Friday, August 20, 2010

მე და 10 წლის წინანდელი მე

ამ უსაქმურობის ჟამს, ჩემი უჯრების გადაქექვა მოვინდომე და ჩემს ქვის ხანისდროინდელ ჩანაწერებს წავაწყდი. მაშინ მახსოვს, ხათოს მიბაძვით ვწერდი დღიურებს (ის სერიოზულად იყო ჩართული ამ საქმეში) და თავი ქალი მეგონა.   

მინდა, რომ რამდენიმე ჩანაწერი გაჩვენოთ, რომლებიც, დაახლოებით, 10-12 წლის წინაა გაკეთებული. სტილი, რა თქმა უნდა, დაცულია:

  • 20 ივნისი - დღეს ადრე გავიღვიძე. დაბლა ჩავედი. საჭმელი ვჭამე და ისევ მაღლა ამოვედი. დედიკოს სახლის დალაგებაში მივეხმარე. საღამოს დავიძინე.
  • 17 აგვისტო  - დღეს მე ფული დავკარგე და დედა მეჩხუბა. საღამოს კი დათო და მამა ჩამოვიდნენ (სად იყვნენ ნეტავ?). ხვალ კი თბილისში მივდივართ;
  • 1 სექტემბერი - დღეს მე და დათოს ოცნება აგვისრულდა და სკოლაში წავედით (ჰო, აი, რას ამბობ, მაისიდან სექტემბრამდე ამ ოცნებით გვედგა სული). სკოლა რაღაც შეცვილი მეჩვენებოდა. თან არც კი ვიცოდი, სად იყო ჩემი კლასი. მაგრამ სასწავლო ნაწილის გამგემ გვითხრა, რომ ჩვენი დამრიგებელი იყო ნანა არაბაშვილი (მეხუთე კლასში გადავედი აქ). ჩვენთვის ყველა გაკვეთილი ერთიმეორეს არ გავდა. აქ კლასიდან კლასში უნდა გვევლო.
    როცა სახლში მოვედი ჩემი ძმა და მამიდა იყვნენ. საღამომდე გაკვეთილები მოვამზადეთ, შემდეგ ვითამაშეთ, საღამოს კი დავიძინეთ.
  • 23 სექტემბერი - დღეს აღმოჩნდა, რომ მათემატიკის საკონტროლოში ხუთიანი მიმეღო. ჩემს გარდა კიდევ ორმა ბავშვმა მიიღო 5. ესენი იყვნენ ტალახაძე მიშკა და ყაყიტაშვილი ომარი. ჩვენს კლასში 12 ორი დაიწერა (ააააა, მახსოვს ეს საკონტროლო. ტესტები პირველად შემოიტანეს. 12 საკითხი იყო გასაკეთებელი. მახსოვს, სამიანზე რომ ვოცნებობდი, და უცებ ხუთიანი რომ გამომიცხადა მარინა მასწმა, კინაღამ ელდა მეცა. აი, 12 ორი რომ დაიწერა, აქ რა მიხაროდა, ეგ არ მახსოვს..   )
  • 18 ნოემბერი - დღეს ხუთშაბათია. სკოლაში ცუდად ვიყავი და ბუნების მასწავლებელს დავეთხოვე. სახლში რომ მოვედი, სიცხე მქონდა. დედამ ლოგინში დამაწვინა. 
  • 22 ნოემბერი - დღეს გიორგობაა. სამშაბათია. დღეს სკოლაში სწავლა არ არის. სახლში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მამიკო თავის ამხანაგთან იყო დაპატიჟებული და გვიან მოვიდა, ასე 9 საათი იქნებოდა (მთლად შუაღამეა რა). მაგრამ მე მამიკოს ბოლომდე დაველოდე (ყოჩაღი ვარ, არ დამიძინია).
  • 1 დეკემბერი - მე ძალიან მიხარია, რომ 5 მივიღე საკონტროლო წერაში (ნეტა რომელში?!). კიდევ ის, რომ ზამთრის პირველი თვის პირველი დღეა. ისე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.

და ა.შ. ეს ორი რვეული მსგავსი სისულელეებით არის გამოტენილი. რატომღაც, დღემდე მეგონა, რომ დებილობები არ მეწერა, მაგრამ ახლა რომ ვნახე, ჯერ სიცილით გავსკდი, მერე დავფიქრდი: 8-10 წლის ბავშვი მართლა ასე წერს თუ 4-5 წლით ჩამოვრჩებოდი ჩემი ასაკისათვის შესაფერის განვითარების დონეს?
თქვენ როგორ ფიქრობთ?


17 comments:

wasp said...

ufff eg araperia,xdeba xolme....mec rom vipopve chemi dgiurebi,reebi miweria da tan rogor,sicilit movkvdi...exla vwer :)

meanderdze said...

რაღაც აღარ ცხელა ხო მგონი?/.. :))

bushka said...

ვასასი, ფაქტია, რომ ამ 10-12 წელიწადში, ძალიან სერიოზული პროგრესი განგიცდია :D

გურამი said...

საინტერესოა.. აი მე კი სპეციალურად ვინახავ ასეთ რაღაცეებს, რომ შვილი რომ მეყოლება, წავიკითხო და მოვკვდე სიცილით. საინტერესოა ბავშვისთვისაც ასეთი სასაცილო იქნება?

ჩორვენი¹³ said...

huh shen ra martivad gcodnia wera.
me mteli ganxilvebi da sxvadasxva adamianebis saaqcielebis analizi miceria . tan sasacilod zalian ra tqma unda mara nu ai zaan ideinad. tipa: "ai iman tma rom momcickna es imis nishani iyo rom chemze nacyenia tu iqneb undoda rom mec momewiwkna" da ragac esetebi :D

gijmaj said...

ღმერთი არ გაგიწყრეს, არაფერი დაუშავო მაგ ნაწერებს :D იცი რა მაგარი გრძნობაა წლების შემდეგ რომ წაიკითხავ. ჯერ ერთი, ისეთ რაღAცეებს იხსენებ რაც მივიწყებული გეგონა, მერე კიდევ ნახულობ როგორ იზრდები. :)

vasasi said...

gijmaj: არა, რას ამბობ, სათუთად ვინახავ.. :)

Clown said...

მე მეორე კლასში, რომ ვიყავი ჩემმა დეიდაშვილმა მაჩუქა ბლოკნოტი, ხოდა იქ ვწერდი სკოლის ამბებს :D

ეხლაც შენახული მაქვს, ეს მოგონებაა იმასთან :D :D :D

მარი said...

ჰაჰააა :)) მაგარი იყო. მეც ვწერდი დღიურებს, მაგრამ უფრო ვრცელი აღწერები ვიცოდი ხოლმე ყოველი დღის. მაგალითად ამინდი, მთვარის ფაზა, განწყობა და მთელი სისულელეები მქონდა აღწერილი.

knuti said...

მეც ვწერდი ხოლმე...
ვასასიკო, იხილე ჩემი მაშინდელი ბოდიალი:დ ჰგავს რაღაცით ისე :დ
http://knuti.wordpress.com/2010/07/04/dairy/
მსგავსი ჩანაწერები მეც მქონდა ხოლმე :)

gabo said...

20 ივნისი - დღეს ადრე გავიღვიძე. დაბლა ჩავედი. საჭმელი ვჭამე და ისევ მაღლა ამოვედი. დედიკოს სახლის დალაგებაში მივეხმარე. საღამოს დავიძინე.

ეს მომეწონა ცხოვრებისეული ფილოსოფიაა . მეტს ფაქტიურად არც არაფერს არ ვაკეთებთ და ამას 8 წლის ასაკში მიხვედრილხარ.

მეც მქონდა მსგავსი დღიური :) დავწვი

სიყვარულოვნა said...

მიყვარს ჩემი დღიურებიიიიი...
მასე პატარას არ დამიწყია წერა. სადღაც 12013 წლის ვიყავი ალბათ. დღემდე ვინახავ და ვკითხულობ ხოლმე როცა ბავშვობის ნოსტალგია შემომაწვება ხოლმე

Dissolved Girl said...

ამონარიდი ექვსი წლის ასაკში დაწერილი დღიურიდან: "მე დღეს ეზოში მტერი გავიჩინე და ჩვენც ერთმანეთი გავლნაძღეთ" :|:|
ისევ ეგეთი უწყინარი ჩანაწერები ჯობია :))

Taa said...

1 seqtembersve davaleba mogces unamusoebma? :D :D :D :D

vasasi said...

Taa: დავალება არა, მაგრამ ისეთი დაბნეული ვიყავი, რომ ისა.. :|

nino101 said...

რა საყვარელი პოსტია.

მეც ამასწინათ ამოვქექე მზგავსი დღიურები. ოღონდ თუ ჩანაწერებს დავუჰერებთ სინათლის სიჩქარით ვმოძრაობდი დილიდან დაღამებამდე: დილით გავიღვიძე და გადავედი ხათოსთან, მერე მე და ხათო გადავედით ნინოსთან, მერე ნინოსთან მოგვბეზრდა და მე ნინო და ხათო წავედით ბაკასთან, მერე ყველანი ერთად გადმოვედით ჩემთან და მერე.....

ამ პერიოდს უკავშირდება ბებიაჩემის დიადი ფრაზა : შენგან ქუჩის ქალის მეტი არაფერი გამოვაო :)

mwvanevashli said...

გიორგობა 23-ში მახსოვდა:/

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger