Saturday, June 19, 2010

იყავით ქველმოქმედნი!


ჰხოდა, რაშია საქმე, ჩემო მეგობრებო..

ბათუმელი ჟურნალისტის წყალობითა და დახმარებით, ნეტგაზეთის საჩემპიონატო ბლოგზე ამოვყავი თავი. 

როგორც გავიგე, ჩემპიონატის ბოლოს ბლოგერს, რომელსაც ყველაზე კარგი და რეიტინგული პოსტები ექნება, დააჯილდოვებენ. 

არა, მთლად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზურს არ ველი, თუმცა მოგება ძალიან მინდა (რამდენი ხანია, არაფერი მომიგია).

დღეს გამოვაცხვე ერთი პოსტუკა. ძალიან გთხოვთ, რომ დამიკომენტაროთ. რადგან კომენტარების რაოდენობით იზომება მისი აქტივობა.

მართალია, მთლად ”ღროდნოკლასნიკის” მომხმარებელ თინეიჯერს დავემსგავსე, სრულიად პოპოვის სექტას რომ სთხოვს ფოტოზე დაკომენტარებას, მაგრამ მოგების სურვილი იმდენად დიდია...

აჰხათ თქვენ ლინკი.

დიდი მადლობა იმ კოლეგიალობისათვის, რასაც ადამიანურობა ჰქვია.

პატივისცემით ვასასი. 


9 comments:

siyvarulovna said...

warmatebebiiii

clown said...

აბა ვასო წარმატებები ^_^

<3

Da-v-iD said...

უკვე დაგიკომენტარე და ძალიანაც მომეწონა :) ყოჩაღ. ასე განაგრძე :)

vasasi said...

გმადლობთ, ბავშვებო.. :)

მინდა მოგება, რა დასამალია.. :ამბიციური:

Qilipa said...

უი ახლავე :) წარმატებები ;)

Katieé.Ge said...

ეუფ
აშკარად არასაკონკურსო პოსტებს უფრო საინტერესოდ წერ :))

Katieé.Ge said...

აა, ვაი, მაპატიე, უყურადღებოდ წავიკითხე :D
მეგონა ბლოგროლზე უნდა ყოფილიყო რეიტინგული და აქ უნდა დამეკომენტარებინა :D

ახლა გადავედი ნეტგაზეთზე :) სორრი :)

kanario said...

იმედია, ისევე აქტუალური იქნება შენი პოსტებიც, როგორც ჩემპიონატის თემა! :) :* წარმატება დიიდი!

vasasi said...

Katieé.Ge @ არა, რა ბლოგროლზე.. მანდ ისეთ პოსტებზე მიწერენ მინუსებს ან პლუსებს, თვალები შუბლზე ამდის ხოლმე..

თან, თუ სექტის წევრი არ ხარ, შანსი არაა რეიტინგული პოსტი გქონდეს.. :)

ბლოგროლი ახალი რომ იყო, მაშინ მქონდა მე რეიტინგული პოსტები.. : )

გმადლობ, კანარიო.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger