Thursday, July 22, 2010

რეპორტაჟი ბაკურიანიდან

მოგენატრეთ?
კი არა, ერთკვირიანი ვოიაჟის შესახებ ვიდეოპოსტი ჩავწერე, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩემმა ცოლმა/ქმარმა ამიტვირთა.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ფუმფულა და საყვარელი ოპერატორი აუზში იმყოფებოდა კლდეკარის ფსევდოერისთავთან ერთად, ვიდეოსპოსტის ჩაწერაში სხვა დამეხმარა.
რა დასამალია, სხვასთან მუშაობა ნამეტანი რთული აღმოჩნდა, ჰხოდა დავიბენი..
დავიბენი და ვიბოდე, თუმცა, მგონი, სათქმელი ვთქვი.
მინდა მცირეოდენი შესავლის შემდეგ წარმოგიდგინოთ ჩემი ვიდეოპოსტი, რომელსაც ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო სამართლიანად განვათავსებ ბოდვაჲ საკვირველის კატეგორიაში..

11 comments:

kikito said...

tweet.ge-s reklamistvis anazgaureba mostxove :D an leptopi :D

tojina said...

ისა და, ძალიან მომეწონა, მაგრამ ძალიან ჩქარა ლაპარაკობ.. : D : D : D

vasasi said...

kikito: ეჰხსთ.. სად არის ლეპტოპი და კარგი ცხოვრება.. :(
ვინ მომცემს..


tojina : გაუგებარი იყო ბევრი რამე? არადა, რომ ვლაპარაკობდი, სიჩქარეს ვერ ვგრძნობდი.. :(

Lado Lomidze said...

სადმე არაჭიჭყინა ბავშვების გარემოცვაში რო ჩაგეწერა ვიდეო, უკეთესი იქნებოდა :D

vasasi said...

ლადო, გაგიკვირდება და, ეგეთი ადგილი სასტუმროში არ იყო.. :)

გურამი said...

მეჩვენება თუ ასეთი ფარჩაკი ოპერატორი "თრიალეთსაც" არ ყავს? :)

არა, საუბრის სიჩქარე ნორმალურზე მეტი რომაა, ეს ფაქტია. მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ ძალიან კარგი იქნება ცოტა მონტაჟს ჩაუჯდე თამო და უბრალოდ სწრაფად კი არ ილაპარაკო, ცოტა ჩართვებიც იყოს.. კაროჩე, ვიცი რომ შეგიძლია, გაკეთებული გაქვს ასე და გეზარება პროსტა.

პირველ ვიდეოპოსტთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯია, კარგია რომ როგორც შეუძლია ისე მოგყვება ოპერატორი (არადა ფარჩაკია) და კარგია რომ საინტერესო რამეებს ამბობ.

Zurriuss said...

პრესის მაგგგარი ამოქოქილი ჟურნალისტი იმალება შენში, ვასასო :))

Clown said...

უი მეც მარკესის რაღაცეებს ვკითხულობდი ^_^

ეხლა კნუტ ჰამსუნის მისტერიები დავიწყე ^_^

Michael said...

ჰომ ნახევარი მართლია ვერ გავიგე,(ლაპარაკის ჩქარი ტემპის გამო) მაგრამ ზოგადად ვიდეპოსტი კარგია.

Anonymous said...

rogor shemshurda:) mec viyavi mag sastumroshi sharshan da veluri ragbistebis tomi iyo shemoseuli:))))

REAPER said...

ხმის ტემბრი მომწონს რაღაც თავისებურია!
მიყვარს სპეციფიური ხმის ტემბრები:)
ხო სხვა რა მომწონს.. მეტი არაფერი.
ასეთი პოსტები ზედმეტად არაბუნებრივი გამოდის და მაგიტო..
გამოსავალი ერთადერთია.
საკუთარ თავთან მუშაობა,
თუმცა შევცდი ორია.
მაგრამ პრინციპში თავი რატომ უნდა დაანებო.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger