Monday, August 2, 2010

ჰილარი კლინტონის ვიზიტის გასაიდუმლოებული მიზეზი


Chelsea - საფეხბურთო კლუბი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ რომან აბრამოვიჩს წმინდანად შერაცხავს.
ეს რა შუაშია არ ვიცი, მაგრამ მორიგ ქორწილს ერთი პოსტი რომ არ მივუძღვნა, პატარძლის დედა ინერვიულებს და წნევა აუწევს. თან ისეთ ასაკშია, რომ წნევები ისედაც აწუხებს დაა..
მოკლედ, გასულ შაბათს ისეთი ქორწილი ყოფილა ამერიკაში, გვანცა დარასელიას, მარიამ როინიშვილის, მანიკა ასათიანისა და თიკა ჯამბურიას ქორწილიც კი ჯიბეში ჩაისვა!.
ქორწილი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გაგვაგებინა ქართულმა მედიამ, სანამ ჩელსი და მარკი (კიდევ კარგი, ცუკერბერგი არა, თორემ ხომ დამრჩებოდა ბიძაშვილი გვერდზე) ქორწილს გადაწყვეტდნენ, კიდევ უკეთესი, სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ.
მას შემდეგ, ყოველდღე ვიგებდით, თუ როგორ ემზადებოდა კლინტონების ოჯახი ერთადერთი ქალიშვილის გასათხოვებლად. ასე განსაჯეთ, ღვინოსა და ხიზილალისთვისაც ბილი და ჰილარი დარბოდნენ.
ამას წინათ ჰილარის ჩამოსვლის მიზეზიც წინასაქორწინო სამზადისი გახლდათ. თურმე თეთრი სახლის მრჩევლებს უთქვამთ, ყველაზე კარგი ღვინო კახეთშიაო. ამასაც დაურეკავს მიშასთვის, მძახლებთან არ შემარცხვინოო. მიშასაც, კაკალაშვილის მარნიდან საუკეთესო ღვინო აურჩევია და საკუთარი ხელით დაუტვირთავს თვითმფრინავი. ისიც გავიგე, რომ ლიტრაში სამი ლარი გადაუხდია (კაკალაშვილი ტრაბახობდა მერე სოფლის ბირჟაზე, ათი ლიტრი გაკეთებული შევაპარეო).
მოკლედ, სტუმრები ქორწილიდან ნასიამოვნები წავიდნენ, ბილს იმდენი დაულევია, რომ ჰილარის მთელი ღამე გაათენებინა და სამი ლიტრი "ბორჯომი" დალია, კუჭზე ამ წყალზე უკეთ არაფერი მოქმედებსო.
როგორც გავიგე, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს კაკალაშვილისთვის მადლობის წერილი მოუწერია, სააკაშვილს კი შეპირდა, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად დაწერს ახალ სამეცნიერო წიგნს: "კახური ღვინო კაკალაშვილის ვენახებიდან და მისი როლი ფსიქოლოგიურად გარდამტეხ მომენტებში".
ია-ვარდით მოფენილ გზაზე გევლოთ, შენ და შენს მეუღლეს, ჩელსი!..

ინფორმაციის წყარო: AMBEBI.GE.

7 comments:

Gio Rgashvili said...

რუსთავი2-ს სადეზინფორმაციო განყოფილების დანამატი ხარ :დ

დია said...

ჰაჰააა... რა მაგარი პოსტია :))

გურამი said...

ვას, ასე ჯიგრულად როგორ წერ ხოლმე კაცო, ვგიჟდები. :):) მაგრად ვიხალისე განსაკუთრებით 10 ლიტრის შეპარებაზე.

კატიე said...

lol
რავალი მსოფლიო პრესის ყურადღების ქვეშ მოხვედრილვართ, ჰაა? :D

Zurriuss said...

აინშტაინს სულაც არ ჰქონდა დიდი თავი.

ელენე said...

"...ამასაც დაურეკავს მიშასთვის, მძახლებთან არ შემარცხვინოო..." - ჩავბჟირდი სიცილისგან და მთელი სცენა ხატოვნად წარმოვიდგინე!
რიტორიკული კითხვა: ვინმე გეხმარება თუ მარტო შენ იგონებ?!

vasasi said...

ელენე: ჩემი უმაქნისი და გადაგვარებული ტვინი შემომიჩნდება ხოლმე, დამხმარე არ მყავს. :ს

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger