Saturday, August 7, 2010

Avenue of Peace

23:30
7 აგვისტო.
2008 წელი.

გინახავთ მშვიდობის გამზირი?
ნეკერჩხლის ხეებიანი, მშვიდი. დიდი ვერაფერი, მაგრამ შემოდგომაზე ლამაზი სანახავია.


მე სხვანაირი მშვიდობის გამზირიც მინახავს.
დაბომბილი.
დანგრეული.
ცინიზმია, როცა ბომბები მშვიდობის გამზირზე ცვივა.
ცინიზმია, როცა მშვიდობის გამზირზე 20-მდე ადამიანი იმარხება საკუთარი სახლის ნანგრევებში.
ცინიზმია, როცა მამა, მშვიდობის გამზირზე, ნანგრევებში დამარხული ოჯახის ამოთხრას შიშველი ხელებით ცდილობს, იქნება ვინმე მაინც გადავარჩინოო.
სირცხვილია, როცა ეს ყველაფერი გავიწყდება.

ეს ჩემი ქალაქის მშვიდობის გამზირია, ორი წლის წინანდელი მშვიდობის გამზირი.



ესეც ორი წლის წინანდელი ჩანაწერია. ომი რომ დამთავრდა, მაშინ დავწერე. შარშან გადავწყვიტე გამოქვეყნება. შეგიძლიათ გაეცნოთ, ლტოლვილობაგამოვლილი ადამიანის ემოციებია და ფაქტები. 



3 comments:

Clown said...

როგორი განადგურებულია ყველაფერი :შ

meanderdze said...

ეეჰ,
გაღებული მსხვერპლი ბევრს არ ესმის
გაგანია ომის დროს ხალხის ჭედვა იყო რესტორნებში...

Zurriuss said...

კომენტარი

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger