Friday, September 10, 2010

პლანი ჩვენი არსობისა


პირველ არხზე გუშინ სიუჟეტი გავიდა ჯგუფზე, რომელიც ფეისბუქშია შექმნილი და მარიხუანას ლეგალიზაციას ითხოვს. მერე გამახსენდა, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა თავის დროზე რომ შემომთავაზა ამ სექტაში გაწევრიანება და, გადავწყვიტე, ვოლი დამეთვალიერებინა.
მინდა, შემოგთავაზოთ ამ ჯგუფის არსი, რაც თავად აქვთ აღწერილი:

1. ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია
მე: პათოსი ასე გავიგე: ქართველობა წაგვართვეს, ახლა დემოკრატიას გვართმევენ!

2. მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან დევნა ადამიანის უფლებების დარღვევაა
მე: პლანით საქართველოში 100 კაციდან 97 ბოლდება და პოლიტიკური თავშესაფარი არავის მოუთხოვია ჯერ;

3. ჩვენ ვთვლით, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას შეუძლია ეკონომიკური სარგებლის მოტანა სახელმწიფოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის
მე: ნუთუ ასე ისა მარიხუანამ გვერდის ავტორნი, რომ პრეზიდენტისათვის წერილის მიწერა ვერ მოიფიქრეს? ჩვენ ხომ ყველაფერი ჰაერივით გვჭირდება, რაც ისედაც მდგრად ეკონომიკას უფრო გაგვიმყარებს და აგვიყვავებს? :+10ღირსებისორდენი:

სიმართლე გითხრათ, ეს თემა საერთოდ არ მაღელვებს (თუ არ გაღელვებს, ბლოგზე რატომ წერდიო, მეტყვით, მე კი გიპასუხებთ, რომ კომერციული მიზნები მამოძრავებს), მაგრამ თუ შეიძლება გამეცით პასუხი კითხვაზე: ცვრიან ბალახზე თუ დაბოლილმა არ გაიარე, რაა მამული? :)

11 comments:

2კიჯა said...

...იმიტომ რომ კონტრარგუმენტები არ არსებობს ))

vasasi said...

ცვრიან ბალახზე დაბოლილმა თუ არ გავიარე რაა მამული მარტო იმიტომ, რომ კონტრარგუმენტი არ არსებობს?

:)

კომენტარს ვერ მივხვდი.. :))

ჩორვენი¹³ said...

marixuanas legalizebas jobia prosttuciis legalizebaze shestkiodet guli :|

veneriuli daavadebebit daavadebuli ufro metida dgesdgeobit vidre planis gamo dacherili :D

vasasi said...

ჰო, მართალი ხარ, თან მდგრად ეკონომიკას უფრო გავამყარებთ.. :)

mari said...

ისე კი მოუხდა ჩვენს დროშას მწვანე ფერი... :D

ხო კაი, ჩემით გავალ :D

Michael said...

კაი იქნებოდა ისე გვქონდეს საქმე მარიხუანას ლეგალიზებაზე ვფიქრობდეთ :)))

გურამი said...

მიდიხარ და მიდიხარ წარმატებული ბლოგერის სტატუსისაკენ, არა თამარ? :)

გუშინ პირველად ბოლო 34 დღის მანძილზე ვუყურე ტელევიზორს და მაშინაც კურიერს და მაშინაც ვიღაცა გვიმტიკცებდა რომ კოლუმბიის მეგობრობა საქართველოსთან ძალიან მნიშნვნელოვანია. ხოდა ეს პოსტი ამ სიუეტზე მეგონა. მე მინდოდა დამეწერა რომ კოლუმბიელი ნარკობარონების ან ერთი ნარკობარონის ჩამოსახლება მაინც საქართველოს ბიუჯეტს იმდენად შეავსებდა, რომ ახალ შემოსულ ჯარიმებს ავტომანქანების არასწორ მოძრაობებზე გააუქმებდნენ, მაგრამ რადგან მეზარება ამ პოსტის დაწერა, ეგებ შენ დაგეწერა, ა?

vasasi said...

გურამ, მომწიფდეს მუზა და ვნახოთ.. :)

Taa said...

magaze ufro magari isaa amit camlis momxmareblebis raodenoba shemcirdebao

rodis iko marixuana heroinis shemcvleli narkomanebisatvis? damisabuton da daijereb

TAMTA said...

ეს ჰოლანდიელი სოფლელები!:))

ola said...

ჩემი აზრით მუღამი იმას აქ რო არ შეიძლება და ბოლდები აბა ისე მართლა გავიგუდებით მოწევაში :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger