Friday, August 6, 2010

ყაყაჩოები და პლაგიატიზმის სინდრომი

იდეა ”პრაიმ-ტაიმს” ეკუთვნის. არა, მაპატიეთ, იდეის ავტორები ბრიტანელები არიან, რომლებმაც წითელი ყაყაჩოების ფორმის სამკერდე ნიშნები, ომში დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნისათვის დაამზადეს. მას შემდეგ, ომის წლისთავზე ერთი დღით ყველა იკეთებს, მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა კი ომის ვეტერანებს ხმარდება.

რაიმე ახლის მოფიქრება ძალიან ძნელია. მით უმეტეს, XXI საუკუნეში. ამიტომაც ხშირად გვხვდება თემების გადამღერებები. ასეა ლიტერატურაში, კინოში, თეატრში, პოლიტიკაშიც კი. სამწუხარო ისაა, რომ ეს ყველაფერი საქართველომდე მოგვიანებით აღწევს. მაგალითად, ნიუ-იორკის ცნობილი სლოგანიც კმარა (I    New York), რომელიც (თუ ზუსტად მახსოვს) გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა და მერე მთელმა მსოფლიომ ცალ-ცალკე გადმოამღერა. გამონაკლისები არც ჩვენ ვყოფილვართ: თითოეული მანქანის საქარე მინა ამაყად გვამცნობს, რომ მის პატრონს    თბილისი!.. 

ყაყაჩოების მიმართ მე პროტესტი მაქვს შემდეგი მიზეზების გამო:

1. არ მიყვარს, როცა ვიღაცის გაკეთებულს ვიმეორებ;

2. ყაყაჩოებით სოციალურ ქსელებში უკვე ძალიან ბევრი აწითლდა, ალბათ, იმავე სურათს ვნახავთ რეალში, 8 აგვისტოს. მე მაინც მგონია, რომ ეს არა შინაგანი მოთხოვნილება, არამედ, მოდას აყოლაა, რაც, ჩემი აზრით, ორი წლის წინ დაღუპული თუ დაჭრილი ჯარისკაცებისა და რიგითი მოქალაქეების შეურაცხყოფაა;

3. არ მინდა, ეს ნიშანი იმ ადამიანებმა ატარონ, 2 წლის წინ თავქუდმოგლეჯილები რომ გარბოდნენ წითელი ხიდის საბაჟოსკენ, ომის შემდეგ კი რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკეები გახდნენ; 

4. და ბოლოს: ეს ყაყაჩო სულაც არ არის ბრიტანული, რადგან კუნძულელები ორფურცლიან ნიშანს ატარებენ, ჩვენ კი ერთი მივუმატეთ. 

ჩემი რჩევა იქნება, გარეგნულ მატრაბაზობის მაგივრად, 24/7-ზე გახსოვდეთ აგვისტო, გახსოვდეთ ყოველი დღე, ყოველი ბომბი, რომელიც ამ ქვეყანას დაეცა და ის უსუსურობისა და უკიდურესი შეურაცხყოფის განცდა, რაც იმ დღეებში გვქონდა. იფიქრეთ იმაზე, რომ არასოდეს დაუვიწყოთ მეზობლებს, რაც მაშინ მოხდა, ერთხელ მაინც აჯობეთ გენეტიკას!.

ფეისბუქზე რომ დავასტატუსე, ერთმა მეგობარმა მომწერა, ეს ელიზბარ ჯაველიძის სიტყვებია არაო? მე და ელიზბარ ჯაველიძე თუ თანამოაზრეები ვიყავით, დღეს პირველად გავიგე. არადა, ყოველთვის მეგონა, რომ რუსეთუმეებს ორგანულად ვერ ვიტანდი.

P.S. კარაქიანი კარაქი: ზოგადად, ყაყაჩო, ომში დაღუპული გმირების სიმბოლოა.


12 comments:

Gio Rgashvili said...

ვიზიარებ შენს პოზიციას.
დილას ვოლზე ვნახე საკუთარი თავი ყაყაჩოზე დათაგული. მოვხსენი ...
გასაგებია, რომ ეს გამოხატვის ერთერთი ფორმაა, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია სწორედ იმ მიზეზების გამო, რა მიზეზებიც პოსტშია მითითებული..

Anonymous said...

va, ar vicodi...vapirebdi garcelebas, exla arar gavaketeb amas!

გურამი said...

:D ვას, ესეთი რამე არ გამეგო და მაგარი გამიკვირდებოდა კვირას რომ ყაყაჩოებიანი ხალხი დამენახა. :) ერთი ის ამიხსენი მარტო, გენეტიკას აჯობეთო რას ნიშნავს.

vasasi said...

გურამ, იმას, რომ ქართველებს მოკლე ისტორიული მეხსიერება გვაქვს..

ძალიან მოკლე!

ელენე said...

პლაგიატიზმი, ზოგადად არც მე მიყვარს და შეურაცმყოფელიცაა თუ ამის გაკეთება ან გამეორება მიწევს... მაგრამ, ძალიან მინდოდა რომ ეს ყაყაჩო გამეკეთებინა არა მარტო მე, არამედ ჩემს მეგობრებსაც ვინც ცოცხალ ჯაჭვზე ვიქნებოდით (გორში)...(ქაღალდისგან ვამზადებდით...)
ამის წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი...თამუნა, შემოგვთავაზე სხვა ალტერნატივა...
პ.ს. ახლა არ მითხრა არც ჯაჭვზე გასვლაა "კარგიო"...

vasasi said...

ელენე: ჯაჭვი კეთდება კიდევ თუ ძველზე ამბობ?

რაშია იცი საქმე, ჯაჭვი - ეს ქმედითია. რა თქმა უნდა, დროულიც უნდა იყოს და არა კონტექსტიდან ამოვარდნილი. როცა 2008 წლის 1 სექტემბერს ჯაჭვი გაკეთდა, ეს იყო მთელი საქართველოს პროტესტი და გამოჩნდა.
მკერდზე მიბნეული ნიშნები, ჩემი აზრით, ეს უფრო სიმბოლოა, რომ გახსოვს რაც მოხდა ოდესღაც..
არამგონია, ჩვენ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. ამიტომ ვარ წინააღმდეგი ყოველგვარი ზედმეტი მატრაბაზობისა. ამას სჯობს, გამოვიდეთ ყველა, ასფალტზე ცარცით დავხატოთ ან დავწეროთ რაღაცები, გავიხსენოთ რა იყო, როგორ..
რა ვიცი..
ათასი ხერხი არსებობს..

მე იმაზე ვწუხვარ, რომ ორი წლისთავი თითქოს დაიკიდეს: ჩუმად მოდის, ისე, გეგონება, ერთი რიგითი დღე იყოს! არადა, ეს დღე დასაკიდებელი არ არის მანამ, სანამ ჩვენს ტერიტორიაზე რუსები დგანან და ცინიზმის უმაღლესი ფორმით არიან ჩვენ მიმართ განწყობილები!.

ელენე said...

მადლობ, გამოხმაურებისთვის!!! ერთი კოლოფი ცარცი მაქვს კლასში, გამოვიტან და დავხატავთ!!! ბავშვებსაც დავურიგებ!!!
ძველზე არ ვამბობდი, ხვალ გავდივართ.
მძიმე დღეა რად უნდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ერთად ყოფნა ამ დროს ასე მგონია, მნიშვნელოვანია...იმ მძიმე დღეებშიც რამ გაგვაძლებინა? (რიგით ადამიანებს-არაჯარისკაცებს)ერთად ყოფნამ, ერთმანეთის დახმარებამ...მე მინდა გასვლა 8 აგვისტოს ქალაქში, ჩემ პატარა გორში...მინდა რომ ის ტკივილი არ დამავიწყდეს, ისევ შევიგრძნო მთელი სიცხადით, რომ მერე უფრო გულმხურვალედ შევძლო ლოცვა!

Zurriuss said...

ეროვნულ თემასა და ინტერესებზე დაიწერა პოსტი და არიქა, ატყდა მსჯელობა და ღრმადზრდილობიანი ჭკუის სწავლება.
ერთი მოგცლიათ, რა...
რაც გინდა წერო ჩემო ვასასი, შენ აზრს მაინც არ გეკითხება ეს მთავრობა (საბედნიეროდ თუ საუბედუროდ). სამაგიეროდ, ხომ ხედავ, ხელად შეაფიცხე ადამიანები, აფრქვიონ თავიანთი მრავლადნაფრქვევი და ყელშიამოსული აზრები :)
ნუ მიპასუხებთ, ამ პოსტის სანახავად აღარ შემოვალ.

Anonymous said...

თვითონ სტატია მომეწონა. უფრო სწორად მისი სტილი-კარგად წერთ. მაგრამ, რაც შეეხება შინაარსს, არ გეთანხმებით და რატომ:
1. შეიძლება მოდას ავყევი, როცა ეს ყაყაჩო მთავარ სურათად ვაქციე, შეიძლება მოდას მივყვები, როცა ამ ყაყაჩოს გულსაბნევს ვეძებ, რომ მეც მქონდეს, მაგრამ ფაქტია,რომ ამ ყაყაჩომ 8 აგვისტო და დაღუპული გმირები გამახსენა. ანუ, თავისი მისია შეასრულა.
2. ამბობთ, რომ ყველაფრის გადამღერება ხდება და ფაქტად (I New York) მოგყავთ, მაგრამ იქვე ამბობთ რომ ჩვენ საუკუნეში ახალი ველოსიპედის გამოგონება შეუძლებელია. ანუ, საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით. და საერთოდ, ნათქვამია, რომ ყველაფერი ახალი , კარგად დავიწყებული ძველია. ამიტომ-მე თბილისი!.. :)
და ბოლოს, 3. ვფიქრობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ყაყაჩოს წარმომავლობას, პირველად ვინ მოიფიქრა მისი სიმბოლოდ გამოყენება, რამდენი ფურცელი ჰქონდა და ა.შ. მთავარია, რომ მისით გამოვხატავთ ჩვენი გმირების ხსოვნას და ამავდრიულად, ესთეთიკურადაც ლამაზია,რამაც გამოიწვია როგორც მისი გულსაბნევებზე, ისევე მთავარ სურათად დაყენების მოთხოვნილება :) mancho nodia

Lord Vader said...

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის–დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა.
ამიტომ, ჩვენ, ქართველებსაც გვაქვს უფლება ყაყაჩოზე. :)

ibzzz said...

რაც აქ დაგიწერია, სწორია, მარტო ამეების გამო არ ღირს მაგ ყაყაჩოს ტარება. ყაყაჩო რომ დაღვრილი სისხლის სიმბოლოა, ბრიტანელები არ ვიცი და, აგერ, ჩვენი ლადოს ლექსი კმარა ამისთვის მარტო, მაგრამ კარგი, ამას მოვეშვათ. მე იმ წამიდან ავითვალწუნე ეს უდანაშაულო, ბავშვური ყყაჩო, რას პრაიმ ტაიმის ამ აქციის შესახებ რეპპორტაჟს ვუყურე - გამიჩნდა კიტხვა - რა უხარია და რას იკრიჭება-მეტქი ეს ტუჩებდაბერილი პიარ მენეჯერი. ისეთი ბასხივოსნებული სახით ფურცლავდა რაღაც წიგნს თურავი რას.. და ისეთი სიამაყით განაცხადა, რომ პრაიმ ტაიმსმა დამკვიდრა ტრადიცია.. ბლაბლაბლაა.. მორჩა, აღარც პრაიმ ტაიმი მინდა, აღარც ყაყაჩო და მიმბაძველებზე ხო გული მერევა საერთოდ.

Anonymous said...

გასათვალისწინებელია თქვენი აზრი,თუმცა მე ამ ყველაფერს ვერ დავარქმევ მიმბაძველობას... მე მტკივა საქართველოს მოქალაქეთა ტკივილი და მთრგუნავს ის ეპოქა რაც ჩემმა სამშობლომ გამოიარა.. რამდენი რამ გადავიტანეთ და მაინც ფეხზე წამოვდექით,, ეს საამაყოა.. : )) წითელი ყაყაჩო კი მხოლოდ იმის გამომხატველია რომ შენ განიცდი წარსულს და იმედი გაქვს მშვიდობიანი და ერთიანი მომავლის.. გეთანხმები რომ ბევრი მოდას აყვა და ამაზრზენია, თუმცა ყველაზე ამის თქმა არაადეკვატურია... ყველას თავის მოსაზრება აქვს, ღმერთმა უჩვენოს ნათელი გზა ყოველ მოქალაქეს... : )))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger