Saturday, July 10, 2010

ჰაეროვანი ”პროფილი”


წარმოიდგინეთ მოთიბული გორაკი, გარშემო ამწვანებული მთები, ზაფხულის მზე. სულ რომ რაღაცნაირი ადამიანი იყო, ამ გორაკზე ორი ბოძის ჩარჭობა, შუაში ჰამაკის გაბმა, წამოკოტრიალება და წიგნების უსასრულო კითხვა მოგინდება.
ვიცი, რომ ცუდი ვარ. 
ცუდი კი არა, ფინთი, მაგრამ რომ არ დავწერო, არ შემიძლია.
კომპიუტერები თუ არა, ტელევიზორები ყველას გვაქვს. ჰხოდა, ჩვენს ტელევიზორებში სულ რამდენიმე დღის წინ, მგზავრების ახალი კლიპი დატრიალდა, რომელიც ეძღვნება..
არა, რა მსოფლიო ჩემპიონატს..
ჰხა? ს-ზე რომ იწყება და ი-ზე რომ მთავრდება? რა სისულელეა, სიდედრზე ოთარ რამიშვილი მღერის.
რას ამბობთ, რა კატას, თანაც ველურს?
მეგობრებო, ეს სიმღერა ”პროფილს” ეძღვნება.  
კლიპი მშვენიერია, სადღაც მთის წვერზე გადაღებული, ყვითელი, თეთრები და ა.შ. თავიდან რომ ვნახე, მაიჩკა ვერ ვიცანი, მაგრამ მეორედ, მესამედ, მეოთხედ და ბოლოში რომ უცებ ”პროფილის” ლოგო ამოლივლივდა წმინდანის შარავანდედივით, მეთქი, ვაა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ წინა პოსტის შემდეგ გადავწყვიტე, კარაქიანი კარაქის პრინციპით ვწერო, ამ შემთხვევაში უარს ვამბობ გადაწყვეტილებაზე.
უფრო სწორად, არ ვიცი რა დავწერო, უკვე იმდენი ითქვა, დაიწერა თუ აღინიშნა მაიკოსა და მის საავტორო გადაცემაზე.
ამიტომ, ამ კლიპს უკომენტაროდ დავტოვებ. თავად ფაქტი, რომ საქართველოში (ამ ეტაპზე) ყველაზე პოპულარული ჯგუფი ისეთ გადაცემას უძღვნის სიმღერასა და კლიპს, როგორიც ”პროფილია”, ყველაფერს ამბობს.
გირჩევთ, რომ ვისაც არ გინახავთ, ნახოთ კლიპი და თქვენ იხილავთ მაიას თეთრ კაბაში (სხვათაშორის, ავთოს მას შემდეგ შეაკერინა, რაც მაკა ასათიანს ეცვა ”პროფილში”, since then მაიკოს ეს კაბა გაუხდელად აცვია), გვირილების გვირგვინს, მის მორცხვსა და უმანკოებით აღსავსე პროფილს, ასევე ”მგზავრებს” თეთრ პერანგებში, უაღრესად პლატონურ-უიმედოდ შეყვარებული მზერით.
მე მაინტერესებს, რას ნიშნავს ეს, სიმღერა დედალამაზიშვილის ქრთამია მაიკოსადმი, ”მგზავრები” ყოველ მეორე გადაცემაში რომ მოიწვიოს თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?
დამელოდეთ, ”მგზავრებსა” და ჰიმნოფილიის ფენომენზე მე კიდევ ერთი, საინტერესო პოსტი მაქვს დასაწერი.

22 comments:

clown said...

ჩვენი პუდელია კლიპში? O.o

ვაი დედა :|

mecmikvarkhar said...

კარგი იყო...
მიყვარს ჯანსაღი აზრი და ობიექტური კრიტიკა :)

clown said...

ააა ეხლა ვნახე პუდელიანი კლიპი :ლოლ:


დუმილი სექტემბერში დაირღვევაო :spy:

:D

vasasi said...

რა დუმილი, კლოუნ?

მომენატრა მაიკო?

სენტიმენტები..

:უსერ:

clown said...

რა დუმილი და მაიკო რომ ამბობს კლიპის ბოლოს "დუმილი სექტემბერში დაირღვევაო" :D

vasasi said...

აა..
კი არა, არ მინახავს კლიპი თავიდან ბოლომდე..

სად მაქვს ბიჭო მაგისი ნერვები.. : დ

ნაწყვეტებად მაქვს ნანახი..

Toma said...

Randebjer shevecade am klipis kureba imdeni shemeshala xeli da ver vukure.

ise rac tavi maxsovs am qals sul shavebi acvia da unda vnaxo tetrebshi rogor gamoikureba :D:D

vasasi said...

Toma @ ასუქებს ცოტა, თორემ მაიკო ისევ ის შავი ქალია.. :))

Michael said...

ვერ ვიტან პროფილსა და მგზავრებს და ორივე ერთად ხომ წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს ჩემთვის? :)))

როდრიგო said...

ყველაფერს რო თავი დავანებოთ უნიჭოდაა გადაღებული, სულ ერთი და იგივე კადრების პროწიალია. მარაზმია...

Nina Gorecki said...

მართალია, უნიჭოდაა ) ის ბაჭია დგას და ხან ერთი რაკურსით იღებენ მის პროფილს და ხან მეორეთი
და საერთოდ, მგზავრები რა ისეთი მაგარი ჯგუფია, პროფილის რეკლამირება უტყდებოდეს :დ
საშუალოზე უნიჭოები არიან, არაფერს ახალს არ აკეთებენ

lasharela said...

ის რომ ეს ჯგუფი პროფილს უძღვნის სიმღერას ამით ამ ჯგუფზე ყველაფერი ნათქვამია.

და ის რომ ეს ჯგუფი და პროფილი ყველაზე პოპულარულია საქართველოში, ამითიც ყველაფერია ნათქვამი....

სიყვარულოვნა said...

კლიპი ნორმალურია მაგრამ ეს სიმღერა და პროფილი ერთმანეთთან რა კავშირშია მაგას ვერ ვხვდები

გურამი said...

ვეთანხმები სიყვარულოვნას. ბოლოში რომ მაია არ იყოს და პროფილზე არ იყოს ლაპარაკი.. ანუ კლიპს კი არ უყურო, არამედ უსმინო, ნორმალური სიმღერაა, მგზავრული. :) მარა რევიც.. მიდი ვასი, ველოდები შემს პოსტს მგზავრებზე.

Anonymous said...

ვისაც არ გსმენიათ მოგაწოდებთ ინფორმაციას , რომ შემდგომი სეზონიდან პროფილის მუსიკალურ გაფორმებაზე მგზავრები იზრუნებენ შესაბამისად ეს მუსიკალური ჯგუფი ამ გადაცემის ნაწილია და მემგონი გასაკვირიც არ უნდა იყოს რომ გააპიარეს გადაცემა. : ))) p.S. რას ვიზავთ ეს ხომ საქართველოა :)

vasasi said...

Anonymous @ ნამდვილად არაფერი მსმენია ამის შესახებ..

ჰხოდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ”მგზავრები” მარგინალიზაციისკენ მიემგზავრებიან..

Lalena said...

მდააა, რაღა დავამატო? რომ დამთვარდა თვალებგაფართოებულს ყბა ჩმომვარდა და ასე ყბაჩმოვარდნილი ვწერ ახლა:”მდააა, რაღა დამამატო?” :))))

ჰექსე said...

ra?
ვაიმე მესროლეთ
ურო ჩამცხეთ
პროფილის სტუდიაში მიმიწვიეთ და მკითხეთ როგორ ვიწყებდი ან რამე მსგავსი
ვერ ვიჯერებ !!

ბიბლუსი said...

"...მის მორცხვსა და უმანკოებით აღსავსე პროფილს, ასევე ”მგზავრებს” თეთრ პერანგებში, უაღრესად პლატონურ-უიმედოდ შეყვარებული მზერით".
უხ, შე დაუნდობელო, შენა ! :)))

Andy said...

რაღაცა ნამეტანი აპიარებენ ამ მგზავრებს და რა ხდება ???
ეს სიმღერა და მთვარე რომ აქვთ ერთი ერთზე გავს რა.

vasasi said...

Andy: რა ხდება, ნამდვილად ვერ გეტყვი, მაგრამ აშკარაა, რომ ამდენი დაპიარებით ყელში არიან უკვე...

ibzzz said...

ჰო... აშკარად კარგები არიან, ბუნებრივები და ვერ ხვდებიან, რომ ასე ტავს მოაბეზრებენ ადამიანებს. ცალკე ეს პატრულის ჰიმნი..

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger