Monday, September 6, 2010

Back in the USSR?

ჰიმნი კარგი გამოგონებაა.
როდესაც შენი ქვეყნის ჰიმნი ისმის, ბურძგლებს გაყრის, თვალზე ცრემლი გადგება, კრუნჩხვებში ვარდები და, საერთოდ, რაღაცები გემართება.

მიუხედავად იმისა, რომ ცნება PR ჯერ არ იყო შობილი, საბჭოთა კავშირში ბევრი იფიქრეს, იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ამა თუ იმ რეფორმისადმი მოსახლეობის დადებითად განსაწყობად სპეციალური სიმღერები უნდა შექმნილიყო.
ასე უმღერეს შრომას, კოლექტივს, გმირ ქალებს, ბელადებს და ა.შ.
გამოხდა ხანი.
კარგი დრო წავიდა, სისტემა შეიცვალა.
მერე კიდევ.
გატარდა სრულიად ახალი რეფორმები.
ზოგმა ვერ გაამართლა, ზოგმა კი, ზოგმა - ძალიან.
სულ რაღაც ოთხი თვის წინ, სატელევიზიო ეთერში კლიპი დატრიალდა. კარგი კლიპია, ხარისხიანი. უბრალოდ, პოლიციის ჰიმნი ჰქვია და ქართულ პოლიციას უგალობს.


გავიდა რამდენიმე კვირა. იუთუბიზე მორიგი შესვლის დროს აბა რა ვიპოვე?
პოლიციის ახალი ჰიმნი, ამჯერად, უკვე ”მგზავრების” შესრულებით.
სიმღერას ეტყობა, რომ ნაჩქარევადაა დაწერილი, თან ფრთხილად (დედალამაზიშვილს ხმა უცახცახებს).
აბა მოუსმინეთ:


დღევანდელ საქართველოში 454645 რეფორმას შორის ყველაზე წარმატებული, დაგეგმილი, გათვლილი და შესრულებული პოლიციის რეფორმაა (ამაზე კამათიც არ ღირს). პირადად ჩემთვის, კარაქიანი კარაქის პრინციპი გაუგებარია. პატივს ვცემთ პოლიციას, გვიყვარს, ჩვენი დამცველი გვგონია და მართლა მისი იმედი გვაქვს.
უბრალოდ, ეს ჰიმნები, ჩემი აზრით, ძალიან ზედმეტია. პოლიციას ოდიოზურ მდგომარეობაში აყენებს.
კარგი, ერთი ჰიმნი შეგეშალა, მაგრამ მეორე?
გამომდინარე იქიდან, რომ ”მგზავრები” ახალგაზრდული ჯგუფია, გასაგებია, თუ რა სეგმენტზეა სიმღერა გათვლილი.
ამავე პრინციპით, უახლოეს მომავალში ველი ნანი ბრეგვაძისა და ბუბა კიკაბიძის დუეტს (ხანდაზმულებისათვის), ლექს-სენის (რეპის მოყვარულებისათვის), ნინო ჩხეიძის (მარშრუტკის, ტაქსის, ავტობუსის მძღოლებისათვის), ”ბასტი-ბუბუს” (ბავშვებისათვის 0-დან 10 წლამდე) ვერსიებს პოლიციის ძლიერებასა და ადამიანურობაზე. მერე შსს ალბომს გამოუშვებს, ხოლო მომავალ წელს ბესო ჩუბინიძე ვანო მერაბიშვილს ”მეგას” გადასცემს, როგორც ყველაზე პოპულარული ალბომის ავტორს.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ეჭვებში ვარ ჩავარდნილი: საბჭოთა კავშირს გამოვექეცით, გამსახურდია გავაგდეთ, შევარდნაძე გადავაგდეთ, რუსეთს მივაფურთხეთ, გავატარეთ ახალი რეფორმები და უცებ, ჰიმნების წერა დავიწყეთ. რა არის ეს, Back in the USSR??
ჰო, ბატონო ვანო, სამშობლოზე ფიქრი მართლა დილიდან იწყება, ოღონდ გადამლაშებული არაფერი ვარგა.

18 comments:

მარი said...

ცოტა ხანში სხვადასხვა ენებზეც გადატარგმნიან ალბათ :)))

meanderdze said...

კიდევ იცი რა შეიცვალა – ეხლა ინგლისურად ამბობ - "Back in the USSR" და რატომ ვერ გავიგე, ეხლა არავინ არ გვაძალებს თავის ენას...(არ დამცინო და სერიოზულად მიპასუხე :დ)

ვანოს კლიპი თვითონ პოლიციაზეცაა გათვლილი, რომ კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა და მუღამი შეემატოთ თავის საქმეში (ისედაც თავს არიან გასული!)

მგზავრები ხომ საერთოდ ჯიბის მუსიკოსები არიან – მეფის კარის მასხრები (ფანებმა მაპატიონ :დ)

ვასას და, ეს პოსტი ცოტა ნაგვიანები ხომ არ გამოგივიდა???

:D:D:D

ჰექსე said...

აუ ისიც კი არ ვიცოდი რომ მაგას მგზავრები მღეროდნენ... :(

ნუ ახალგაზრდა ბიჭებმა პატრულს უნდა უმღერონ აბა სხვა ვის?

vasasi said...

meanderdze: ნაგვიანები კი არა, არ მათქმევინო როდის ეს დავწერე.. :))

რაც შეეხება Back The USSR-ს ეს ბითლზის ერთ-ერთი სიმღერის სათაურია და სწორედ ეგ მომივიდა პირველი თავში.. :პ

პოლიციას არ სჭირდება ეგ, ისედაც იციან კარგები და გადასარევები რომ არიან და ჩვენც ვიცით.. :)

meanderdze said...

Back The USSR მართლაც არ ვიცოდი, მაგრამ...

"პოლიციას არ სჭირდება ეგ, ისედაც იციან კარგები და გადასარევები რომ არიან და ჩვენც ვიცით.. :)"– ვანოს უყვარს თავისი ბიჭებისთვის სიურპრიზის გაკეთება :)))

უი მართლა, ვასას ბათუმის კინოფესტივალზე მიდიხარ?

vasasi said...

არა, არ მივდივარ..

შენ?

meanderdze said...

"არა, არ მივდივარ..

შენ?" –

მოდი მე და შენ უფულობაზე დავწეროთ სიმღერა, ან იმაზე რომ ფული გაქვს და ვერ ხარჯავ იმაში რაც გინდა

:D:D:D :))))))))

vasasi said...

meanderdze: მოდი, ეგრე ვქნათ..
მაგრამ მე სიმღერა არ მეხერხება.. :დ

საწყალობელ წერილს დავწერ უფულობაზე.. :|

ibzzz said...

back to USSR უნდა
დანარჩენში გეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა შვილმა ზეპირად იცის პირველი ჰიმნი :)

ket_eva_n said...

yvelafershi getanxmebi :) magram me am propagandis msxverpli var ;)) am simgeraze da klipze mburdzglavs da vchuydebi :)):))) arada, saertod ar var midrekili amgvari ze patriotuli moqmedebisken :))

Zurriuss said...

ეჰ, ხალხებო, თქვენ "ტორპედოს" ხხიმნი არ მოგისმენავთ :)

vasasi said...

Zurriuss: მერე შეგვისრულე ცოცხლად.. :)



რომ ჩამოხვალ.. :P

niksologi said...

...

niksologi said...

Back in the USSR? --- არა.
დაბრუნება საბჭოთა კავშირში ნიშნავს რომ გამოვედით და მერე მივბრუნდით ისევ.
ჩვენ შემთხვევაში კი ასე ნამდვილად არაა.

მერე რა რომ საზღვრები დაინგრა და ჩვენ ჩვენი შემოვღობეთ სახელმწიფო, ჩვენი ტერიტორია?
რა მნიშვნელობა აქვს დიდი საბჭოთა კავშირის პატარა ნაწილი იქნები თუ შენ გექნება საკუთარი პატარა საბჭოთა სახელმწიფო მართვის საბჭოთა ბერკეტებით?

ჩვენ მენტალურად უნდა გამოვიდეთ საბჭოთა კავშირიდან.
ხალხი, საზოგადოებაა მაგ ყველაფრის ამოსავაი წერტილი.

მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო და ესენიც (ზემოთ)ჯიგრულად იყენებენ მიჩვეულს სათავისოთ.

tojina said...

უი, რამდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ და რა საინტერესო რამ დამხვდა, ახალი თემა... :) მომწონს... : )

taa said...

მერე შსს ალბომს გამოუშვებს, ხოლო მომავალ წელს ბესო ჩუბინიძე ვანო მერაბიშვილს ”მეგას” გადასცემს, როგორც ყველაზე პოპულარული ალბომის ავტორს.

:D :D :D :D :D :D :D

enatkbili enamcare 2

ელენე said...

და აგიხდა წინასწარმეტყველება!!!
როგორ იტყვიან ხოლმე? "ასე აგიხდა ყველაფერი კარგი!"

http://www.youtube.com/watch?v=eUyCZxM4WTM&feature=player_embedded

vasasi said...

ეჰ, ელენე..
როგორც იტყვიან, შენს პირს შაქარი.. :)

რამდენი რამე მაქვს ასახდენი.. <3

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger