Wednesday, July 14, 2010

"ნანუკას შოუ" და ზაზა შენგელიას ფენომენი

ჟორჟოლიანმა, მიშას ფლოსტების, ტრუსიკისა და ხალათის შესახებ გაიგებთ ჩემს შოუშიო და, მეც მოკვდავი ვარ, დამაინტერესა.
ცხრა საათზე არა, ოდნავ გვიან გადავრთე და იმ მომენტს მივუსწარი, საკუთარი შოუს გასაკრიტიკებლად ნანუკამ ზაზა შენგელია რომ მოიწვია. ზაზამ სთქუა:

  •  შენ მაყურებელს შესთავაზე სინთეზი, აგრესიული და გამბედავი ჟურნალისტიდან, ასეთად იქეცი როგორიც ხარ და გამოგივიდა;
  • მეტყველების ლაფსუსებს რაც შეეხება, სულ მგონია, რომ როცა გეშლება, სპეციალურად აკეთებ, რომ უფრო ბუნებრივი იყო (ანუ, ნანუკა ღადაობს, თორემ მანანა ბერიკაშვილზე მაგარია სინამდვილეში);
  • შენ მაყურებელს იზიდავ, რადგან ხარ უფრო თანამედროვე და ბუნებრივი (კედები ყველას გვაცვია).

აქ ნანუკამ შენიშნა, კრიტიკისთვის მოვიწვიე და შემქები მომიყვანიაო. შენგელიამ ოდნავ ნირწამხდარმა განაგრძო:

  • შენ დაამკვირდე ფორმა, რომ ხარ შინაურული. შენი გადაცემა შეიძლება დაუმუშავებელია, მაგრამ კარგი და ნამდვილი;
  • შენი შოუ არ არის ელენის შოუს კოპირება. ამერიკაში სულ ასე აკეთებენ იმიტომ, რომ ფორმატი ესაა და რა ქნან (საცოდავი ამერიკელები)?!
  • იცი, 60-70-იანი წლების იტალიაში ჩამოყალიბდა ტელევიზორის მასობრივი ყურების კულტურა. შენმა გადაცემამ ხალხი ამ ეპოქაში დააბრუნა(სულ მეგონა, საბჭოთა კავშირში ვბრუნდებოდით და თურმე, ნეორეალიზმის პერიოდის იტალიაში დავბრუნებულვართ);
  • შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე, შენ გაიხარე, იდღეგრძელე და გამრავლდი (ზაზამ წარმოსახვითი ნათალი ჭიქა მოიყუდა, რომელსაც ქარვისფერი ღვინო წვეთებად გაუვიდა და იდაყვის ბოლოს ობლად დაეკიდა).

ჟორჟოლიანს ესიამოვნა და სთქუა, რომ როცა ჟურნალისტიკაში ფეხს იდგამდა, ზაზას გუნდში მოხვდა. ეს მკაცრი ბიძია გოგონებს კაბინეტში არჩევდა და პირდაპირ ეუბნებოდა, რომელი მოწონდა და რომელი არა. ჰხოდა, ნანუკამ მასტერკლასი ჩაატარებინა. შოუს შემდეგი მონაწილე წარადგენინა ორიგინალურად. წარდგენა ასე გამოიყურებოდა:

  • განუმეორებელი და ცხელი ნოდარ ტატიშვილი!

ნოდარი გამოვიდა და შოუც გაგრძელდა.

პირველად რომ გადაცემის პრომო ვნახე, კამათი მომივიდა. მე ვამტკიცებდი, რომ ნიჭი ან გაქვს ბუნებრივად, ან არა. შესაძლოა ბევრი ივარჯიშო, თავი დასდო, ოფლი დაღვარო და კონკრეტული საქმის კეთების უნარი გამოიმუშვო, მაგრამ განათლებით, რაც არ უნდა ჭიპზე გასკდე, ნიჭს ვერ მოიპოვებ.  ოპონენტი კი მეუბნებოდა, რომ ნიჭი განათლებასთან ერთადაც შეიძლება მოვიდეს. მე ჩემს აზრზე ვრჩები და შემოგთავაზებთ რამდენიმე პუნქტს, რის გამოც შენგელია, რბილად რომ ვთქვა, არ მევასება.

  • ყოველთვის ცდილობს, ილაპარაკოს ენით, რომელიც მის გარშემო მყოფ საზოგადოებას არ ესმის. ფსიქოლოგები ამას არასრულფასოვნების კომპლექსით ხსნიან. მას ადამიანი მაშინ მიმართავს, როცა სხვებზე ზეგავლენის მოხდენის სხვა საშუალებას არ ფლობს;
  • ამ ხერხით მანიპულირებას ისეა მიჩვეული, რომ ზემოთაც ახსენა იტალიის მაგალითი. 60-იანი წლების იტალიური საზოგადოებით რომ არ განემარტა, ისე ჩვენ ვერ გავიგებდით, რომ ნანუკას შოუს ხალხი კოლექტიურად შეკრებილი უყურებს (ეს კიდევ საკითხავია);
  • ყოველთვის უსვამს ხაზს, რომ კარგად იცნობს ტანია მარიას, რომ ის მისი მეგობარია, რომ გადაცემამდე რამდენიმე წუთით ადრე დაურეკა, რომ სამი ბილეთი აჩუქა რიოს კონცერტზე, რომ თვითმფრინავის რეისმა დააგვიანა, მაგრამ ტანია მარიამ კონცერტი გადადო მოტივი -, სანამ ჩემი ზაზული არ ჩამოვა, ისე ვერ დავუკრავო და ა.შ.
  • ზაზა ხშირად იმეორებს, რომ უსმენს ჯაზს, შემდეგ ამაყად გადახედავს ხოლმე მის წინ შეკრებილ, პირდაღებულ მასას, რომელსაც ბაიათების, რუსული პაპსისა და ლელა წურწუმიას მეტი არაფერი მოუსმენია და ჯაზის საღამოებზე ბილეთებს სთავაზობს (იცის, რომ წამსვლელი არავინაა და თვითონ ერთიორად ამაყია. ის ხომ ჯაზს უსმენს და ტანია მარია მისი განუყრელი მეგობარია). 
  • გაყიდვადი, ყურებადი, სმენადი, ჭამადი, სმადი, დარეკვადი ( და არა დრეკადი).. დიახ, ეს სწორედ ამ ადამიანის მიერ დამკვიდრებული საზიზღარი ფორმებია, რომელიც, სამწუხაროდ, ყველამ ავითვისეთ.
  • ზაზა შენგელია ზაზა შენგელიაა. თან ისეთი ავტორიტეტი, რომ მას გუგლიც კი არ იცნობს. ამიტომ ფოტოსთვის ცუკერბერგის სექტას მივაკითხე. ვიზუალური გამოსახულებაც, სწორედ მარკს მოვპარე. 
  • ჰო მართლა, უიტნისთან გადაღებულ  ამ ფოტოს მარჯვენა ქვედა კუთხეს "ოდნოკლასნიკის" ლოგო ამშვენებს. 

28 comments:

ჰექსე said...

ყოჩაღ

clown said...

არც მიყურებია :\

Natalia said...

hexes komentari unda gadmovakopiro :) gamagizianebeli kacia, sashinlad.

Da-v-iD said...

xoxoxoxooo რა დასუსხა ვასასიმ? :))))
მომეწონააა

ნან said...

აი მალადეც :DDD

ბიბლუსი said...

ამას არ მოველოდი შენგელიასგან: ”განუმეორებელი და ცხელი ნოდარ ტატიშვილი!” :/

bab_iko said...

pu rogro ver vitan am kacs

zedmetad debilia
adre rustavi orze rom iyo musikaluri gadacema zedmetad filosofosobda \;\
moashoret :\

Suigetsu said...

აუ, რა კარგი პოსტია

გურამი said...

ჰეჰეჰეჰე! მაგარი მომწონს შენი ბოლო დროინდელი პოსტები. ამ უკანასკნელზე რამდენჯერმე გამეცინა. კაია, კაია. მივი თამო, იქნებ დოინჯის გადაუსწრო კიდეც. :პ

vasasi said...

გურ, ბექას არ ვეჯიბრები.. :დ

:)

კი არა, მეც მომწონს ჩემი ბოლოდროინდელი პოსტები, ჰხოდა..

რაღცები მაქვს მზად..

ოხრად ტან.. :)

სიყვარულოვნა said...

კიდევ კაი არ ვუყურე თორემ ხომ უნდა ამშლოდა ნერვები = ))

კატ said...

ძედააა, არ გაათახსირაა :D
ისე, მე მეგონა ცხელი ნოდიკო ტატიშვილი მომესმა.
ტემპერატურა გაუსინჯა ნეტა? გოგო ვარ და მაგის სიცხელე მე არ შემინიშნავს ასე დისტანციაზე და შენგელიამ ნეტა სად ატაკა თითი :D

არადა ნოდიკო კაი ბიჭია, რას ვერჩი, მაგრამ ცხელის გარდა ყველაფერია :D

გაბო said...

შენგელია გასაგებია მაგრამ ნანუკა??? ნუ თუ ეგ ბრწყინავდა შოუში :). კარგი პოსტია ბევრი ჩემი სათქმელიც სთქვი

ზიზი said...

მე ვუყურე და დაახლებით ეგ განცდები დამრჩა

გადაცემა იყო ვითომ 'კარგი'.. რეკლამა და პრომოს სხვა ფონი ჰქონდა.
იყო ტიპიური ქართული კონცერტი ტიპიური წამყვანით...
დრეს კოდი - ჰეჰ.
ცოტა ღირებული გააკეთონ, რომ მესმამოვნოს ურება.

პრეზეიდენტს რომ ესაუბრება და ამ დროს ფეხი თავზე უდევს ნუ ნოუ კომენტ. შეკითვები იყო ძალიან ძალიან სუსტი....

ket_eva_n said...

მმ..კარგი პოსტია..ზაზას კიდე აიტანდა კაცი, მაგრამ ნანუკამ დამშოკა–მთელი გადაცემა მისი პიარ აქცია რომ იყო– რას იტყვით ნანუკაზე, როგორი გოგოა? ვის აინტერესებს..ან რატომ უნდა იხარჯებოდეს ფული და ეთერის დრო ასეთი ჭორაობისთვის?

Anonymous said...

ბავშვებო, ცნობა ზაზა შენგელიას სიდებილეზე, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. ეს ადამიანი უაღრესად განათლებული პიროვნება გახლავთ, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქართული ტელესივრცის ფორმირებაში... კაცმა არ იცის ის რომ არა, ჩვენი დაწუნებული ტელესივრცე ახლა საერთოდაც იარსებებდა თუ არა... მოკლედ, ყველაფერი არც ისეთი საძაგელია თქვენ რომ ხატავთ და არც ზაზას მინდა რომ გული გაუსკდეს. :)

Anonymous said...

კიდევ რა... როცა რამეს იწუნებ, შენ უკეთესი უნდა შესთავაზო. ღმერთმა შეგაძლებინოთ.

vasasi said...

საყვარელო ანონიმო, ზაზა შენგელია თუ ამ პოსტს ნახავს, იქნება დაფიქრდეს, რომ რითაც მარიაჟობს, ძალიან სასაცილო ჩანს.

მე არ მითქვამს, რომ დებილია, არც ის, რომ გაუნათლებელია. განათლებასა და ნიჭზე მე მიწერია ამ პოსტში.

მადლობა, მე აუცილებლად შევეცდები, მასზე მეტი შევძლო. ერთი კი ზუსტად ვიცი: ჩემი ცოდნით მარიაჟობას არ შევეცდები და სხვებს ქედმაღლურად არ გადავხედავ იმიტომ, რომ ბითლზებს ვუსმენ და უამრავი წიგნი მაქვს წაკითხული.


ასე რომ, ამ პოსტში ზედმეტი არაფერი დაწერილა. თუ ასეთად რამე მოგეჩვენა, მითხარი და განვმარტავ. :)

Anonymous said...

1.ჟორჟოლიანმა, მიშას ფლოსტების, ტრუსიკისა და ხალათის შესახებ გაიგებთ ჩემს შოუშიო და, მეც მოკვდავი ვარ, დამაინტერესა. _ დაგაინტერესა, ე.ი. ამაში არის რაღაც...და ამ რაღაცას თავად აღიარებთ.
2.შენ მაყურებელს შესთავაზე სინთეზი, აგრესიული და გამბედავი ჟურნალისტიდან, ასეთად იქეცი როგორიც ხარ და გამოგივიდა _ აქ კომენტარი არ გვაქვს, ვფიქრობ, რომ ეთანხმებით.
3.მეტყველების ლაფსუსებს რაც შეეხება, სულ მგონია, რომ როცა გეშლება, სპეციალურად აკეთებ, რომ უფრო ბუნებრივი იყო (ანუ, ნანუკა ღადაობს, თორემ მანანა ბერიკაშვილზე მაგარია სინამდვილეში); _ ეს შეიძლება ირონიად ჩავთვალოთ. ზაზამ მიუთითა ნაკლზე, მაგრამ არ მოკლა ამით.
4.შენ მაყურებელს იზიდავ, რადგან ხარ უფრო თანამედროვე და ბუნებრივი (კედები ყველას გვაცვია). _ეს ნიშნავს რომ ნანუკა მართლაც არ არის გოიმი. ამაში იმედი მაქვს მეთანხმებით.ნანუკას შოუ არ არის ბოლო ხანებში გავრცელებული სატელევიზიო განწყობა _რაც სასაცილო ან გასართობია, ყველაფერი პროვინციულია
5 აქ არ არის ავტორის კომენტარი
6. შენი შოუ არ არის ელენის შოუს კოპირება. ამერიკაში სულ ასე აკეთებენ იმიტომ, რომ ფორმატი ესაა და რა ქნან (საცოდავი ამერიკელები)?! აბა საცოდავი ქართველები? ეს შენიშვნა ენამოსწრებულია, მაგრამ არაფერს იძლევა.ან მიუთითებს იმ განწყობაზე, რომელსაც ახლა საქართველოს ''მამები'' ამკვიდრებენ ჩვენს ტრადიციებით, კულტურით, ნიჭიერებით დახუნძლულ ქვეყანაში : შენ არაფერი ხარ, თუ ოკეანის გაღმა, ან სულაც ბებერ ევროპაში არ გაქვს განათლება მირებული.

7.იცი, 60-70-იანი წლების იტალიაში ჩამოყალიბდა ტელევიზორის მასობრივი ყურების კულტურა. შენმა გადაცემამ ხალხი ამ ეპოქაში დააბრუნა(სულ მეგონა, საბჭოთა კავშირში ვბრუნდებოდით და თურმე, ნეორეალიზმის პერიოდის იტალიაში დავბრუნებულვართ); _ აქ გეთანხმებით, კომუნიზმში ვბრუნდებით :)მაგრამ ზაზას პარალელიც არ უნდა იყოს ურიგო
8.შენ შემოგევლე, შენი ჭირიმე, შენ გაიხარე, იდღეგრძელე და გამრავლდი (ზაზამ წარმოსახვითი ნათალი ჭიქა მოიყუდა, რომელსაც ქარვისფერი ღვინო წვეთებად გაუვიდა და იდაყვის ბოლოს ობლად დაეკიდა)_ ლამაზად წერთ, მაგრამ რას ელოდით, სრული სერიოზულობით ნანუკას გასართობი, ყვითელი გადაცემის ზაზასეულ, სიღრმისეულ ანალიზს?

მერე ა.შ და ა.შ :)) და მივდივართ პუნქტებამდე, თუ რატომ არ გვევასება შენგელია. დავიტანჯე ამ ფანჯარაში წერით, მაგრამ გავაგრძელებ... აღრ დავაკოპირებ თქვენს ნაწერს, პუნქტებს დავნომრავ მხოლოდ, თორემ გაიწელა დაუსრულებლად ეს კომენტარი
1.ეს ცოტა საეჭვო მოსაზრებაა, რადგან ძალიან კარგად მესმის რას ლაპარაკობს ზაზა შენგელია.
2.ეს სასაცილო არგუმენტია... საუბრობდნენ... ადამიანი კი რომელსაც რაღაც მაინც აქვს თავში (და თქვენც დამეთანხმეთ, რომ ეს ეჭვგარეშეა) ზოგჯერ პარალელებსაც ავლებს და მაგალითებიც მოჰყავს.
3.ჰო, ტანია მარია საამაყო მეგობარია. რატომ უნდა იყოს ეს დანაშაული, არ მესმის.
4.ო, ეს უნდა გადმოვწერო, რადგან საშინელი ცილისწამებაა: გაყიდვადი, ყურებადი, სმენადი, ჭამადი, სმადი, დარეკვადი ( და არა დრეკადი).. დიახ, ეს სწორედ ამ ადამიანის მიერ დამკვიდრებული საზიზღარი ფორმებია, რომელიც, სამწუხაროდ, ყველამ ავითვისეთ.!!! ღმერთო ჩემო, რა სისულელეა!!! როგორ შეიძლება ასეთი ცილი დასწამო ადამიანს, რომელიც ბრწყინვალე სალიტერატურო ქართულით მეტყველებს. თან როგორ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელიც ამას შეძლებს და ასეთ სიმახინჯეს დაამკვიოდრებს. ეს ჯგუფური დანაშაულია ქართულ ჟურნალისტიკაში და ამას უცხოურიდან გადმომრერების მანია ჰქვია!
5. ეს სასაცილოა
6. და ბოლოც... ზაზა შენგელიას გვერდი მართლაც არის ოდნოკლასსნიკებში... ან თავად შექმნა, ან ''წაეხმარნენ... ეს დანაშაულია?

:))) ორ სიტყვას კიდევ გეტყვით... არ გინდათ ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ზაზას ''არდავასებაზე'' დიდი საქმეებია ჩვენს ქვეყანაში საკეთებელი. კალამი გიჭრით, ნიჭიერება აშკარაა, თქვენი მზერა ნამდვილ პრობლემებს თუ მიწვდა, ეგებ რამე არგოთ კიდეც ჩვენს ქვეყანას.
სიყვარულით, დეა ცუცქირიძე.

Doloress said...

მე ვიყო შვიშტოკი, თუ ვიცოდე, ვინაა ზაზა შენგელია.

კაი ტიპი ვარ?

vasasi said...

ქალბატნო დეა (აწი, სახელით მოგმართავთ):
1. ზოგადად, მე მართლა ყველაფერი მაინტერესებს, ამიტომ, არც სააკაშვილის ტრუსიკის ფერია გამონაკლისი, რა იცი რაში გამომადგეს;
2. სადაც კომენტარი არ მაქვს, იქ საჭიროდ არ მივიჩნიე კარაქიანი კარაქის პრინციპი, რადგან, ვფიქრობ, მისი სიტყვები გაცილებით მეტს ამბობს;
3. მე,ზოგადად, ძალიან მაინტერესებს ზაზასეული ღრმა ანალიზი და ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ადამიანი მასზე შექმნილ აზრს გამიქარწყლებს, რადგან ხისთავიანი არ ვარ;
4.იტალიის მაგალითი ურიგო ნამდვილად არ იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, სრულიად უადგილო;

ქვეპუნქტების განმარტებანი და პასუხი:
1.ზაზას ლაპარაკი,გაგიკვირდება, მაგრამ მეც მესმის, მაგრამ მასა ვერ ხვდება, ძროხის ნაცვლად რატომ ამბობს ზაზა შემდეგს: "მსხვილფეხა შინაური ცხოველი, სხვადასხვა შეფერილობის, იძლევა რძის პროდუქტებს და ბღავის";
2. არ არის საჭირო უდროო დროს მოიყვანო მაგალითი, თან ისეთი, რომელიც საქმეს უფრო ნათელს კი არა, აბურდულს გახდის (ისევ მასა მყავს მხედველობაში);
3. ბაზარი არაა, მეც მოხარული ვიქნებოდი ზაზას ადგილზე, მაგრამ წუთში ორჯერ ამის გამეორება, არასასურველია;
4. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები ბრწყივალე, სალიტერატურო ქართულს წარმოადგენს;
5.არა, არ მეცინება. დაგუგლე ზაზა შენგელია და თუ იპოვი, მასწავლე როგორ ვეძებო;
6.მანდ გადავაჭარბე,თუმცა არ მგონია, ზაზა შენგელიასა და ჰიუსტონის ფოტო ფსევდოშენგელიებს ჰქონოდათ;

დიდი მადლობა ბოლო ორი სიტყვისთვის (და კომენტარებისათვისაც, რომელმაც დებატებში შესვლის საშუალება მომცა), გეთანხმებით და, აუცილებლად ვეცდები..

georgianservice said...

ე.ი. ამ პოსტზე რომ აღარაფერი ვთქვა, ძალიან გამიხარდა, მიუხედავად კრიტიკისა, ქ–ნ დეამ როგორი რეალური შეფასება მისცა ამ ჩვენს ვასასის! :)))
ყოჩაღ ხალხო და ვამაყობ, რომ კარგის დანახვა და აღიარება შეგვიძლია, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა! :*
წარმატებები!!!

ibzzz said...

უიტნის რო ეს ფოტო ენახა სადმე გამოქვეყნებული, უეჭველი დაახევდა თავზე გამომქვეყნებელს :)))))))))))))))) რაც შეეხება ნანას შიუს, არასდროს მიყურებია და უბრალოდ პრინციპის გამო არ ვუყურებ, ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი ტუტრუცანა და უნიჭო ჟურნალისტი, თან როგორი გაბღენძილი..

Anonymous said...

გამარჯობათ,დეა და ვასას ხომ ვერ მეტყვით ზაზა შენგელია ამ ეტაპზე სად მუშაობს და როგორ შემიძლია დაუკავშირდე,ჟურნალისტი ვარ:)

vasasi said...

ანონიმურო კოლეგავ, ფეისბუქი ცუკერბერგმა ტყუილად კი არ შექმნა?! :)


ფეისბუქზე დაუკავშირდი, არამგონია, უარი განაცხადოს საუბარზე.. :)

zaza shengelia დასერჩე და ამ პოსტზე გამოჭენებული ფოტოთი მიხვდები რომელიცაა.. :)

zviad said...

არ მიყვარს ესეთი ძალად ტიპები.... მახსოვს ადრე ერთს ეუბნებოდა მედროვე ხარო.. არადა რამოდენიმე წელიც არ იყო გასული რომ გადაუჯოკრა მედროვეობაში ყველას :P

taa said...

ზოგადად, მე მართლა ყველაფერი მაინტერესებს,

eg viciT :)
zevit ceria :)

ra reitinguli posti gamogsvlia, ramdeni komentari gaqvs :)

vasasi said...

ეს რა არის, თაა, შორენასა და მაიჩქას შედარებაზე პოსტმა ყველა რეკორდი მომიხსნა.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger