Tuesday, July 13, 2010

მერცხალო, კუდმაკრატელა...

მოჭიკჭიკე, მონავარდე/ნეტავი რა დაგიშავე/ქვებს რომ მესვრი, ბიჭო ჭიკჭიკ..

ამბობდა აჰმადი ნეჯადი, მაგრამ მოჭიკჭიკე-მონავარდე მაინც ერჩოდა. 

საქმე იმაში გახლავთ, რომ ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ამ ქვეყანაში არეულობა დაიწყო, საერთაშორისო მედიასაშუალებებსა და ორგანიზციებს ინფორმაციული ვაკუუმი შეექმნათ. ირანში ყველა მედისაშუალებას აეკრძალა ინფორმაციის ქვეყნის გარეთ გავრცელება. თანამგზავრიდან ყველა ტელეკომპანია მოიხსნა.  
სწორედ მაშინ, როდესაც ინტერნეტიც დაბლოკილი იყო, ჩიტმა, იჭიკჭიკა, იჭიკჭიკა და, მიუხედავად იმისა, რომ აჰმადი და ის მეორე ნამეტნავად გაბრაზდნენ, რიგითი მოქალაქეების დახმარებით, ჭიკჭიკით გაიტანა ქვეყნის გარეთ მნიშნვნელოვანი ამბები. 


 როცა ქვეყანაში ფქვილოვნა, დაღლილი ვირი და სხვა წვრილფეხები ბინადრობენ, მომავალს ეჭვის თვალით ნამდვილად უნდა ვუყუროთ, - იფიქრეს ახალგაზრდებმა, თადარიგი დაიჭირეს და საქართველოში (გაგიკვირდებათ და) აქამდე არარსებული სერვისის პრეზენტაცია მოაწყვეს (კონტექსტიდან რომ არ ამოვვარდე, დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ამ ვიდეოს):

ვიდეოდან დაწვრილებითი ინფორმაცია ვერ მიიღეთ?
მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ამ სექტას twitter.com/theTWEETge. ხოლო თუ მასში რამე დაგაეჭვებთ, შეგიძლიათ გადამისამართდეთ სექტის ქვეგანყოფილებაზე, სადაც უკანასკნელი ეჭვიც გაგიქარწყლდებათ www.facebook.com/tweet.ge

არ ვიცი, ვინ და როგორ გამოიყენებს tweet.ge-ს, მაგრამ მე ვიცი, რომ როგორც ჟურნალისტს, ის ბევრ რამეში მაგრად გამომადგება.

P.S.  ჟიურის პატოვცემულო წევრებო. ჩემი იუზა მძიმედ დაავადდა, სავარაუდოდ, ვერ გადარჩება. ჰხოდა, ძალიან მინდა, იუზას გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის მონელებაში დამეხმაროთ. თქვენ კი იცით, როგორც..

P.P.S. ჩემი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო, ნუ დაიზარებთ და, შემოცახცახდით ამ ბმულზე. თქვენი რა მიდის, სამაგიეროდ, ჩემს ლოცვა-კურთხევას ირაკლი ლომაიასავით 30$-ანი  დასხივებული სურათით კი არა, სრულიად უფასოდ მიიღებთ. 


7 comments:

სიყვარულოვნა said...

თამო რა მაგარი პოსტიააააააა
კიტხვა რო დავიწყე მეთქი რა ხდებათქო :D :D
მაგარი იყო = ))

vasasi said...

დიდი მადლობა, ნათი.. :))

კატიე said...

პირველი პოსტი ამ თემაზე პოლიტიკურ ჭრილში ;)

გურამი said...

ეე, ვერ გავიგე.. :( რამდენჯერაც დავაჭირე, რაღაც ჩიტი გამოაქვს და ტვიტერი აწერია და უკვე 3 ტვირეტი მაქვს და რამდენი უნდა მქონდეს?

vasasi said...

ჰო გურ, ჩიტი უნდა გამოიტანოს და მერე ჩემი პოსტი.. :)

მადლობა დიდი.. :)

marika said...

kargi blogpostia :)


magram ahmadinejadi ertad icereba da mxolod gvaria, saxelad mahmudi qvia :P

vasasi said...

მარიკა, ვიცი გვარი რომ არის,მეგონა, ცალ-ცალკე იწერებოდა... :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger