Monday, June 14, 2010

ელდანაკრავი წინდები


მგონი შევიცვალე..

ბლოგს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.

რამდენი ხანია, პირადი პოსტი არ დამიწერია.

ალბათ, იმიტომაც, რომ ჩემ გარშემო უამრავი ადამიანი კითხულობს, უფრო სწორად, აბსოლუტურად ყველა.

ჩემი წელიწად-ნახევრიანი ბლოგერობის შემდეგ მივხვდი, რომ კარგი ის კი არ არის, გამზადებულს რომ გაწვდიან, მაგ: რაზე უნდა დაწერო პოსტი მკითხველის მოსაზიდად, არამედ ის, რომ პროცესში თავად სწავლობ რა უნდა დაწერო, როგორ, როდის და ა.შ.

უფრო სწორად, ეს ფანჯარა სულ სხვა რაღაცის დასაწერად გავხსენი, მაგრამ ვერ ვწერ იმას და შორიდან ვუვლი..

რადგან მის დასაწერად შესავლის გაკეთება დამჭირდა, არც დავწერ, თუმცა, ალბათ, ფანჯრის გახსნის დროსაც ვიცოდი, რომ რაც მინდოდა, იმის მაგივრად სხვა რამეს დავწერდი.

ღმერთო ჩემო, რა კარგია, რომ ალტერნატივა არსებობს..



1 comments:

Qilipa said...

სათაურთან ყველაზე შესაბამისი პოსტია, რაც კი ოდესმე წამიკითხვას :დ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger