Thursday, June 17, 2010

შევეშვა ბლოგს?

რამდენიმე დღის წინ ჩემს ძველ პოსტებს გადავავლე თვალი და ბევრი ისეთი ბლოგერი/მკითხველი აღმოვაჩინე, რომლებიც პოსტს არ აგდებდნენ, კითხულობდნენ და აზრებს მიზიარებდნენ (მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სისულელეებს ვწერდი)..

მერე ისინი დაიკარგნენ. არა, მკითხველიც, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი ცხოვრებაში, ცვალებადია, მაგრამ ვინც დავკარგე, უფრო მეტი, მგონი, არ შემიძენია..

წეღან ფეისბუქზეც შემომეწერა ჩემი გულისტკივილის (თუ როგორც არის) შესახებ. ალბათ (ალბათ არა), ვერ ვწერ კარგად თუ როგორც არის. ჰხოდა, ხშირად მინდება ხოლმე, რომ გავქრე. აი ასე, ხელაღებით გავქრე არა ერთი, ორი, სამი ან ოთხი, არამედ, ყველა სოციალური თუ არასოციალური საიტიდან.

წავიდე და აღარ დავბრუნდე. 

არ ვიცი, შეიძლება ახლა ძალიან ვარ გადაღლილი ან სხვადასხვა მძიმე/არცთუ ისე მძიმე პრობლემებით თავ/გულ/ნაწლავებგამოტენილი, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ: 

ხომ არ დამენებებინა ბლოგერობისათვის თავი?


26 comments:

მარი said...

რას ამბობ გოგო, არ ქნა ეგ. ცოტა ხანში სხვანაირად იფიქრებ

ჰექსე said...

მე ვფიქრობ რომ არასდროს არ უნდა შეეშვა ბლოგს
იმიტომ რომ შესაძლოა მოაკლდე თუნდაც ერთ ადამიანს ( რა სენტიმენტალური ვარ)
ისე აქტიურობა არ ნიშნავს კომენტარებს
მე პირადად ბევრ ბლოგს ვკითხულობ მაგრამ კომენტარებს იშვიათად ვტოვებ
და ეს ბლოგები რომ გაქრნენ დამაკლდებიან.

vasasi said...

ეჰ, რა ვიცი ბავშვებო, ხანდახან ძალიან მიყვარს აქაურობა და დღიღი დღე რომ ვიზრდები, მსიამოვნებს, მაგრამ ხანდახან გული მწყდება ხოლმე რაღაცებზე.

ჰხოდა...

Gio Rgashvili said...

თამუნა, არ მინდა ვიფიქრო, რომ იმის პროვოცირებას ახდენ , რომ გათბე იმ თბილი კომენტარებით, რაც როგორც წესი მოსდევს ხოლმე მსგავსი პათოსის პოსტებს :ვასასი: :)
არა, ვიზიტორების სიმცირე რაღაც პონტში შეიძლება იყოს დემოტივატორი, მარა მთავარი ალბათ მაინც ისაა, რის გამოც დაიწყე - სათქმელი გქონდა და ამბობდი .. თუ ფიქრობ, რომ აღარაფერი გაქვს სათქვამი, მაშინ წადი, მარა მგონი მომავალში უფრო მეტის თქმა მოგინდება :))

მგონი ბოლო პერიოდში ყველა უჩივის ვიზიტორების ნაკლებობას. ალბათ იმიტომ, რომ პასიური სეზონი მოდის. ნუ, ასე ვხსნი მე ..

დარჩი ; )

clown said...

დიდი სისულელეა ბლოგისთვის თავის დანებება...

როცა ვერ იტან აქაურობას უბრალოდ ნუღარ შემოხვალ...

მერე მოგენატრება ^_^

<3

Zurriuss said...

მარკეტინგულად იმუქრები ახლა შენ :)))
ჰოდა მე გამოგიჭირე - ვნახოთ, სხვა რას გიპასუხებს ;))

Qilipa said...

კარგი რა! რას ამბობ? როცა მოგინდება მაშინ დაწერ და მერე რო გადაგივლის დაღლილობის პერიოდი უფრო მოუმატებ ;) ვინ დაკარგე არ ვიცი, მარა მე არც თუ ახალი შეძენილი მკითხველი ვარ და ნუ დაგვწყვეტ გულს ვინ აქა ვართ ხოლმე :))

ჩორვენი¹³ said...

KI danamdvilebit unda daanebo blogvas tavi da naxe ratom :


eseiigi ra xdeba , Shens shemtxvevashi



Chven gvaqvs saqme ...


























gagikvirda aseti dasacyisi? ra gaifiqre?? nu sulelob : ) ar ginda ar wero, mogindeba dawere samsaxuri xom araa 9dan 9mde iyo?? :D
ase rom amayad were an amayadve ar wero ragac drois ganavlobashi :D

როდრიგო said...

სისულელეა ეგ, მაგაზე არც იფიქრო. რაღაც პერიოდი დგება, რომ ეგეთი განწობა გაქვს, მაგრამ გადაგივლის მერე. აი როგორ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებშია რა. ცოტა ხნით ერთმანეთისგან რომ ისვენებენ და მერე ისევ რომ უნდებათ ერთმანეთი ;)

Natalia said...

eg momenti yvelas [blogers] aqvs da male gadagivlis :))

Da-v-iD said...

უბრალოდ ბლოგერობის ერთმა ტალღამ გაიარა. ახალი ხილი იყო ყველასთვის, შესაბამისად გვეგემრიელა. ახლა ცოტათი "გამოვძეხით" (ცოტა ცუდი სიტყვაა) მაგრამ ეგ არაფერია, ისევ "მოგშივდება" და ისევ მოგენატრება. აგერ ნახავ. ეგ სენია და შენ უკვე კარგა გვარიანად ხარ ამით სნეული ;)

პ.ს. შედარებებისთვის ბოდიში. ზღვიდან მოვედი და ცოტათი მშია კიდეც.

ახალი შთაბეჩდილებები გინდა. კარგი ზაფხული გინდა და გაივლის ეგ განწყობაც ;)

Agasfer said...

ყველაფერი გავლადია, ვასასი :)
აი, ავატარს თუ სეცვლი, ეგ კი ძალიან კარგი იქნება :D
ეშმაკი ხუანივით მიყურებს O_o

Agasfer said...

ამდენი ვიყვალე, ლინკებში ჩაგსვი ჩემს ბლოგზე, შრომას წყალში ნუ ჩამიყრი :D

vasasi said...

Gio Rgashvili: გავთბე-გამოვთბე, ეგ მომენტი ნამდვილად არ მაქვს, ბოლო რამდენიმე დღე რაც ვნახე, მომაწვა გუშინ საღამოს და დავიწუწუნე უბრალოდ.. :)

Zurriuss: აბა მარკეტინგი?.. არა, მაგ შემთხვეაში, უფრო საინტერესო თემაზე დავწერდი.. :მო:

Qilipa: :2kiss:

Agasfer: არა, ავატარს ვერ შევცვლი, იმ დღიდან ეს მაქვს, რა წამსაც ქსელში გამოვჩნდი.. :)
ხუანი არა, ალესანდრო დაუძახე, იტალიელია მაინც.. :დ :დ :დ



ჰხოდა..
გმადლობთ, ბავშვებო.. :)

ლიშთოთა said...

არა! :)

kikito said...

ar sheeshva da dagtage :)
http://kikitoland.ge/quchashi_rom_shemogxvdet/

vasasi said...

kikito @ გავააკეთე ეგ უკვე.. :*

http://tamok-vasasi.blogspot.com/2010/05/blog-post_03.html

Katieé.Ge said...

არა :)

გურამი said...

ჩემი საკუთარი ორი ხელით დაგახრჩობ ბლოგერობა რომ შეწყვიტო და ჩემი საკუთარი ოთხი თავლიათ ვუყურებ ამას იცოდე! :vik:

კოპალა said...

მე მიყვარხარ , შენ და შენი ბლოგი და შენი პოსტების კითხვა მიყვარს , ესეთი რამე თავში როგორ გაივლი, მგონიშენ უფრო მოგწყინდა :)))) ველოდები ახალ პოსტებს და იქნებ საათიც დამაყებებინო ჩემს ბლოგზე :)))
გკოცნი მპუააააა :*

zorbeg said...

არა არა...
კაი პოსტებია. ვკითხულობ ხოლმე.

არ ქნა ეგ

Anonymous said...

კარგად წერ და აზროვნებ. გააგრძელე.

Agasfer said...

ვასასი, იქნებ მაინც გეფიქრა? :D
სიახლე, ნოვაცია, გადახალისება, რა ვიცი :D

გაბო said...

kargi exla ramdenime ZRintiani komentatori tu agar shemodis amis gamo ar grs javri :P lol mec karga xans ar damikomentarebia mara ar nishnavs rom agar vkitxulob an shen amis gamo unda shewyvito wera ise zuras vetanxmebi marketingulad damuqrebis ambavshi :D

nakrina said...

რას ამბობ?! დღეს დავდივარ და ვფიქრობ, რა მაკლია-თქო, ჰოდა გამახსენდა, რომ 3-4 დღეა შენს ბლოგზე არ შემოვსულვარ... ასე გააგრძელე :)

OTO said...

NOO

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger