაკმაყოფილდა.. აქ როგორ ხდება? - წლები მუსაობენ უხელფასოდ! მასწავლებლებს გაფიცვა რო შესთავაზეს - ბავშვებს როგორ ვუღალატოთო! :) ჰეჰეჰ! აი, ამიტოა, რო არ ფსამენ მასწავლებლები! ანგელოზები არიან!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger