Monday, July 5, 2010

კოლონიზატორი კოლონიაში


ჰილარი კლინტონი საქართველოშია! მთელი დღის მანძილზე, ქართულ საინფორმაციო საშუალებებში ამის გარდა ვერაფერს მოისმენდით. საქართველოში დრო გაჩერდა.

ჰილარი კლინტონი წავიდა! წავიდა, მაგრამ დატოვა სამმილიონიანი ეგზალტირებული მასა ადამიანებისა.
ოფიციალური ინფორმაციით, კლინტონი მხოლოდ იმისათვის ეწვია საქართველოს, რომ კიდევ ერთხელ დაეჭირა მხარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის (ხელი ასწიეთ, ვისაც გჯერათ, რომ მხოლოდ ამისათვის დაგვათვალიერა). მანამდე კი..
...აღფრთოვანებული ჟურნალისტები:
- ქალ ლიდერებთან (მე ამ ტერმინის აზრს ვერ ვხვდები ისევე, როგორც ეპითეტ ”ზანგს”) შეხვედრისას ჰილარიმ თავის სიტყვაში თამარ მეფე ახსენა. მან უფრო მეტი იცის, ვიდრე ამერიკელმა ჟურნალისტებმა. აღფრთოვანებული მდედრი ლიდერები ტაშს უკრავენ საქართველოს ისტორიის ასე ღრმად მცოდნე კლინტონს. სახე ერთიანად გაბადვრიათ.
- პრეზიდენტთან ერთად, ჰილარიმ შარდ(მდ)ენზე გაიარა და თეთრი, ნახევრად მშრალი ღვინო დალია, რესტორნის ბედნიერმა მფლობელმა კი სამლიტრიანი ბოთლი აჩუქა და დედა დააფიცა, რომ შვილის ქორწილში გახსნის. ჰო, ბოთლს ბილ და ჰილარი კლინტონებისადმი მიძღვნილი წარწერა ამშვენებდა, ერთიც ვნახოთ და, თვითმფრინავში ვინმეს სომხურ კონიაკში აერიოს.
- ჰილარი შარდ(მდ)ენზე მსხდომ ახალგაზრდებს გაესაუბრა.
ჰხო, ჰილარი თავისუფლად დასეირნობს ძველ უბანში, ყოველი ბუჩქისა და კუნჭულის უკან სულაც არ ზის FBI-ს ხალხი. ის გოგონებიც სრულიად შემთხვევიღ ისხდნენ
შარდ(მდ)ენზე, აი ისე რა.. ეწეოდნენ, ლარიან ყავას 25 ლარად აგემოვნებდნენ, ბიჭებს განიხილავდნენ და უცებ ჰილარი არ მოკუსკუსებს?

ინტერვიუები ბედნიერ ქალიშვილებთან:
- რას გრძნობთ?
- ვაიმე, რა საყვარელი ქალბატონია, ის ღვინით გაგვიმასპინძლდა. ეიფორიაში ვართ. რა თბილია..

სიტყვა ”თბილს”, ქართველი ჟურნალისტები, თითო ჩართვაში 35463-ჯერ ახსენებდნენ. მათ, ეტყობა, ამერიკულ ეტიკეტზე არაფერი სმენიათ.
სეირნობა  ბარათაშვილის ხიდზე. მიხეილ სააკაშვილი თბილისის ღირსშესანიშნაობებით ყბაჩამოვარდნილსა და დამბლადაცემულ კლინტონს თბილისის მერზე უთითებს, რომელიც ხიდის თავში სულგრძელად ელის ძვირფას სტუმართან შეხვედრას და სულ ფეხები უკანკალებს. გასუქებულა. კოსტუმი ორ ღილზე ძლივს ეკვრება.
- ჰილარის გრიგოლ ვაშაძემ თეთრი ვარდების თაიგული მიართვა. კლინტონი პრეზიდენტის ნაბოლარას მოეფერა (გაგიჟდა, ისე მოეწონა თურმე, გადარეულები იყვნენ დამსწრე პირები). კლინტონმა იგივე გაიმეორა, რაც ბუშმა ხუთი წლის წინ. და ჩვენი ტელევიზიები დეტალურად იხსენებენ ვისაც კი, წარმოშობით ამერიკიდან, ოდესმე რამე უთქვამს ჩვენს ქვეყანაზე თუ  ქვეყანაში.
კლინტონი წავიდა, დაგვტოვა, მაგრამ დაგვიტოვა მთავარი მესიჯი: ამერიკას საქართველო კიდევ უყვარს და ერთგულებას ეფიცება. მერე რა, რომ ობამა და მედვედევი საეჭვოდ ხშირად ხვდებიან ერთმანეთს (შორს ვარ ილუზიისგან, რომ მხოლოდ საქართველოს გამო), მერე რა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი წინამორბედზე დიდი იდიოტია, მერე რა, რომ კონდოლიზა რაისის შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია ამერიკის სახელმწიფო მდივანი იყოს ქალი, რომელიც ნომერ პირველი ოპონენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ოფიციალურ შეხვედრაზე წითელი ღილაკით მიდის და ხელს აჭერინებს, პოლიტიკა გადავტვირთოთო.
რიგი პროცესების მიუხედავად, მართლაც რომ, მერე რა?
ღმერთო, გმადლობ, რომ ადამიანებს კუდის გენი დაუბლოკე. ასე რომ არ იყოს, დღეს ხომ მთელი მსოფლიო ნახავდა, თუ როგორ ჭამს სამი მილიონი ადამიანი ერთმანეთს იმაზე, თუ ვინ უფრო მეტად გაუქიცინებს კოლონიზატორს მისგან მოგდებული ორიოდე გროშით ნაყიდი შამპუნითა და ნელსაცხებლებით დაბანილსა და პატივნაცემ ბომბორა კუდს.

21 comments:

lex tempus said...

ააააჰ! :)
სასტიკი პირდაპირობით გადმოცემული რეალობა...

ერთადერთი რაშიც არ გეთანხმები: აშშ–ს ახლანდელი პრეზიდენტი წინამორბედზე იდიოტი არ არის...

vasasi said...

შეიძლება ობამა და ბუში ერთნაირი იდიოტები არიან, მაგრამ ბუშს ჭკვიანი გარემოცვა ჰყავდა, ობამას გარშემო კი, ბაიდენის გარდა, ჭკვიანს ვერავის ვხედავ..

:(

Social Drinker said...

momecona posti!

sophieee said...

hahahaaa :)) shen gaixare! dzlivs agmovachine adamiani romelmac adekvaturad gadmosca dges ganvitarebuli movlenebi :)

vasasi said...

Social Drinker:
sophieee:
გმადლობთ, ბავშვებო.. :)

P.S. ამ პოსტისთვის დებილი მიწოდეს ფორუმ.გე-ზე.. :)

Zurriuss said...

კლინტონი იმას ჰგავს, დიდ დარბაზებში რომ აუდიტორიის შემაზარხოშებელ-შემაცოცხლებელ-გამააქტიურებელი ტიპები რომ ჰყავთ დაქირავებული :))

Qilipa said...

კარგი ხარ... კარგი იყო...

notespost said...

ისე კუდების ქიცინს სიამოვნებით ვნახავდი :)

Dv0rsky said...

ზანგს რატომ ვერ ხვდები, რა დიდი მიხვედრა მაგას უნდა - ჩვეულებრივი ქართული სიტყვაა (თანაც ძველი), რომლითაც შავკანიანებს აღნიშნავენ

Dv0rsky said...

ნახე ზანგი სულხან-საბასთან http://lib.ge/dictionary.php?moq=1

სიყვარულოვნა said...

აუ თამო ძალიან მაგარი პოსტი იყოოო...
აი მართლა მაგარი. ეგ კი არა და რო მიფრინავდა აეროპოსრტისკენ მიმავალ ტრასაზე და დასახლებებში შუქი გამორთეს. კუდის ქიცინი ხოო მაინც ეხერხება ქართულ მტავრობას. ჟურნალისტები რაღამ გადარია არ ვიცი. დაავალე ს და ლაპარაკობენ. გულის ამრევია ეს უაზრო დაპირებები და შეშფოთებები

Dv0rsky said...

ეტიკეტი ქვია მაგას :)

vasasi said...

მადლობა ბავშვებო..

ბლოგსპოტს რაღაც სჭირს თუ ჩემს პროფილს, კოემნტარებს რომ ვტოვებ, არ ჩანს აქ.. :(

იმედია, გამოსწორდება.. :)

კატიე said...

ვაჰ, ამ ბლოგზე ამაზე უფრო გულით დაწერილი პოსტი არ მახსენდება სხვა :D

Manana said...

პოსტი კარგად არის დაწერილი, მაგრამ რამდენიმე მოსაზრებას არ ვეთანხმები:
1. ობამას და ბუშის შედარება არანაირად არ შეიძლება. ობამას თუ საქართველოს მიმართ არა აქვს ისეთი "გარდარეული" დამოკიდებულება, როგორიც ბუშს ჰქონდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის იდოტია.
2. ობამას გარემოცვა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ბუშის იყო. ბაიდენის ფუნქცია კი ის არის, ობამას "გაუბედოს" იმის თქმა, რასაც სხვები ვერ გაუბედავენ.
2. ამერიკა რატომ არის საქართველოს კოლონიზატორი?
3. ამერიკა (ჯერ კიდევ) ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ და როდესაც ასეთი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის, სრულიად ნორმალურია, რომ თბილად შევხვდეთ და ჩვენი ტუმართმოყვარეობა დავანახოთ. ხომ ვამბობთ, რომ ამაში ბადალი არა გვყავს. მაგრამ ეგეც რომ არ იყოს, თუნდაც სრულიად პრაგმატული მოსაზრებით, ამერიკის დახმარება საქართველოს მიმართ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია ყველა დანარჩენ ქვეყანასთან შედარებით. რატომ გიკვირთ, რომ სააკაშვილი ცდილობდა, კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა მასზე.

vasasi said...

Dv0rsky: არ მიყვარს კარაქიანი კარაქის პრინციპი, მაგრამ ყოველ პოსტზე ვხვდები, რომ ეს აუცილებელია.. :)
ჩვენს დროში, როდესაც სიტყვა ”ზანგს” ვხმარობთ, არცთუ კარგ დამოკიდებულებას გამოვხატავთ შავკანიანების მიმართ. შესაძლოა, სულხან-საბა გაცილებით ტოლერანტული იყო.. :)

ეტიკეტი გავითვალისწინე, ნამდვილად არ ვიცოდი.. :)

Manana:
1. მე ობამას იმით კი არ ვაფასებ, საქართველოსთვის რა გაუკეთებია ან რას გეგმავს (ამ ორი წლის მანძილზე, საერთოდ, თუ რამე გაუკეთებია, ეგ ცალკე საკითხავია). უბრალოდ, მე ვერ ვხედავ საერთოდ რას აკეთებს. ობამას გაპრეზიდენტება მთლად დემოკრატი ამერიკელი ხალხის ბრალი არ არის, იქ გაცილებით რთული და მძიმე პროცესები მიმდინარეობს და საქმეს ებრაული ლობი წყვეტს.
2. სწორედ ამიტომ მიხარია, რომ ბაიდენი მაინც არსებობს ობამას გარემოცვაში.
3.ამერიკა სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არ არის ჩვენი კოლონიზატორი. რაშია იცი საქმე?! ბატონობის ფორმებში. სხვა განსხვავებას რუსეთ-საქართველოსა თუ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში ვერ ვხედავ. ნუთუ შენ გჯერა, რომ ამერიკა ჩვენი მეგობარია და ლამაზი თვალების გამო ვუყვარვართ (თუმცა, ლამაზი კი არა, საერთოდ, გვაქვს თვალები?)
4. იცი რა, მე არაფერი არ მიკვირს და არ ვამბობ, რომ ცუდად უნდა დახვედროდა, მაგრამ ზედმეტი მატრაბაზობა არ ვარგა. მე არ ვიცი რას გრძნობდი 2004-ში ბუშის საქართველოში ვიზიტისას, მაგრამ მე ახლაც სირცხვილით ვიწვი, როცა მახსენდება.
მიწერია, მაგრამ ისევ დავკონკრეტდები, რადგან საჭირო ყოფილა: როდესაც უძლიერესი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი მთავარი კონკურენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება და წითელი ღილაკი მიაქვს, ახლა ამას ხელი დავაჭიროთ და ყველაფერი კარგად იქნებაო, მანდ მთავრდება ყველაფერი.

მზად ვარ, გავაგრძელოთ დებატები.. :)

Nina Gorecki said...

რაღაც არ მომწონს ჰილარის ვიზიტი, ცუდ ასოციაციებს აჩენს ;/

Lalena said...

აუ გენიალური დასასრული იყო, აი გენიალური :)) ჩემი აზრით ჟურნალისტებიც არიან დამნაშავე იმაში, რომ გაფეტიშდა მისი ჩამოსვლა, კიდევ სკოლები რომლებმაც თაობებს აზროვნების უნარი დაუხშო და სახელმწიფო, რომლემაც ასეთი სკოლები უსახსოვრა მასას :)

nakrina said...

ძალიან მაგარი პოსტი იყო, მართლა! რესფექტ! ფორუმ.გე-ზე რა გიწოდეს ნუ მიაქცევ ყურადღებას, მანდ მასიურად ”კუდის გენდაბლოკილი” ხალხია.
ლიდერი ქალები - ძალიან სასაცილოა, ვინც უდრო ფულიანის ცოლი/საყვარელია მით უფრო განვითრებული აქვს ”ლიდერობის უნარი”.
კლინტონის აქ ჩამოსვლას ”კარგი სუნი” არ უდის

გურამი said...

ვახ, ვახ, ვახ! ვასი, ვითარდები. აი, კომენტარების რაოდენობაც იმატებს. გილოცავ, გილოცავ. მე შენი პირვლეი წაკითხული პოსტიდანვე ვიცოდი რომ მაგარი ბლოგერი იყავი. :*

პ.ს. ვიდეოპოსტი დაიდოს ბრატ!

vasasi said...

გურამჩიკ, ბათუმის ვიდეოპოსტი დადებულია, სხვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger