Saturday, July 3, 2010

Michael Jackson ანუ, მაპოვნინეთ ძაღლის თავი


წინაპართა სულები ამბობენ, რომ ადამიანს ვიღაცის გაღმერთების, გაფეტიშების ორგანული მოთხოვნილება აქვს.

(შესავალი ვერ მოვიფიქრე და რაღაც ხომ უნდა დამეწერა)

2009 წელს გათენდა ის ავბედითი, დასაწყევარი, კალენდარიდან ამოსაღები 25 ივნისი.

მაპატიეთ, საქართველოს საზღვრებს ცხოვრებაში არ გავცილებივარ, შესაბამისად, არ ვიცი რა ხდებ(ოდ)ა სხვა ქვეყნებში, ამიტომ ბედკრულ საქართველოზე მოგახსენებთ. 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველებისათვის ცხოვრება დაიყო 2009 წლის 25 ივნისამდე და შემდეგ.

 2009 წლის 25 ივნისს, სრულიად ”დზერსკმა” (თუ ”დზერსკობის” მსურველებმა) ადამიანებმა ახალი წელთაღრიცხვა დაიწყეს.

ამ დღეს ქუჩაში რომ გამოვედი, დაგრუზული გოგჩოები და ბიჭჩოები (:O) მხვდებოდნენ, რადიოში კი ჯექსონის სიმღერის გარდა, სხვა არაფერი მომისმენია (ცოტას გაწყდა, ფოლკ რადიოშიც არ დაატრიალეს).

ჰო, 2009 წლის 25 ივნისის შემდეგ საქართველოში ჯექსონის უამრავი თავგადაკლული ფანი გამოჩნდა. ადრე თუ ლექსენს უსმენდი და ძაააან Coool იყავი, 25 ივნისიდან დღემდე, შენი ტიპობის ეტალონმეტრი მაიკლ ჯექსონია.

ამას მთლად ადამიანებს ვერ დავაბრალებ, რადგან მასმედიის საშუალებებმა მთელი ერთი თვე შავი ლენტები წაიკრეს თავზე და 85656-ჯერ გვაჩვენეს დედა-შვილი კახიანები (თუ ბადურაშვილები), ქართული ელიტის კომენტარები, რომ დედა, ეს რა დაგვემართა, ეს რა კაცი დავკარგეთ და ა.შ.

ამ პერიოდში გამოჩნდნენ პააწუკა თინეიჯერები ლოყების ხოკვით, გაშლილი თმებით, შეშლილი სახეებით, ჯექსონს რომ დასტიროდნენ. არადა, რომ გეკითხა, ერთი სიმღერაც არ იცოდნენ მისი..

ბოლო ერთი წელია, ყველა კაფედან, ბარიდან, რესტორნიდან, ფილარმონიიდან, ოპერიდან, სტადიონიდან, ტუალეტიდან, აბაზანიდან თუ საზოგადოების თავშეყრის ადგილებიდან ჯექსონის სიმღერები ისმის. თან სულ ერთი და იგივე, რაც ეჭვებს მიმძაფრებს, რომ ამ ადამიანებმა მის შესახებ არაფერი იციან.
ჰხო, აი, ძაააააან ტაკოი ხალხს რომ ესმით, მაშინვე გული უჩუყდებათ და მოჩვენებით ფშლუკუნს იწყებენ: აუუუუ, მააიკლიიიი.. და ა.შ. 

იცით რა მაინტერესებს?
რატომ არის აუცილებელი მოკვდე იმისათვის, რომ ადამიანებს ყოველდღე ახსოვდე? აუცილებელი იყო ჯექსონი რომ გარდაცვლილიყო, წლისთავებზე უამრავი კონცერტი რომ გაკეთებულიყო, გადაცემები მიეძღვნათ და ა.შ? რატომ არ აკეთებდნენ ადამიანები იმავეს მის სიცოცხლეში?

პირადად მე, ასეთი დამოკიდებულება არამხოლოდ მიცვალებულის, არამედ მისი შემოქმედების ნამდვილი თაყვანისმცემლების შეურაცხყოფად მიმაჩნია. ადამიანები ხომ იმიტომ ვართ, რომ გავითავისეთ: ყველაფერში არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადახვიდე. მით უმეტეს, როცა საგანი არ გესმის. 

ბარემ აქვე მივაბამ კიდევ ერთ მტკივნეულ თემას, რომელსაც ნიკო გომელაური ჰქვია. სანამ მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა, ძალიან ცოტამ თუ იცოდა მის შესახებ. მერე ატყდა გომალაურომანია და  სიკვდილის შემდეგ პიკს მიაღწია კი არა, გადააჭარბა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქართულ სინამდვილეში ამ ორი ადამიანის მსგავსებებს მოვიყვან მაგალითად:

1. პროფილის ფოტოდ ნიკო გომელაური/ჯექსონი;
2. მობილურის ეკრანზე ნიკო გომელაური/ჯექსონი;
3. სტატუსად ნიკო გომელაურის ლექსი/ჯექსონის სიმღერის ტექსტი;
4. გამარჯობის მაგივრად ნიკო გომელაურის ლექსი/ჯექსონის წამღერება;
5. სკაიპზე ნიკო გომელაურის/ჯექსონის ნეკროლოგი მტირალი სმაილებით.

და ა.შ. ეს ის სიაა, რომლის გაგრძელებაც უსასრულოდ შეიძლება. არადა, ადამიანებო, მართლა არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. საკუთარ თავებსაც ოდიოზურ მდგომარეობაში იყენებთ, მიცვალებულს კი შეურაცხყოფას აყენებთ.

P.S. ჯექსონს რაც შეეხება, გარდაცვალებამდე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი (ბოლო ერთი წელი რომ არ გაიგო, მინიმუმ, დებილი უნდა იყო). მახოვს, სადღაც 10 წლის ვიყავი, ”მიწის სიმღერის” კლიპი რომ ვნახე. სიმღერა მომეწონა, კლიპი - არა.. ახლა მოვისმინე რამდენიმე სიმღერა, თუ რიტმულ ხასიათზე ვარ, ვუსმენ, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ სიმღერას მოვისმენ. რაც შეეხება გომელაურს, არც მისი თავგადაკლული ფანი ვყოფილვარ. წიგნის ფესტივალზე მისი ლექსები ვნახე, სადღაც, 10-25 გვერდამდე თუ იქნებოდა, ჯიბის წიგნი იყო და 8 ლარი დამიფასეს. დავცინე და წამოვედი.

დასკვნა: საქართველოში მიცვალებულებს არამარტო შეურაცხყოფენ, მისი სახელით ფულსაც აკეთებენ, არცთუ მცირეს.

PP.S. დიდი პოსტიზა ბოდიში..


13 comments:

თინი said...

მაშინ რომ დამიკომენტე, პოსტი მაქვს გამზადებულიო, იქედან მოყოლებული ველოდები და ვაშა, გული მომეფხანა :)))) like

როდრიგო said...

და ჩარკვიანზეც ასე არ იყო? ან გომელაურზე რომ გააკეთეს ბლოგი, რეიტინნგში 1 კვირა პირველ ადგილზე იდგა და აბა ეხლა ნახე? აღარავინ შედის...

ჩემს ირგვლივ ჯექსონიზაცია არ მომხდარა კსტაწი და ასე მძაფრად ვერ აღვიქვამ მაგ ამბავს, მაგრამ რეალობა ეგაა...

vasasi said...

თინი: ეს პოსტი იმ დღეს დავწერე, ”ნიჭიერის” ბლოგზე რომ დავაკომენტარე.. :დ


როდრიგო: უი, ირაკლი არ გამხსენებია. ახლა ირაკლი არავის ახსოვს, ქართველებიდან გომელაურს აფეტიშებენ..

მძიმე სიტუაციაა ძალიან, რას ვიზამთ..

თინი said...

ისა...გვარი გაასწორე :უსერ: jackson:))))

კატიე said...

ყოველთვის ასეა, საქართველოს არაფერ შუაშია, ასეთია ადამიანური ბუნება.

რომელი მხატვარი იყო? საკუთარი სიკვდილის ხმა რომ გაავრცელა და ნახატები მარტო მაშინ გაეყიდა. რომელიღაც ძალიან ცნობილი მხატვარი თან, ისე რა კი არა.

ჯეკსონი მანამდეც მიყვარდა დ აგული მწყდებოდა რომ ასე დაიკიდა ყველამ. ახლა მაინც რომ გაიგეს, მიხარია. იგივე გომელაურზე (თუმცა, მის შესახებ მე რაც მანამდე ვიცოდი, ის ვიცი ახლაც), მაჭავარიანზეც (ისე, რომ "ჩემო კარგო ქვეყანაც" კი მისი ჰგონიათ ზოგიერთებს .D)

p.s. დედამიწის სიმღერა ეკოლოგიაზეა, თუ მაგ კუთხით შეხედავ, კლიპიც მოგეწონება :)

Qilipa said...

ე.ი. აზრი და იდეა პოსტიც რაც არის გასაგებია და ვეთანხმები... თუმცა მე ჯექსონს არც სიცოცხლეში ვაფასებდი და არც სიკვდილის მერე... არც მაქვს პრეტენზია ძერსკობაზე :დ რა ნამუსით უნდა ჩამოვაგდო ცრემლი ჯექსონის სიკვდილის გამო, როცა ლენონი, მერკური, ცოი.......... ა.შ... არ დამიტირია თავს დროზე (ვერ მოვესწარი იმ პერიოდს), დღეს რო დაღუპულიყო რომელიმე მათგანი მართლა ცუდად ვიქნებოდი ალბათ რაღაც პერიოდი, მაგრამ ჯექსონი? :დ :დ :დ საღოლ მაგ კაცს, ძალიან შემოსავლიანი სიკვდილი ჰქონდა :დ

კაი ბოროტად დავცინი და ცუდი ვარ მაგრამ ჩემი დამოკიდებულებაა უბრალოდ ეს :) ასე რომ თინის ვთხოვ ნუ დამწყევლის :)))

blueberryn1ghts said...

გომელაურის ფანები მკლავენ.
ვაღიარებ,კარგი მსახიობი იყო,მაგრამ პოეტი?
:/ ლამისაა მეორე გალაკტიონად გამოაცხადონ.

clown said...

ეგ ყოველთვის ეგრეა :|

და არა მგონია მხოლოდ საქართველოში :))

და არც ის მგონია რომ ოდესმე რამე შეიცვლება მაგ მხრივ :შ

zorbeg said...

შენს პოსტში ამ ვიდეოს ჩავამტებდი:

http://www.youtube.com/watch?v=tVACUjHn6yU

სიყვარულოვნა said...

ვერ ვიტან ასეთ უაზრო ფანებს.
ჯექსონი 2 თუ 3 სიმრერა მომწონდა და სიკვდილის შემდეგაც 23 სიმღერა მომწონს. გომელლაურის რამდენიმე ლესი მომწონდა დღემდე ეგრეა. ლექსენის რამდენიმე სიმღერას ვუსმენდი და დრესაც ხანდახან ვუსმენ

ihugrobots said...

ნეტავ რამდენი ხალხი იყო ჩვენთან ჯექსონზე რომ უსწრაფესად დოკუმენტური ფილმი რომ გადაიღეს ?!

გურამი said...

ოლავონასეიზეთ ფიფალ რილი ქერებაუთ აზ.. - მთელი დღეა ამას ვატრიალებ. რევიც.. პოსტი მომეწონა. იუვ ბინ ჰით ბაი ე სმუს ქრიმინალ. :)

ibzzz said...

მეც მანდ ვარ. ერთი ჩემი ფბ-ელი მეგობარი გამახსენდა, რომელიც სადღაც 23-24 წლისაა, ყავს ქმარი და 3 წლის შვილი და ფბ-ზე ყველა პოსტი მაიკლს ეხება - ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობას! თუმცა მაიკს მაინც ვერაფერი დაგვიბრუნებს.. ყველა სიმღერა რომელსაც დებს მაიკლისაა, ყველა ლინკი მაიკლზეა, ყველა ფოტოზე ფოტოშოპით ეხუტება ამ ასი წლის ბერხრეკ კაცს და ტან მკვდარს! ავატარადაც ეგეთი ფოტო უყენია. ერთი ფოტოა, მაიკლი ვიღაც ქალს დაჩოქილი შესცქერის და აწერია - ვილ იუ მერი მი? და ქალის ტავის ნაცვლად კანეშნო ამის ტავია და აწერია - იეს, იეს, იეს..
:(((((((( მისი ქმარი მეცოდება..:(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger