Thursday, July 1, 2010

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს


არ მიყვარს შეკვეთილი პოსტები, მაგრამ ჰექსუსას მე შევუკვეთე, რომ დავეთაგე (ღროდნოკლასნიკი და თინეიჯერი: აუ, სურათი დამიკომენტეეეეე), ჰხოდა მას შემდეგ, რაც გუშინ მითხრა, რომ შემიკვეთე, სადაა პოსტიო, დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა რაღაცა მქონდა გეგმაში, ვსწერ ხუთ რაღაცას, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. 

დავიწყებ ბოლოდან: 

5. თეატრი - ფინანსური მდგომარეობისა და ბილეთის სიძვირის გამო (თუ ეს ორი ერთმანეთს უკავშირდება) იშვიათად დავდივარ, მაგრამ თუ შანსი მაქვს, თეატრის გამო შემიძლია ყველაფერი გადავდო. იქიდან გამოყოლილი მუხტი მთელი ერთი კვირა მყოფნის (ჰხო, და ფილმები არ მიყვარს);

4. ჟურნალისტიკა - კრიტიკა მართლა გაცილებით იოლია საქმის კეთებაზე. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, და ყველაფერს ვიზამ იმისათვის, რომ ვიყო პროფესიონალი და არა ყველა. ვგრძნობ, რომ ამის პოტენციალი გამაჩნია და, ზუსტად ვიცი, რომ თუ ვიგრძნობ, რომ თანამედროვე ქართულ ჟურნალისტურ მასაში ათქვეფა მემუქრება, სულაც თავს დავანებებ ამ სფეროს (მაგრამ მგონია, ეს საჭირო არ იქნება);

3. უძველესი ცივილიზაციები - ძალიან მიყვარს უძველესი ცივილიზაციები. საბაზო ინფორმაცია ყველაზე მაქვს. განსაკუთრებით მაინტერესებდა ეგვიპტური და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი მაქვს წაკითხული ამ ცივილიზაციაზე. დაახლოებით, ხუთი წლის წინ ამერიკულმა ცივილიზაციამ ჩამითრია. ყველას გაცნობის შემდეგ გამოვყოფდი აცტეკებს, მათ კულტურაში ძალიან საინტერესოდ ერწყმის რელიგიური და ცხოვრებისეული იდეოლოგია. პირველი, ერთი შეხედვით, პირველყოფილი, მეორე კი თანამედროვე ადამიანის დონის შეხედულება ცხოვრებაზე (ვბოდავ, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, ამ თემაზე, რა თქმა უნდა, არასრულად, მაქვს პოსტები ისტორიულ-შემეცნებით ბოდვანში და იხილეთ);

2. The Beatles - რა თქმა უნდა!. უკვე კომენტარიც აღარ ჭირდება ამას. ჰხო, მე მაინც ჯიუტად მჯერა, რომ ამ ლივერპულური საოცრების ნაშთი (ჩემი სათაყვანებელი პოლ მაკარტნი) საქართველოში ან სადმე ახლოს კონცერტს გამართავს და, უკვე ერთი წელია, რაც აქ მოსახვედრად ფულს ვაგროვებ. დარწმუნებული ვარ, ამისრულდება. ჰხო, ”ბითლზი” მართლა ყველაფერია ჩემთვის;

1. კითხვა - რაც თავი მახსოვს, სულ ვკითხულობ, გამუდმებით. ერთს ვამთავრებ და მეორეს ვიწყებ. ერთი პერიოდი მქონდა ჩავარდნა (ინტერნეტს რომ გავეცანი), მაგრამ ექვს თვეში გადამიარა. მართლა ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიყო ისე, რომ არ ვიკითხო. პოეზია არ მიყვარს. პროზაზე მეკეტება.

ჰხო, სულ ეს იყო..

ვთაგავ გურამს, მიშას, დათოს, ნანას, კიკიტოს და თამოს


7 comments:

knuti said...

უმმ.. თეატრი <3 ზუსტად ჩემი მდგომარეობა აღწერე <3
ერთხელ მაინც უნდა წვაიდეთ ერთად :))

vasasi said...

აუცილებლად წავიდეთ.. :)

Michael said...

კარგი რარაცეები გიყვარს :D

და ისა ჩვენ თვითონ როგორ დავითაგოთ? (როგორ გავკადნიერდეთ მასე? :D )

kanario said...

მგონი, ერთმანეთს ვგავართ, იცი?! :)

clown said...

პროზაზე მეც მეკეტება :D

tammo said...

მადლობა დაtagისთვის

ისე თეატრში რომ გეპატიჟებიან ხოლმე მაშინაც ხომ მიდიხარ :)))))

Qilipa said...

ეჰ Beatles, Beatles...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger