Wednesday, July 28, 2010

პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე


ამ საკითხზე მას შემდეგ დავიწყე ფიქრი, რაც, ჩემი აზრით, დასვენებულმა, ლამაზმა და მშვენიერმა, მორიგი პოსტი დავდე.

ეჰ, მეგობრებო..

ჩვენ ყველას საკუთარი თავი უნაკლო გვგონია, ამ დროს კი..

ჰოდა, მორიგი პოსტის დადების დროს უცებ დოდკა მწერს: შავ ფონზე ნაცრისფერი შრიფტი რაააოო?

მე, რა თქმა უნდა, ავუხსნიდი, რომ ცოტა დალოდებოდა ბედკრული ქართული ინტერნეტის გამო გვერდის ჩატვირთვას და საკუთარი ბლოგით ტკბობას განვაგრძობდი, რომ არა კიდევ რამდენიმე კომენტარი: ჩვენც გვეგონა, რომ შავ ფონზე ნაცრისფერი ასოებით წერდიო.

და მე ჩავფიქრდი ვით მეფე ლირი..

ლირი კი არა, ვით მოკვდავი ბლოგერი და გადავწყვიტე, პლასტიკური ოპერაციისთვის მიმემართა.

მკერდის გასადიდებლად კუზანოვი არსებობს, თემფლეითის შესაცვლელად კი გუგლი..

მრავალი ძიების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ განშორება ძალიან გამიჭირდა, დავემშვიდობე ჩემს მწვანე ფერს და ავწითლდი ისე, როგორც ჩემს ავატარს შეეფერება..

მოკლედ, პლასტიკური ოპერაცია მე კი არა, ჩემს ბლოგუნას გავუკეთე და შემიფასეთ.

იმედია, მოგეწონებათ.

გთხოვთ, რომ კომენტარები არ დაიშუროთ და შენიშვნებიც მომცეთ ამ ან წინა თემფლეითთან დაკავშირებით.


20 comments:

George said...

მშვენიერია :) წინა უკეთესი იყო, მარა მხოლოდ კარგი ინტერნეტის პირობებში :)

lex tempus said...

მე მომწონს:)

ფანტომ ქევანა said...

მეც მომწონს : )

მარი said...

მშვენიერია. მართლა მომეწონა :)

გურამი said...

ფუ, გამისკდა გული, მეგონა მართლა პლასტიკური გაიკეთე.. ნუ, გული რაზე გამისკდა ახლა.. ანუ ახლაც ლამაზი გოგო ხარ. :) ხოდა მწვანე ფერი მომწონს და რათა, რათა, რათ შეცვალე, რათა? ეჰ, რას გვიშვება მამია და ნელი ინტერნეტი!..

vasasi said...

გურ..

ისა..
ვეძებდი მწვანეფერიანს, მაგრამ ვერაფერი ვნახე ნორმალური და..

:უსერ:


ის მართლა დიდი იყო, დიდხანს უნდოდა ჩატვირთვა, თან რამდენიმემმ მომწერა, შავზე ნაცრისფერით რატომ წერო და ისა..

:უსერ:

ჩორვენი¹³ said...

araa cudi. tetrisgan tvali ar izabeba da mokled kargia :D tu arada blogger in druft da egaa chemi blogis designic magan sheicira da axla aris rogorc aris :D

clown said...

კარგია ^_^

zurriuss said...

ნეტა მართლა გაიკეთებდე და "ალიას" ან " ასავალ-დასავალს" ამოიშლიდე ტვინიდან.

უი, ტვინზე პლასტიკური ოპერაციები არ კეთდება, ხო?

ეუჰ :((

vasasi said...

zurriuss: არა, ამხელა კაცს რაღაცების მტკიცება როგორ დაგიწყო.. :D

მით უმეტეს, საჭიროდ არ მიმაჩნია..

kanario said...

მო'ჰ'ხარული ვარ რომ და'ს'ტოვეთ. :))
შენია ეს, გეუბნები რა! :))

Agasfer said...

მშვენიერია..
ავატარის შეცვლაღა გჭირდება და მთლად გადასარევი იქნება :D

Toma said...

"ჩვენ ყველას საკუთარი თავი უნაკლო გვგონია, ამ დროს კი.."

თვალები ვაჭყიტე.
მე კიდე მგონია რომ ძალიან იშვიათია ადამიანი რომელსც თავი უნაკლო ჰგონია.

კარგია. თუმცა ძველზეც შეგეძლო შეგეცვალა რაც გინდოდა და როგორც გინდოდა :)

vasasi said...

Agasfer : პერსონალურად შენთვის როდესმე შევცვლი.. :))


Toma ძველი თემფლეითი დიდი იყო და არ იტვირთებოდა ნორმალურად..

ჰხოდა..
:(

tammo said...

"""ჩვენ ყველას საკუთარი თავი უნაკლო გვგონია""""


ეჰ თამ ნეტა ასე იყოს, მეგონოს მაინც, მინიმუმ 1000–ით ნაკლები პრობლემა მექნებოდა ცხოვრებაში..

დიზაინი მომწონს,სადაა....

pelagiaa said...

კარგია ფერი წითელი!

მე კი სათაურმა მომატყე ად ველოდეოდი აქ რაღაც ისეთს before-after
იმედი კი გამიცრუვდა,მაგრამ სიანტერესო იყო მაინც :)

Michael said...

კარგია, სადაა და სასიამოვნო,უბრალოდ კაი ქუდი მოუხდებოდა, ქუდებზე გართულება მაქვს... ისე ის მწვანეც კარგი იყო, ფერი შეეფერებოდა შენს პოსტებს, თუმცა ეს დიზაინი უფრო სოლიდურად გამოიყურება, ერთი კაი შესაფერისი ქუდი უნდა და ეგაა...

keso said...

მეც როგორ მოვტყუვდი. ვიფიქრე, შენ საკუთარ ოპერაციაზე თუ არა, ასე გაპოპულარულებული დღის შოუსა და ბოტოქსზე გადარეულ ია ფარულავაზე მაინც დაწერდი:):):).
არა, წითელ-ნაცრისფერი ცუდი კი არ არის, მაგრამ, რას ერჩოდი იმ სიმწვანეს?!

vasasi said...

Michael: მე მომწონს სათაური, მიუხედავად იმისა, რომ აღწერად უფრო გამოდგება..

რაიმე კრეატიულის მოფიქრებას ვეცდები, თუ ტვინი წამომყვა.. :)

რას მირჩევდი მაინც? :)

nakrina said...

კარგია, მომწონს ძალიან. მწვანეც კარგი იყო, მაგრამ მართლა დიდი დრო უნდოდა ჩატვირთვას :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger