Thursday, June 10, 2010

გაიღიმეთ, ეს ფორუმია!


ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ფორუმზე დავწერდი პოსტს, მაგრამ თურმე ყველაფერი ყოფილა შესაძლებელი ისევე, როგორც...

დიდი ხანი არ არის, რაც ახალი ფორუმი გამოჩნდა, როგორც ყველასთვის ცნობილი ფორუმის ალტერნატივა.

ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავიგებდი, რომ არა ჩვევა, ფეისბუქზე ყველა გვერდს თანხმობას რომ ვაძლევ. რამდენიმე დღეა, ჯგუფის სახელით ამ ახალი ფორუმის მოსაწვევები და სიახლეები მომდის (ასეთ სექტანტობებს არ ვკითხულობ ხოლმე). დღესაც არ მივაქცევდი ყურადღებას, რომ არა ახლობელი, რომელიც მოდერი აღმოჩნდა, მისი ხათრით გავხსენი ლინკი და რას ვხედავ!

თბილისის ფორუმის სრულ ასლს.

ფორუმზე დიდი აქტიურობით არ გამოვირჩევი, მასმედიასა და პოლიტიკაში ვარ ძირითადად, მაგრამ ცოტა არ იყოს, შემომეხარხარა ეს რომ დავინახე.

ვისი გაკეთებულია ან რა მიზანს ემსახურება, ვერ გავიგე, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ან ღადაობაა ან - ფორუმის პაროდია.

თან იუთუბის ვარიანტი გამახსენდა: www.utube.com და www.youtube.com (პირველი დომენი კომპანია Universal Tube & Rollform Equipment-ს ეკუთვნოდა და იუთუბის უჩივლა).

მე მაინც ეჭვი მაქვს, ეს საიტი ვერ გაამართლებს, რადგან, არც იუთუბივით კრეატიულია თბილისის ფორუმს რომ დომენის შეცვლა დასჭირდეს და არც ამის რესურსი აქვს. სხვა მომხმარებლების არ ვიცი, მაგრამ მე რომ კოპირება დავინახე, მაშინვე უნდობლობით აღვივსე.

და კიდევ: ძალიან გთხოვთ, ნუ ამახსნევინებთ 446563563569876-ჯერ, რომ მე არც ოპოიუზერი ვარ და არც პო. და საერთოდ, არ ვერევი ფორუმის შიდაინტრიგებში. მე ჩემი გაჭირვება მეყოფა!

P.S. დღეს მაგ ახალ ფორუმზე მოდერატორობა შემომთავაზეს.  :|


9 comments:

სიყვარულოვნა said...

საერთოდ ფორუმების 90% ერთმანეთს გავს. და შეიძლება სულაც იგივე ხალხია მანდ და შესაბამისად ტემებიც იგივეა (თუ ამას გულისმობდი კოპირებაში). სხვა მხრივ პორმა ერთი და იგივე აქვთ. დიზაიანია ხოლმე სხვა და სხვა. და ეგ თუ ზუსტი აზლია მაშინ ვეერ გაამართლებს = )) ორი ერთმანაირი ერთად ვერ იქნებია = ))

Qilipa said...

რო დააინტერესე ხალხი, არ უნდა დაგწერე რა ფორმზეა საუბარი? :)))))))

მე დღეს FB-ზე ვნახე შენთან რო forumge.ge-ა თორე ისე ვერ მივხდებოდი რაზე საუბრობ :)

როდრიგო said...

ფორუმი რა არის? :)

Da-v-iD said...

იქ ვერ ეტეოდნენ და გაფართოვდნენ (ქართლი ლოჯის პონტში) ეტყობა

Gio Rgashvili said...

საერთოდ, ძნელია დღეს ინტერნეტ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფორუმ.გე-ს ხმარობს, სხვა ფორუმზე გადაიყვანო და მითუმეტეს სისულელეა მათ ფორუმ.გე-ს ზუსტი ასლი შესთავაზო .. რავი, მაინც წარმატებებს ვუსურვებ და ჩემი კეთილი რჩევა იქნება, დიზაინი შეცვალონ.
პ.ს. ბოლო პერიოდში პლაგიატობა წესად გვექცა.. ყველა სფეროში ...
ახალი ფორუმის მთავრობას ტვინის გან-ძრევისკენ მოვუწოდებ ! :))

clown said...

მეც წავაწყდი და თვალები შუბლზე ამივიდა :|

vasasi said...

Qilipa @ რომ დავწერო მისამართი, რეკლამა გამომივა, რატომ უნდა გავაკეთო რეკლამა უფასოდ? :))


სიყვარულოვნა@ ეგ საქართველოში ჰგავს ყველაფერი ერთმანეთს, ამ შემთხვევაში, forumge.ge-ს დიზაინი და შიგთავსი, ერთი-ერთზე ჰგავს თბილისის ფორუმისას..

ირაკლი რაა.. მაინც რეკლამა გამომივიდა.. :)

Qilipa said...

:D გამოგივიდაა :D

არა, ისე მართლა არ ჩაითვლება ეგ რეკლამად, რო კითხულობს ადამიანი ხო ინტერესდება რაზეა საუბარი... ასეთ რეკლამას კი არავის ვუსურვებ :დ გაკრიტიკებული და მიწასთან გასწორებული გყავს ფორუმი და ღირსიცაა :დ

Tomushka said...

ვნახე ეგ ფორუმი :D
ase erti ertishi rogor daakopires chemamde ar dadis D:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger