Monday, July 12, 2010

აი, მე უკვე ხარისხი მაქვს


ოთხი წლის წინ ამ დროს, ეროვნულებს ვაბარებდი და იტალიის ტრიუმფზე ვფიქრობდი.

რატომღაც, ისე დაემთხვა, რომ ჩემს ცხოვრებაში განათლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მეორე დღეს ხდება.

დღეს სადიპლომოს დაცვა მქონდა.

ის თემა, რაზეც სადიპლომო დავწერე, ძალიან მაინტერესებს, მომავალში აუცილებლად ვგეგმავ ხარისხების გაუმჯობესებას და ეს აუცილებლად სოციალური მედიის საშუალებით მოხდება.

დიპლომი დავიცავი. 94 ქულა ავიღე.

მერე რა, რომ კომისიის წევრებს ჩვენი ნაშრომი წაკითხული არ ჰქონდათ..

მერე რა, რომ გრამატიკული, სტილისტური და ორთოგრაფიული შეცდომები თითო აბზაცის წაკითხვით შეფასდა..

მერე რა, რომ დიპლომს სექტემბერში ავიღებ (იდეაში);

მე უკვე ბაკალავრის ხარისხი მაქვს. 

ხარისხი, თორემ არ დამეკარგოს არსად.. 

P.S. ლირიკული გადახვევა: მე ისევ ოდნოების წევრი თინეიჯერივით ვიქცევი, მაგრამ უნდა გთხოვოთ, რომ შეხვიდეთ ”ნეტგაზეთის” ამ ლინკზე და ერთი კომენტარი დატოვოთ. ფინალზეა ორიოდე ხაზი. თქვენი კომენტარების რაოდენობა კი ჩემთვის ძალიან მნიშნველოვანია. დიდი მადლობა გულისხმიერებისათვის.



8 comments:

clown said...

გილოცავ ^_^

Toma said...

გილოცავ :)

ისე ეგ ცუდი გრძნობააა, ამდენს მუშაობ და იმდენ ’პატივსაც კი არ გვდებენ” რომ ჩვენ ნაშრომს კითხულობენ. ჩემ დროსაც მასე გააკეთეს.

vasasi said...

დიდი მადლობა, ბავშვებო.. :)
ჰო, ტომა.. გულდასაწყვეტია უბრალოდ, მეტი არაფერი.. :)

siyvarulovna said...

გილოცააააავ = ))
მე კიდე გუშინ სკოლის ატესტატი ავიღეეე :P

vasasi said...

ვა, ნათი, მეც გილოცავ მაშინ.. :)



ნეტა როდის მომცემენ დიპლომს, მომავალ წელს ამ დროს მაინც თუ მექნება.. :D

Lalena said...

ვა გილოცააააააავ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას გისურვებ და ისა, მე დიპლომი ერთი წლის მერე მომცეს, იმიტომ რომ დავაჩქარე :))) რას ვიზავთ ასეთია დედა უნივერსიტეტი!

Da-v-iD said...

გილოცავ, გილოცავ და კიდევ მრავალჯერ გილოცააავ

babisa said...

gilocav
momavali xarisxic momelocos :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger