Sunday, August 1, 2010

დაიცავით ქალთა უფლებები


სიმართლე რომ გითხრათ, გენდერის პრობლემებისა და ფემინიზმისათვის დროის დათმობა ზედმეტად მიმაჩნია. რატომ?

  • თუ ძალადობაზეა ლაპარაკი, ოჯახში ქალი შეიძლება არანაკლებ მოძალადე იყოს ქმარზე და ის ქმარი სირცხვილით ვერ ამბობდეს;
  • ნუ გათხოვდები 12 წლის ასაკში მარტო იმიტომ, რომ რაღაცა გინდა და ვერ გაგირკვევია რა ხდება შენს თავს. იფიქრე შენს მომავალზე, იმაზე, რომ იყო დამოუკიდებელი, შემდგარი პიროვნება და არა ქმრის ხელისშემყურე;
  • თუ ქმარი არ გაძლევს მუშაობის უფლებას, ეს მისი კი არა, შენი პრობლემაა, რომელზეც მანამ უნდა გეფიქრა, სანამ ცოლად გაყვებოდი ასეთ კაცს. და რადგან გაჰყევი, ყოველგვარი წუწუნის გარეშე შეასრულე შენი მოვალეობა, საძინებლითა და სამზარეულოთი რომ შემოიფარგლება. ეს ხომ შენივე არჩევანია!
  • ნუ ჩაერევით სხვის პირად ცხოვრებაში და საკუთარი ყოფით ბედნიერ ქალს ნუ დაუწყებთ ფემინიზმსა და გენდერზე ლაპარაკს. ტვინი არ ეყოფა რომ გაიგოს რას ეუბნებით;
  • ნურც სხვა ქვეყნის ტრადიციებზე გადაწყვეტთ ზეგავლენის მოხდენას. 13 წლის მარნეულელი აზერი რომ თხოვდება, ოჯახი აძალებს, მაგრამ მას წინააღმდეგობა არ აქვს. ეს მათი ტრადიციაა. მაგრამ თუ პედოფილიასთან გვაქვს საქმე (13 წლის გოგო 30 წლის კაცს მოჰყავს ცოლად), საქმეში პოლიცია უნდა ჩაერთოს და არა გენდერულად მგრძნობიარე ენთუზიაზისტები;
  • ზოგადად, მე გენდერული პრობლემები, ისევე, როგორც ფემინისტური, თითიდან გამოწოვილი მგონია,
  • და ბოლოს: რაც არ უნდა წარმატებული ქალი იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ნიჭიერი, განათლებული, გადასარევი და იდეების გენერატორი, მისი საბოლოო მოწოდება მაინც ოჯახი და შვილებია. რა თქმა უნდა, ბედნიერი შემთხვევაა, როცა ქალი ორივეს ერთმანეთს უთავსებს, მაგრამ ეს, როგორც წესი, იშვიათია.. :(


მიდით, ჩამქოლეთ ფემინისტებო, არ დამინდოთ!


8 comments:

Clown said...

ეს ლაწირაკები რომ თხოვდებიან და ცოლები მოჰყავთ რა საშინელებაა.. :|

სექსი უნდათ მეტი არაფერი :D :D :D

zurriuss said...

Clown, ამინნნ.
ვასასი, ვინ გაწყენინა? :))

უბრალოდ said...

ეგრე ადამიანს რაც მოსდის – ყველაფერი თავის ბრალია :))

მაგ. შეიძლება თქვა – არ გასულიყო მერე სახლიდან და ხომ არ მოიტეხავდა ფეხსო :))

თუმცაღა ხო ალბათ ხანდახან იმაზე ბევრს ვლაპარაკობთ ვიდრე ამას პრობლემა მოითხოვს :)

bushka said...

რა თქმა უნდა შეიძლება მოძალადე ქალიც იყოს, მაგრამ პრობლემის აქტუალურობას ხომ მაინც სტატისტიკა განაპირობებს- სტატისტიკურად კი ქალების უფლებები საქართველოში ირღვევა...ზოგის მეტად, ზოგის ნაკლებად...თუ ჩემი ან შენი უფლებები ირღვევა ნაკლებად, ან ჩვენ გვაქვს ძალა რომ საკუთარი უფლებები დავიცვათ, ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა გვადარდებდეს ის, ვინც ვერ იპოვა თავის თავში საკმარისი ძალა ამისთვის, ან უბრალოდ გარემოებების და მენტალიტეტის მსხვერპლია- მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქალი, რომელსაც პიროვნების თვითრეალიზაცია მხოლოდ სამზარეულოში შეუძლია(იმიტომ რომ სხვა გასაქანი არ მისცეს), გულში ყოველთვის ინატრებს მეტს, მაგრამ არასდროს გამოთქვავს პროტესტს, იმიტომ რომ ასეთი ფსიქოლოგიით გაიზარდა- ის უნდა იყო გენდერულად უთანასწორო და ეს "ნორმალურია"...ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები და მათი ცხოვრების წესი, მე პირადად ყოველდღე მარწმუნებენ რომ ეს პრობლემა თითიდან გამოწოვილი არაა...

Michael said...

"თუ ქმარი არ გაძლევს მუშაობის უფლებას, ეს მისი კი არა, შენი პრობლემაა, რომელზეც მანამ უნდა გეფიქრა, სანამ ცოლად გაყვებოდი ასეთ კაცს. და რადგან გაჰყევი, ყოველგვარი წუწუნის გარეშე შეასრულე შენი მოვალეობა, საძინებლითა და სამზარეულოთი რომ შემოიფარგლება. ეს ხომ შენივე არჩევანია"
და იქნებ შეცდა ადამიანი არჩევანში? რატომ არ შეიძლება გამოასწოროს ეს შეცდომა? რატომ უნდა მიაკვდეს ერთ შეცდომას მტელი ცხოვრება? მითუმეტეს ადამიანი თავის ნამდვილ სახეს ხშირად წლების მერე ამჟღავნებს.

"ზოგადად, მე გენდერული პრობლემები, ისევე, როგორც ფემინისტური, თითიდან გამოწოვილი მგონია"
ეს პრობლემები ნამდვილად არაა თითიდან გამოწოვილი, ყოველშემთხვევაში ჩვენს საზოგადოებაში ასეა. ქალის როლი ჯერ ისევ დაკნინებულია და მისი დისკრიმინაცია მრავალმხრივ მიმდინარეობს, თუმცა ჭკვიან ქალს შეუძლია თავი დაიცვას და სწორი არჩევანი გააკეთოს.

"და ბოლოს: რაც არ უნდა წარმატებული ქალი იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ნიჭიერი, განათლებული, გადასარევი და იდეების გენერატორი, მისი საბოლოო მოწოდება მაინც ოჯახი და შვილებია. რა თქმა უნდა, ბედნიერი შემთხვევაა, როცა ქალი ორივეს ერთმანეთს უთავსებს, მაგრამ ეს, როგორც წესი, იშვიათია.."
ჩემი აზრით ნორმალურ საზოგადოებაში არ უნდა იყოს დიასახლისობა ქალის მოწოდება, თუ ადამიანის რეპროდუქციის ინსტიქტს ვგულისხმობთ მაშინ ეს სხვა ამბავია, ადამიანი ჯერ თავის თავის რეალიზებაზე უნდა ფიქრობდეს და მერე შვილებზე და ოჯახზე,თუმცა ცოცხალი ბავშვების ინკუბატორებისთვის თვითრეალიზება მხოლოდ ოჯახშია, მათი ფუნქციაა გააჩინონ ბავშვები და მათ აღსაზრდელად მინიმუმ სამი ზღაპარი მაინც იცოდნენ.

Taa said...

თუ ქმარი არ გაძლევს მუშაობის უფლებას, ეს მისი კი არა, შენი პრობლემაა, რომელზეც მანამ უნდა გეფიქრა, სანამ ცოლად გაყვებოდი ასეთ კაცს. და რადგან გაჰყევი, ყოველგვარი წუწუნის გარეშე შეასრულე შენი მოვალეობა, საძინებლითა და სამზარეულოთი რომ შემოიფარგლება. ეს ხომ შენივე არჩევანია!

milioni procentiT getanxmebi

ნან said...

პროვოკაციული პოსტია, ფემინისტების პროვოცირებისათვის დაწერილი ვასასი :)

შესაძლოა ფემინიზმი კი არის ვიღაცისთვის პოზის ამბავი, ისევე როგორც ქილიკი გენდერულ თანაწორობაზე, მაგრამ პრობლემა ძალიან რეალურია. „რას თხოვდებიან სექსის გამო და თუ გათხოვდნენ იყვნენ ისე როგორც არიან" - არასწორია. სექსის გამო იმიტომ თხოვდებიან, რომ ჩვენს საზოგადოებაში ეს არის ჟიმაობის "ლეგალური" საშუალება. სხვა შემთხვევასი გოგო ბოზია. ეხლა სექსი რატომ უნდა 15-16 წლის გოგოსო იმედია არავინ აღშფოთდება. :დდ

მოკლედ პრობლემა ძალიან მრავალწახნაგოვანია და ოდნავადაც არ არის თითიდან გამოწოვილი.

ibzzz said...

ვეთანხმები ჩემს წინა პოსტს. მოკლედ, მე ფემინისტი არ ვარ, იმიტომ, რომ ფემინიზმი არ გულისხმობს ზალების თანაფარდობას. და თუ უფლებები დაირღვევა, მკიდია ქალის ირღვევა თუ კაცის. ეს ერთი, მერე მეორეც - აქ რო იბადები, პრობლემები უკვე გამზადებული გხვდება. ისეთ ოჯახში იზრდები, ისეთ საზოგდოებაში, ძალიან გასხვავებული უნდა იყო, რომ ისე იფიქრო, როგორც შენ გიწერია და თუ ასე თუ ისე განსხვავებული ხარ, დამიჯერე, შაქარს არ გაჭმევენ :) ახლა ღამის 3 საათია და რაღაცეებს ვბოდავ, მაგრამ ეს თემა ცოოტა უკეთ ვიცი. რო რამე, ფხიზელზე უკეთესად ”გავაიასნებ” :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger