Wednesday, June 16, 2010

როცა ვიყავი აბიტურიენტი

ეს პერიოდი ყველა ჩვენგანს გაუვლია, ან პროცესშია, ან წინ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის გადამკიდემ, ამ პოსტის დასაწერად არაადეკვატური დრო შევარჩიე, მე მას მაინც დავწერ.

ეს იყო ოთხი წლის წინ. მაშინაც იყო ფეხბურთი, არც მაშინ გამომიტოვებია არც ერთი თამაში, მაგრამ მაშინდელი ჩემპიონატის შედარება წლევანდელთან, ჩემი აზრით, დანაშაულია (ფეხბურთის გადაგვარება იწყება?). თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდე, თავიდან მივყვები.

იდგა 2005 წელი. სადღაც, სექტემბერში შემართებით დავიწყე მეცადინეობა (ადრეც აღვნიშნე, რომ ძალიან ”შკოლნიკი” ვიყავი, პირველიდან მეთერთმეტემდე ხუთოსანი.. :) ) და, მახსოვს, რომ, რასაც ვკითხულობდი, ყველაფერს ვისრუტავდი.

ექვს საგანში ვემზადებოდი (ქართულში, გერმანულში, ისტორიაში (ეს არ მჭირდებოდა, უბრალოდ, სკოლაში ცუდი მასწავლებელი მყავდა და, არ ვიცოდი ისტორია), მათემატიკაში) (ზოგიერთ საგანში ორ მასწავლებელთან, უფასო იყო და, რატომაც არა?.. :დ )..

სხვათაშორის, გარშემომყოფი აბიტურიენტებისაგან განსხვავებით, მთელი წლის მანძილზე ასეთი აქტიური მეცადინეობის გამო, გადაღლა საერთოდ არ მიგრძვნია. გაზაფხულიც ადვილად გადავიტანე (როგორც წესი, ეს კრიტიკული პერიოდია ხოლმე)..

ჰხოდა, 11 ივნისი რომ დადგა, სულ გავგიჟდი და გადავირიე. ძალიან დაკავებული გრაფიკი მქონდა, ფაქტობრივად, დილის ცხრიდან საღამოს რვამდე, გორის თითქმის ყველა უბანში, რეპეტიტორიდან რეპეტიტორთან დავრბოდი, ფეხბურთმა კი სულ სხვა რეჟიმზე გადამიყვანა. მოკლედ, ერთი თვე ფეხბურთის განრიგზე ამიწყვეს სამეცადინო დრო, იტალია რომ ჩემპიონი გახდა, იმ ღამეს ჩემს სახლში ტელეფონი არ გაჩუმებულა, 242352 ადამიანმა დამირეკა და მომილოცა.. :) მეორე დღეს კი ქართულის გამოცდაზე გავედი.. :)

ჰხო, ჩემი შედეგები ძალიან კარგი იყო: 80-დან 88 ქულამდე მერყეობდა, მაგრამ აი, მერე დამეწყო..

მანამდე ცხოვრებაში არასოდეს მქონია მეხსიერების პრობლემა, აბიტურიენტობის შემდეგ, სერიოზული რეგრესი მაქვს. დღემდე ვერ გამოვდივარ იმ დაღლილობიდან, რაც ამ ერთმა წელმა დამიტოვა, თან ყოველწლიური გადაღლაც ხომ ერთვის თან..

მოკლედ, ვინც ახლანდელი (ან მომავალი) აბიტურიენტები ხართ, მინდა გირჩიოთ, რომ ნუ იქნებით გიჟებივით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტვინი და აზროვნების უნარი გაქვთ (სხვები რომ გეუბნებიან ის კი არა, თავად რომ გრძნობთ, აი, ის). გარდა ამისა, გამოცდაზე რომ შეხვალთ, დაიკიდეთ, მოგეშვებათ. რაც უფრო მეტს ინერვიულებთ, მით მეტ შეცდომას დაუშვებთ. მე არც ერთ გამოცდაზე არ მინერვიულია და ზუსტად ის შედეგი მივიღე, რაც მინდოდა.

აბიტურიენტობაგამოვლილებო, თქვენ რას იტყვით, როგორ ემზადებოდით? 


8 comments:

gijmaj said...

ძალიან არხეინა ტიპი ვიყავი :D ლაითად ვმეცადინეობდი მისაღები გამცდებისათვის იმიტომ, რომ
- მეცხრე კლასიდან მოყოლებული, წელიწადში სულ მცირე 2-ჯერ მიწევდა საქართველოს მთელი ისტორიის გამეორება (-ჯერ სემესტრული გამოცდებისთვის, + რესპუბლიკური ოლიმპიადებისათვის. აი შენზე მაგარი შკოლნიკი ვყოფილვარ :))))) )
- ქართულშიც ანალოგიურად, გადაბულბულებული მქონდა მთელი პროგრამა და შესაბამისი კრიტიკა-პუბლლიცისტიკა :D ზემოთაღნიშნული მიზეზით + ძალიან მიყვარდა ლიტერატურა და ინტრიგები, თითქმის ჩურჩხელებზე მეტად :D
- უცხო ენაც იოლად, უნარები ჩემს დროს არ იყო, მაგრამ რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ უმაღლესი შედეგები მექნებოდა იმიტომ რომ მათემატიკა და ტექნიკური საგნები ფრიად მემარჯვებოდა :D

სწავლა ნაკლებად, ბოლო თვეებში უფრო ვიმეორებდი ხოლმე მასალებს. საერთო ჯამში, ძალიან ცოტა რამის სწავლამ მომიწია :)

სიყვარულოვნა said...

რა არის იცი?
თავს არ ვიკლავ.
რაც შემიძლია კი არა და რაც უნდა გავაკეთო იმის 80% ვაკეთებ. რატომრაც ჩვევად მაქვს რომ უნდა ვიზარმაცო და რაღაც უნდა დავტოვო გვერდზე. არა და ვის ვეჯიბრები ვითომ? ეხლა მე აქ უნდა ვიჯდე და ბლოგოსფეროს ვისრუტავდე? თუ წიგნით ხელში სადმე კუთხეში?
მაგრამ რატომრაც მგონია რომ მაინც ჩავაბარებ (და ეგ დამღუპავს)

vasasi said...

gijmaj @ ჰო, ნუ, მეც გადამეორება გამომდიოდა (განსაკუთრებით, ჰაგიოგრაფიაზე მეკეტებოდა სკოლაში ჭკუა და შუშანიკი დღემდე ზეპირად ვიცი.. :დ ), მაგრამ ისე ვუდგებოდი, თითქოს არ ვიცოდი და პირველად უნდა წამეკითხა, მოწყობით რომ მოვეწყობოდი ეგ ისედაც ვიცოდი, მაგრამ მე გრანტზე მიცახცახებდა ხერხემალი, რომ არ ამეღო, ვერ ვისწავლიდი..
ჰოდა, დამიფასდა და მიხარის.. :)

სიყვარულოვნა @ რა წამსაც გაითავისებ, რომ რასაც სწავლობ, კითხულობ და ა.შ. შენი თავისა და მომავლისათვის აკეთებ, შანსი არ არის, რამე იცუღლუტო მერე..

პ.ს. პირადი გამოცდილებიდან.. :)

ჩორვენი¹³ said...

asuu me ert celicadshi movaxerxe 11 klasis matematikis gavla da zalian rtuli inglisuris gamocdistvis momzadeba

chems matematikis amscavlebels arc ki sjeroda tu me ESMshi chavabarebdi an mere damtavrebas rom shevzlebdi magram me es gavakete

ubralod zalian mindoda rom yvelas jinaze mimegcia am yvelafristvis :D

clown said...

მე მეთერთმეტეში გადავედი და რომ ვფიქრობ თან მსიამოვნებს თან ვნერვიულობ :შ

გურამი said...

მეე.. მე იმენა ვიცოდი რომ ჩავაბარებდი. აი, მჯეროდა. ხოდა ქულებით პირველ ადგილზე ვიყავი. :) რაც შეეხება აბიტურიენტებს, ვურჩევ რომ გამოცდის წინ იფიქრონ იმ დროზე, როდესაც გამოცდა უკვე წარმატებით ექნებათ ჩაბარებული. ხოლო გამოცდის დროს - აუცილებლად იყონ იქ და არსად იფრინონ. :)

მარი said...

ჩემნაირი არხეინი აბიტურიენტობა არავის ჰქონია მგონი. ერთადერთი რაც მაწუხებდა, დილით 8 საათზე გაღვიძება იყო ყოველდღე. დანარჩენი არაფერი ყოფილა რთული. არც მეშინოდა, რადგან ისედაც ძველი ნასწავლი მქონდა ყველაფერი და ანიტურიენტობისას მხოლოდ თვალი გადავალე.

zorbeg said...

ჰაბიტურიენტობა გამახსენდა –(
ქართულის გაკვეთილები მენატრბა :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger