Friday, July 30, 2010

რუსული "პაპსას" ფენომენი


ქსენოფობია.

პირველი შეფასება, რასაც ათიდან შვიდი ადამიანისგან ვიღებ ხოლმე. არ ვიცი, მკითხველი რაში ჩამომართმევს, მაგრამ ჩემი აღშფოთება რომ არ გაგიზიაროთ, არ შემიძლია.

არ უარვყოფ, რომ 2008 წლის მოვლენების შემდეგ რუსების მიმართ ქსენოფობია დამეწყო. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიძლიერდება, თუმცა, ბოლო დროს ვცდილობ, მაქსიმალურად მოვთოკო.

ქსენოფობიის პირველი გამოვლინება ის იყო, რომ, სადღაც 25 აგვისტოს, სახლში დაბრუნების შემდეგ, კომპიუტერიდან და MP3- დან, ქრონოლოგიის მიხედვით, აბსოლუტურად ყველაფერი წავშლე, ”ДДТ”-დან დაწყებული, ზემფირათი დამთავრებული და მას შემდეგ მართლა არ მომისმენია ჩემი ერთ დროს საყვარელი ჯგუფები და შემსრულებელი.

მე მესმის ადამიანების, ძნელია, მიჩვეულს გადაეჩვიო, მაგრამ ტაქსებში, სამარშრუტოებში, ავტობუსებში, ისეთი ადამიანების ფლეილისტში, რომლებთანაც არ მოელოდები და კიდევ უამრავ ადგილზე რატომ უნდა ჟღერდეს რუსული იაფფასიანი მარაზმი?

არც რუსულად ნათარგმნი ქართული ბაიათების მესმის;

არც რესტორნებში ნამღერი რუსული იდიოტობის;

იმ ადამიანების ხომ საერთოდ, საცეკვაოდ რომ წამოიშლებიან ხოლმე ”ტაგანკასა” და ”მაია მულატკაზე”;

არც იმ ქართველი ჯარისკაცის მესმის, ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ-ერთ ქორწილში თავდავიწყებით რომ ცეკვავდა რუსულ სიმღერაზე;

არ მესმის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების, განსაკუთრებით მაშინ, ბოლო ხმაზე რომ ამოუწევენ, მგზავრები რომ ასიამოვნონ ხოლმე;

არც მგზავრების მესმის, ავტობუსში ამოსვლისთანავე "ბუტირკას" სიმღერებს რომ რთავენ ტელეფონებში (ყურსასმენი მაინც გაიკეთე!);

ჰო..

ამ ორი წლის მანძილზე მე არაფერი დამვიწყებია. ერთი წუთითაც კი.

აგვისტო ახლოვდება, 7 რიცხვი.

გაძლიერებულად მიტევს ყველაფერი!


12 comments:

ჩორვენი¹³ said...

rusi xelovanebi (umetesoba mainc) ar arian damnashaveebi imashi rom imatac (mament iseve rogorc chven) idioti xelisufleba da mtavroba hyavt da rom ertpirovnulad cydeba yvelaferi erti pirovnebis mier da rom xelisufals vafsheta xelze kidia tavisi eric da misi "mtrisac" da saertod ar anagvlebs kulturul adamianuri urtiertoba romelic vitom da mtrulad gancyobil ers aqvs )
realurad es mtroba da brzola xelisuflebis doneze icyeba vitardeba da iqve kvdeba (tu kvdeba) da arafer shuashia ar vart arc chveni mosaxeloba romelic ubralod vcxovrobt da mxolod imitom vart amdenis girsebi rom ugirs xelisufals virchevt da is sxva qveynis mosaxleoba romelic identuri mizezit zis yelamde qaqshi : )

Michael said...

მანამდეც ვერ ვიტანდი რუსულ პაპსას, საერთოდ პაპსა საშინელებაა, თუმცა მეორეს მხრივ იმის გამო რომ რუსეთი დღეს და უახლოესი 200 წლის მანძილზე გვმტრობდა, მაინც სისულელედ მიმაჩნია ამის გამო რუსული კულტურის ამოძირკვა, რათქმაუნდა "ტაგანკა" "მაია მულატკა" პუგაჩოვა, ბუტირკა და მისთანანი საშინელებაა, ისედაც საშინელებაა რუსები ჩვენი ყველაზე გულითადი მეგობრები რომ იყვნენ. მაგრამ მე არაფერს ვერჩი და ვერც ვერჩი: მაგალითად დდტ-ს, ზემფირას, სხვა ნორმალურ ხელოვანებს, უზარობაა არ წავიკითხო მაგის გამო დოსტოევსკი, პუშინი, ტოლსტოი და ა.შ...

vasasi said...

ჩორვენი¹³
Michael

მესმის, მაგრამ ვერ (არ) ვიგნებ..

წიგნებზე უარს ვერ ვამბობ, მუსიკაზე ვთქვი..
არ ვიცი ეს რამდენ ხანს გასტანს, მაგრამ სულ მახსოვს რა მოხდა აგვისტოში. სულ..

განსაკუთრებით, ამ პერიოდში..
აგვისტოში ვითრგუნები ხოლმე..

მოკლედ, არ შემიძლია დავიწყება. არც მინდა, არც ვაპირებ..

Michael said...

ჰო რავი, შენი საქმისა უკეთ იცი,მაგრამ უკიდურესობად მიმაჩნია, თუმცა მეორე უკიდურესობა უფრო საშინელებაა, მაგალითად სტალინის ფანები, რუსეთუმე ადამიანები, რომლებსაც ნატამალი პატრიოტიზმი და საკუთარი ქვეყნის პატივისცემა არ აქვთ, ანდაც ვერ მიჯნავენ ერთმანეთისგან პატრიოტიზმს და რუსეთის სიყვარულს, ადამიანები ვინც რუსეთთან "იდილიაში" ყოფნის ნოსტალგიას რუსული ნაგავი პაპსით იკლავენ :))

ნან said...

ბევრ ადამიანს აქვს იგივე გრძნობები აგვისტოს შემდეგ, მეც მქონდა პროტესტი ყველაფერი რუსულის, მათ შორის საკვები პროდუქტების მიმართაც, არ ვყიდულობდი და არც ეხლა ვყიდულობ, ჩვევა დამრჩა :)

წარმოიდგინე როგორი იქნებოდა საქართველო, რუსეთის ზომის. საშინელი! ის ხალხიც პროპაგანდის მსხვერპლია, ჩვენც და ეს ყველაფერი ალბათ არასოდეს დასრულდება.

რაც შეეხება პაპსას, მანდ აბსოლუტურად გეთანხმები. ნაგავია სრული.

clown said...

ზემფირამ რაღა დაგიშავა :დ


მაგათ ლიტერატურა კარგი აქვთ, რამოდენიმე მწერალი მართლა მიყვარს ^_^

რამოდენიმე რა.. ერთი-ორი ^_^

რაღაც მხრივ მართალი ხარ, რაღახ მხრივ არა...

:შ

:უსერ:

ჩორვენი¹³ said...

ukiduresobebi klavs : )
sxvisi ramis shezulebamde sakutari nagavi viynosot da gavanadgurot da ase mokled ra :D banzi papsa banzi papsaa ra erovnebis carmomadgenlis shesruleitac ar unda iyos mokled :D
hoda nu eseigi sagi azri gadaarchens msoflios tu ara chven mainc :D

bushka said...

მე მყავს მეგობარი, რომელიც იმ დონეზე შეიპყრო ქსენოფობიამ, რომ რუსულ ენასაც ვეღარ იტანს:) ...პუგაჩოვას არც ომამდე ვუსმენდი და არც ომის მერე:) თუმცა აგვისტოს მოვლენებმა ჩემში არანაირად არ შეცვალა დამოკიდებულება რუსების მიმართ- არც მიყვარს, არც მეზიზღებიან და საერთოდ პიროვნების ან ხელოვნების შეფასება და მის მიმართ არსებული განწყობა, ეროვნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული...აგრეთვე, ვინმე რუსის მიმართ აგრესიული განწყობის ქონა იმის გამო, რომ სხვა მასთან მარტო ეროვნებით ან მოქალაქობით დაკავშირებულმა ჯარისკაცმა მოკლა შენთან ასევე მხოლოდ ეროვნებით ან მოქალაქეობით დაკავშირებული პირი, ძალიან არასწორად მიმაჩნია:) და ძალიან მაღიზიანებს "fuck russia"-ს ტიპის წარწერები, რომლებსაც დღემდე ვაწყდები:)ცუდია, როცა ადამიანებს გონიათ, რომ რუსების მიმართ გამოხატული ზიზღით დაამტკიცებენ თავიანთ პატრიოტიზმს...

kate_alukard said...

რავი მე ვთვლიდი და ვთვლი რომ ერთი ადამიანის გულისთვის ერი არ უნდა შეიძულო... მე მაგალითად მიყვარს რუსული ლიტერატურა თან ძალიან მიყვარს... თუმცა მახსენდება როგორ ვიყავი ორი წლის წინ ჩარჩენილი აჭარაში და როგორ ველოდებოდით ყოველ ღამე დაბომბვას... მე მძულს ის ადამიანები ვინც ის ომი დაიწყო მაგრამ არ მძულს ერი.. ჩემს დაქალს დედა ყავს რუსი.. მე მას ამის გამო ვერ დავკარგავ ხომ ასეა? ყველაფერში გეთანხმები მაინც რაც გიწერია...

cartwheel said...

http://cartveli.blogspot.com/search/label/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98
ai ase.

ibzzz said...

ჩამითრიეს შენმა პოსტებმა. მოკლედ, აქ რა უნდა დავწერო.. მეც ასე ვარ. ოღონდ, დდტ-ს რას ერჩოდი...მაგათ არც რუსეთი წყალობთ, კონცერტებზე არ ეპატიჟებიან, კისერში მახათს ურჭობენ.. დააბრუნეთ დდტ პლიზ :)

vasasi said...

ibzzz: ვაი, დდტ-ს, ზემფირას, კინოს, დროის მანქანებს და ა.შ. წესით არფერს ვერჩი, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია მათი მოსმენა.. :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger