Monday, June 21, 2010

მიმბაძველობითა შენითაო


რა თქმა უნდა, ქართველები რის ქართველები ვართ, სხვისგან რაღაც რომ არ ავიტაცოთ და საჩვენოდ გამოვიყენოთ.

რაღაც ძალიან ვხდები ერთ-ერთი მედიასახლის ფანი (ღმერთმაც არ უწყის რა მაძლევს ამის საფუძველს), მაგრამ ესეც რომ არა, მე მაინც მინდა, ჩემი აღშფოთება გადმოვანთხიო.

ვღშფოთვარ.

მიზეზი არის ერთ-ერთი ყვითელ-ყვითელი ჟურნალი (მრავალთა შორის).
რამდენიმე დღის წინ ჩემმა ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე დააშეირა ლინკი, რომლის თანახმადაც, ეს ჟურნალი მსოფლიო პროზის საგანძურს (ცოტა სხვანაირი სახელით) უშვებდა. 

ჯერ ნერვები დაგვაწყდა ყველას, სანამ გავიგებდით მის ფასს. სიმართლე რომ გითხრათ, საშინლად იმედგაცრუებული დავრჩი. 

წიგნის და ჟურნალის ღირებულება ერთად 5 ლარია (მაშინ, როცა იდეის ინიციატორისა და მთავარი კონკურენტის ჟურნალი წიგნიანად 4 ლარი ღირს და ძალიან კარგი ხარისხია), მაგრამ ისეთი უხარისხო წიგნია, ცოტას გაწყდა, რედაქციაში არ ვესტუმრე და სინდისზე ლექცია არ წავუკითხე (გაუმართლათ, რომ დრო არ მქონდა).

ზოგადად, როცა სხვას ბაძავ, ეს შენს რეიტინგსა და იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს. მაგრამ თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგაჩნია სხვისი მიბაძვა, მოდი და შენ უფრო ხარისხიანად გააკეთე. მარტო წიგნის შიგთავსი არაა. როცა ვყიდულობ, ხომ უნდა ვიცოდე, რომ სამჯერ წაკითხვის შემდეგ არ დაიფურცლება?!

ჩემგან ძალიან დიდი მინუსი ჟურნალს, რომლის სლოგანზეც ვიხოცები სიცილით (ბეჭედი, ბაჯაღლო, ოქრო და ა.შ.). სიღორეც არის და სიღორეც. 

წესით არ უნდა ესწავლებოდეთ, რომ მომხმარებლის მოტყუება დადებითად არ მოქმედებს პროდუქციის გაყიდვაზე. პირადად მე თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ.  წიგნოფილი რომ არ ვყოფილიყავი, შეიძლება მათი ყიდვით გამოწვეულ სიამოვნებასაც შევლეოდი პრინციპის გამო, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც უარის თქმა ჩემს ძალებს აღემატება. 


8 comments:

ჰექსე said...

მე იმდენად გაბრაზებული ვარ რომ არ ვაპირებ მაგ წიგნების ყიდვას
არაფრით არ არიან გზაზე მეტი
დაალოებით იგივე ფასად მაღაზიაშიც ვიყიდი წიგნს და გაცილებით უკეთეს ხარისხის :)

vasasi said...

მე ვაპირებ, ისეთი წიგნებია, რომლებიც არ მაქვს და რა ვქნა?!

ისე, ძალიან ვარ მართლა აღშფოთებული!

ჟურნალი არც გადამიხედავს, ისე გადავაგდე ურნაში!

მეტის ღირსები არიან!.

mwvanevashli said...

მაგათ არ გამოსახეს კლდიაშვილის წიგნზე უნამუნოს პორტრეტი? ნუუ, მაგ ორიდან რომელირაცა რედაქციამ. ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან :)))))))) ისე არც კლდიაშვილი მიყვარს და არც უნამუნოზე ვგიჟდები, მაგრამ მაინც სასაცილო იყო :)

vasasi said...

”გზას” შეეშალა...

მაგრამ ახალი წიგნები გამოუშვა და ვისაც სურს, შეუძლია ”ბიბლუსში” გამოცვალოს..

”ისე არც კლდიაშვილი მიყვარს და არც უნამუნოზე ვგიჟდები”


:)
უკომენტაროდ.. :))

ნან said...

ვასასი ნუ დამაბნიე, რომელმა ჟურნალმა დაიწყო მსოფ. საგანძურის გამოცემა თქვი ბარემ :D

ეგ იდეა კი 'გზას" არ ეკუთვნის, კარგად გამოცდილი ამბავია, ძალიან ბევრი ცნობილი გამოცემა აკეთებდა და აკეთებს ამას. მთავარია ხარისხიანად გააკეთონ, მიმბაძველობა ჯანდაბას. ძალიან კარგი გათვლაა, გაყუდვებს ზრდის მაგრად, მითუფრო თუ საგამომცემლო სახლს საკუთარი სტამბა აქვს.

ჟურნალის სახელი! :D

Qilipa said...

ეგ არ ვიცი რა არის, მარა ,,გზა” კარგია!

ხოდა ნუ მალავ ხოლმე სახელებს :) იმ ფორუმის არ იყოს! გაგვაგებინეეეე ყოლიფერი

vasasi said...

nan, qiliga: Tbiliselebzea laparaki..
imitom ar vambob xolme saxelebs, rom reklama gamova, ratom unda gavuketo reklama ufasod? :d

ki, kargi proeqtia, magram agvshfotdi xarisxze.. :@

nagvebi!

გურამი said...

ჰე, პაცან, რომ წერ რამეს, ეს შენი ბუჩქია და დაწერე რაზე ხარ გაბრაზებული. რა ჟურნალია და რომ არ იყიდონ და არ გდაყარონ ფული.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger