Saturday, July 17, 2010

თქვენ ხართ ჩემი პრეზიდენტი!


თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს? ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ თუ სამი დღე საეჭვოდ დავდუმდი, ციხეებში დამსერჩეთ.
  • მეგობრებო, მე ამაყი ვარ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ბათუმის რიგითი სახლის კიბეებზე ჩამომჯდარი ელოდა პრეზიდენტს, რომელმაც ხალხით სავსე ქუჩა, ყოველგვარი დაცვის გარეშე, უპრობლემოდ გადმოჭრა, ასეთსავე რესტორანში დაჯდა, თან ისე, რომ ხალხი ყურადღებას არ აქცევდა;
  • მე ამაყი ვარ, რომ მიშამ "თელიანი ველის" ღვინო დალია (გიოს ისე უხარია, გადარეულია პირდაპირ);
  • მე ამაყი ვარ, რომ ჩემმა პრეზიდენტმა PR-ის გასაკეთებლად სატელევიზიო ეთერი ხელიდან არ გაუშვა და რომ სოხუმს დაპატრონებულ შავ-ბნელ ძალას, დოსტოევსკის მსგავსად, "ეშმაკნი" უწოდა; 
  • მე ამაყი ვარ, რომ მესტიაში მესამე სათხილამურო ტრასას ვხსნით, წყალტუბოს, მენჯის, ახტალას და სხვა კიდევ ბევრი სხვა უნიკალური კურორტი ცალ ფეხზე გვკიდია;
  • მე ამაყი ვარ, რომ კიევში სწავლის პერიოდში ვარშალომიძე ჩემს პრეზიდენტს ვერ სჯობნიდა, ამასთან ის არასოდეს იქაჩება რესტორნებში ფულის გადასახდელად და არასოდეს აჩერებს ტაქსის, ჩემი პრეზიდენტი - კი;
  • მე ამაყი ვარ, რომ ჩემმა პრეზიდენტმა ესპანურიც ისწავლა და ესპანელ არქიტექტორსა და ბაქრაძეს ერთდროულად ემესიჯება;
  • მე ამაყი ვარ, რომ ჩემი პრეზიდენტი ხელის მტევანზე ბოტოტა თითების არსებობას ღიად ადასტურებს და, მოუხერხებლობის გამო, "აიფონს"  ფანარ "ნოკიას" ამჯობინებს.
  • მე მეამაყება, რომ ჩემი პრეზიდენტი მესიჯობს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიგე, აქვს თუ არა ტონა?!
  • მე მეამაყება, რომ ჩემი პრეზიდენტი ტანსაცმელს მხოლოდ ხელვაჩაურში ყიდულობს;
  • მე მეამაყება, რომ ჩემი პრეზიდენტის სახლში რადიო "მუზაა" გახსნილი და მზად ვარა, 2013 წელს პირადად დავეხმარო რადიოაპარატურის გამოზიდვაში;
  • მე მეამაყება, რომ 2010 წლის ბათუმის საახალწლო შოუ ჩემი პრეზიდენტის კაბინეტში დაიგეგმა, ხოლო გადარეულმა კარერასმა თქვა, ასეთი რამე ჩემს ცხოვრებაში არ მინახავსო;
  • მე მეამაყება, რომ 80 მილიონიანი მშვიდობის ხიდი საქართველოს ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლები დაჯდა;
  • მე მეამაყება, რომ ჩემს პრეზიდენტს ბავშვობა და აფხაზეთი ესიზმრება. აფხაზეთი, რომელშიც (როგორც თვითონ თქვა) მხოლოდ გავლით ყოფილა; 
  • მე მეამაყება, რომ საქართველოში გვაქვს გადაცემა, სადაც ჩემი პრეზიდენტი საკუთარი მძიმე ბავშვობის შესახებ ჰყვება, ფონად კი გულის ამაჩუყებელი მელოდია გასდევს;
  • მე ისიც მეამაყება, რომ ჩემი პრეზიდენტი ბანკომატითაც სარგებლობს და ტუალეტშიც დადის (თუმცა ვინმესთვის, მით უმეტეს, პრეზიდენტისათვის დასასმელად, მსგავსი იდიოტური კითხვა თავში არასოდეს მომივიდოდა);
  • მე მეამაყება, რომ ჩემს პრეზიდენტს ჩუსტები და ხალათი არ აქვს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ პირსახოცი მაინც გააჩნია;
  • მე მიხარია, რომ კითხვაზე, თუ როდის უყვარდა ჩემს პრეზიდენტს ყველაზე მეტად, პასუხს სექტემბერში გავიგებ, მიუხედავად იმისა, რომ დამავიწყდება;
მე კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ მეამაყება, თუმცა, მე თქვენ მაინც გეკითხებით: მეგობრებო, როდემდე ვჭამთ?

14 comments:

Da-v-iD said...

ჩემს პრეზიდენტს თავი დაანებეეეეთ... რა კითხვებიც დაუსვეს იმაზე უპასუხაააა :))))
დაბადების დღეზე რამდენი ხალათი მიუვა საჩუქრად? :))))

LiLaC said...

rodemde vchamt im xachapurs, chvenma ushualo prezidentma nanukas tefshze pirdapir xelit rom gadaatyepa :D:D:D

Michael said...

ჩვენი პრეზიდენტი სუპერმენია :)) და კიდევ ბევრი სუპერ ძალები აქვს რაც ჯერ არ ვიცით :)))

clown said...

:\

თინი said...

wtf? მე მომეწონა მიშამ რეებიც ილაპარაკა. ნუ ნანუკას შოუ სხვა საქმეა ოღონდ :))

sophieee said...

vaimeee ra kargad ceeer :) miyvars sheni postebis kitxva :)

tammo said...

იცი რა კი წავიკითხე ეს ყველაფერი, მაგრამ ზუსტად ვერ გავიგე ამდენ მეამაყებაში დავიჯერო ყველაფერი უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელია??? მე მართლა ბევრი რამე მეამაყა, ისევე როგორც უფრო მეტი დოზით დავამინუსე და რავიცი....

vasasi said...

თამო, მე დავწერე, რაც მეამაყება და დასკვნები მკითხველისთვის მომინდია...

თინი, მიშა ყოველთვის ეგრე ლაპარაკობს და, დროა, სიღრმეები ვეძებოთ..
:)

სოფიე, გმადლობ.. :)

Clown said...

ვასო სხვა ბლოგი გავაკეთე და ბლოგლისტში ჩამასწორე რა :შ :უსერ: http://klounuri.wordpress.com/

:*

Social Drinker said...

dzlieri postia :)

Gio Rgashvili said...

ვასასი - გუდ გირლ, სთრონგ ბლოგერ!

გვირილა said...

კაი იყო, ვიხალისე და დავიგრუზე თან...
ისე, ნანუკას შოუს დეტალებზე ჩემი პოსტი ნახე ( http://gvirila-gvirila.blogspot.com/2010/08/blog-post_1855.html ),ვინაიდან და რადგანაც ბათუმელი ვარ, ის გარემო ჩემთვის ძალიან ნაცნობია და ბევრი ისეთი მომენტი ვნახე, რასაც არაბათუმელი შეიძლება ივარაუდებდა მხოლოდ :-)

Anonymous said...

უფრო ხშირად წერე ხოლმე რაა :)))

vasasi said...

vecdebi, anonimo..:)

gmadlob.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger